ვიტამინები
ვიტამინი — ორგანული ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმი არ ასინთეზებს (ან მცირე რაოდენობით ასინთეზებს) და მისი მიღება აუცილებელია კვებით. შესაბამისად კონკრეტული ნივთიერება ზოგიერთი ორგანიზმისთვის შეიძლება იყოს ვიტამინი. ხოლო სხვისთვის არა. მაგალითად, ვიტამინ C, ასკორბინმჟავა: ის ადამიანებისთვის ვიტამინია, ხოლო სხვა დანარჩენი ორგანიზმების უმრავლესობისთვის არა, რადგან მათ ორგანიზმში ხდება მისი სინთეზი.
ვიტამინები იყოფა ორ დიდ ჯგუფად: წყალში და ცხიმში ხსნადად. წყალში ხსნად ვიტამინებს ეკუთვნის B ჯგუფის ყველა ვიტამინი და ვიტამინი C, ხოლო ცხიმში ხსნად ვიტამინებს — A, D, E და K ვიტამინები.
B ჯგუფის ვიტამინები:
- თიამინი (ანუ ანევრინი)
- რიბოფლავინი (B2)
- ნიაცინი (ანუ ნიკოტინ მჟავა)
- პანტოთენის მჟავა (B5)
- პირდოქსინი (B6)
- ციანკობალამინი (ანუ კობალამინი) (B12)
- ფოლიუმის მჟავა (B9)
- ბიოტინი (B7)
- ლეციზინი
B ჯგუფის ვიტამინები გვხვდება ძალიან ბევრ პროდუქტში, ბოსტნეულში, მარცვლეულში, ხორცპროდუქტებში, რძის პროდუქტებში და ა.შ. ვიტამინი B12 კი გვხვდება მხოლოდ ცხოველურ პროდუქტებში, B ჯგუფის ზოგიერთ ვიტამინს შეიცავს მარცვლეული კულტურები - მაგრამ არა B12-ს. ვიტამინი B12 პასუხისმგებელია სისხლში წითელი უჯრედების წარმოქმნაში, ის მთავარ როლს ასრულებს ტვინის და ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში. B12-ის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს ანემიას და ნერვული სისტემის დაზიანებას, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ იღებენ ცხოველურ პროდუქტებს, მკაცრად რეკომენდებულია B12-ის აბების სახით ან B12-ით ხელოვნურად გამდიდრებული პროდუქტების მიღება. B12-ით განსაკუთრებით მდიდარია ხორცპროდუქტები (ძროხის ხორცი, ღვიძლი, თევზი და ა.შ.), ის ასევე მოიპოვება კვერცხში და რძის პროდუქტებში. B ჯგუფის ვიტამინების უმრავლესობას შეიცავს აგრეთვე მარცვლეული კულტურები, ნიგოზი და კარტოფილი. აგრეთვე B6-ს წარმოქმნიან ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიები.
გამოყენება: ძირითადად საჭიროა ზრდისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. ისინი აგრეთვე მონაწილეობენ საკვების დაშლაში, ენერგიის მისაღებად. აგრეთვე B12 და ფოლიუმის მჟავა აუცილებელია სისხლის უჯრედთა წარმოქმნისათვის. B5 და B6 აუცილებელია სისხლის უჯრედთა წარმოქმნისათვის.
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) საჭიროა ზრდისა და ქსოვილთა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, განსაკუთრებით კანის, სისხლძარღვების, ძვლებისა და კბილებისათვის. აუცილებელ კოფერმენტს წარმოადგენს მრავალ მეტაბოლურ რეაქციაში, განსაკუთრებით ცილების დაშლასა და ახალი ცილების წარმოქმნაში. აგრეთვე ამაღლებს რეზისტენტობას ინფექციის წინააღმდეგ და ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას.
ვიტამინი D (კალციფეროლი) წყარო: ღვიძლი, თევზის ღვიძლის ცხიმი, რძის პროდუქტები, კვერცხის გული, მარგარინი, სპეციალური ნივთიერება (პროვიტამინი D3) კანის უჯრედებში გარდაიქმნება D ვიტამინად მზის სინათლის ზემოქმედებით.
გამოყენება: აუცილებელია კალციუმის და ფოსფორის შეწოვისთვის და მათი გადასვლისთვის ძვლებსა და კბილებში. შესაძლოა მოქმედებდეს პარათჰორმონთან ერთად.
E ვიტამინი (ტოკოფეროლი) წყარო: ხორცი, კვერცხის ყვითრი, ფოთლოვანი ბოსტნეული, ნიგოზი, რძის პროდუქტები, ხორბლის ჩანასახი, თესლისა და ბოსტნეულის ზეთი. აგრეთვე E ვიტამინი იცავს ზოგიერთ მემბრანებს, რომლებსაც კიბოს გამოწვევა შეუძლიათ.
K ვიტამინი (ფილოქვინონი ანუ მელაქვინონი) წყარო: ღვიძლი, ხილი, ნიგოზი, პომიდორი, მწვანე ბოსტნეული, განსაკუთრებით კომოსტო. აგრეთვე მას ამზადებენ ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიები. K ვიტამინი აუცილებელია ღვიძლში პროტრომბინის სინთეზისათვის (საჭიროა სისხლის შედედებისთვის).
ლიტერატურა
რედაქტირება- „ბიოლოგიის ლექსიკონი“ ავტორი: ქორინ სტოკლი. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ თბილისი 2005 წ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიტამინები დაარქივებული 2016-10-30 საიტზე Wayback Machine.
- ვიტამინი B12
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |