ბარძაყის ძვალი
ბარძაყის ძვალი (ლათ. femur, os femoris) — ადამიანის ჩონჩხის ლულისებრ ძვლებს შორის, ყველაზე გრძელი და მსხვილი ძვალი.
ბარძაყის ძვალი | |
---|---|
ლათინური | Os femoris, os longissimum |
MeSH | Femur |
ძვალს აქვს მკვეთრად გამოკვეთილი ცილინდრული ფორმა, რომელიც წინ ოდნავ შეზნექილია. მის უკანა ზედაპირზე მისდევს ხორკლიანი ხაზი, რომელიც ბარძაყის ძვალს ყოფს ლატერალურ და მედიალურ ბაგეებად. აღნიშნულზე განლაგებულია ადამიანის კუნთები. ლატერალური (გარეთა) ბაგე, ძვლის ქვედა მესამედში იხრება და მიემართება ლატერალური როკისაკენ, ხოლო ზედა მეასამედში გადადის დუნდულოვან ხორკლში. მედიალური ბაგე, ბარძაყის ქვედა მესამედში იხრება მედიალური როკისაკენ და ლატერალურ ბაგესთან ერთად მოსაზღვრავს სამკუთხა ფორმის მუხლქვეშა ზედაპირს. მედიალური ბაგე ზედა ნაწილში გრძელდება ქედის ხაზში. სხეულის დაახლოებით შუა ნაწილში, ხორკლიანი ხაზის გვერდით მდებარეობს მასაზრდოებელი ხვრელი, რომელიც გრძელდება პროქსიმალურად მიმართულ მასაზრდოებელ არხში. ბარძაყის ძვლის ზემო, ანუ პროქსიმალურ ბოლოსა და სხეულის საზღვარზე მდებარეობს ორი ბორცვი – დიდი და მცირე ციბრუტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- „Femora“. Merriam-Webster Dictionary.
- „Femora“. Dictionary.com Unabridged. Random House.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბარძაყის ძვალი (ლალი დათეშიძის პროექტი) დაარქივებული 2017-06-05 საიტზე Wayback Machine.