ლულოვანი ძვლები, გრძელი ძვლები — ცილინდრული ან სამკუთხა ფორმის ძვლები, რომელთა სიგრძე აღემატება სიგანეს. ლულოვანი ძვლები ფორმირდებიან უპირატესად სხეულის (დაიფიზი) დაგრძელების ხარჯზე, ხოლო ბოლოში გააჩნიათ ეპიფიზები, დაფარული სახსრის ხრტილოვანი გარსით. ეპიფიზსა და დიაფიზს შორის განლაგებულია მეტაფიზები, ზრდასრულ ასაკამდე წარმოდგენილი როგორც ხრტილოვანი ეპიფაზური ფირფიტები.

ლულოვანი ძვლები
ლულოვანი ძვალის სტრუქტურა
ლათინური ossa longa
Dorlands/Elsevier 2205

გრძელ ლულოვან ძვლებს მიეკუთვნებიან: ბარძაყის, დიდი წვივის და მცირე წვივის ძვლები, ასევე მხრის, იდაყვის და სხივის ძვლები; მოკლე ლულოვანი ძვლებს კი — ტერფისა და მტევნის ძვლები. ადამიანის ქვედა კიდეურების გრძელი ძვლები შეადგენს ადამიანის სიმაღლის დაახლოებით ნახევარს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Сапин М. Р., Брыксина З. Г. — «Анатомия человека». Просвещение, 1995 ISBN 5-09-004385-X

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: