ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია (International Handball Federation — IHF) — სპორტული ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1946 წლის 11 ივლისს. ამ დღეს კოპენჰაგენში შეიკრიბნენ დანიის, ნორვეგიის, პოლონეთის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ნიდერლანდების წარმომადგენლები, რომლებმაც დააფუძნეს კიდეც ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია. ამჟამად იგი აერთიანებს 150 ქვეყანას და 5 კონფედერაციას (აზიის, აფრიკის, პანამერიკის, ოკეანეთის და ევროპის). ფედრაციის შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში.

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცის ლოგო

ფედერაცია აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და არის საერთაშორისო სპორტული ფედერაციების გენერალური ასოციაციის წევრი.

ფედერაციის უმაღლესი ორგანოა კონგრესი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. რიგგარეშე კონგრესის მოწვევა შეუძლია ფედერაციის პრეზიდენტს ან შეიძლება მოწვევულ იქნას ფედერაციის წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით. კონგრესებს შორის ფედერაციის უმაღლესი ორგანოებია საბჭო და აღმასრულებელი კომიტეტი. საბჭო შედგება პრეზიდენტის, ორი ვიცე-პრეზიდენტის, გენერალური მდივნის, მთავარი ფინანსისტის და არჩეული 10 წევრისაგან. საბჭოს წევრებს ირჩევენ 4 წლით. აღმასკომის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივნი, მთავარი ფინანსისტი და საშეჯიბრო კომისიის თავმჯდომარე. აღმასკომი ხელმძღვანელობს ფედერაციის ყოველდღიურ საქმიანობას. გარდა ამისა ფედერაციის შემადგებლობაში არიან შემდეგი მუდმივმომქმედი კომისიები: საშეჯიბრო, წესებისა და მსაჯთა, საფინანსო, მეთოდური და მწვრთნელთა, სამედიცინო და პროპაგანდისა და განვითრების კომისიები. მისი წევრები ირჩევიან ოთხი წლით.

ამჟამად ფედერაციის პრეზიდენტია დოქტორი ჰასან მესტაფა (ეგვიპტე).

ფედერაციის ოფიციალური ენებია: ინგლისური, გერმანული და ფრანგული.

ფედერაციის უმთავრესი ტურნირებია მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის, მსოფლიოს თასი ხელბურთში ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის. ფედერაცია ატარებს მსოფლიოს ჩემპიონატებს 20 წლამდე ხელბურთელ ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის. გარდა ამისა გერმანიის ფედერაციასთან ერთად ატარებს მსოფლიოს სუპერ-თასის გათამაშებას. საკლუბო დონეზე ფედერაციამ სამჯერ ჩაატარა მსოფლიოს თასი ვაჟთა გუნდებს შორის.

თავის მხრივ ყველა კონფედერაცია ატარებს თავისი კონტინენტების ჩემპიონატებს ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის. ტარდება კონტინენტალური ჩემპიონტები ახალგაზრდა ხელბურთელთა შორის და საკლუბო ტურნირები.

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის წევრები არიან:

კონტინენტალური ფედერაციები და მისი წევრი ქვეყნები

რედაქტირება
ევროპის ხელბურთის ფედერაცია
  ავსტრია   აზერბაიჯანი   ალბანეთი   ბელარუსი   ბელგია
  ბულგარეთი   ბოსნია და ჰერცეგოვინა   გერმანია   დანია   ესპანეთი
  ესტონეთი   თურქეთი   ინგლისი   ისლანდია   ისრაელი
  იტალია   კვიპროსი   ლატვია   ლიეტუვა   ლუქსემბურგი
  ჩრდილოეთი მაკედონია   მალტა   მოლდოვა   მონაკო
  მონტენეგრო   ნორვეგია   პოლონეთი   პორტუგალია   რუმინეთი
  რუსეთი   საბერძნეთი   საფრანგეთი   საქართველო   სერბეთი
  სლოვაკეთი   სლოვენია   სომხეთი   უკრაინა   უნგრეთი
  ფარერის კუნძულები   ფინეთი   შვედეთი   შვეიცარია   შოტლანდია
  ჩეხეთი   ხორვატია   ნიდერლანდები
აზიის ხელბურთის ფედერაცია
  ავღანეთი   არაბთა გაერთიანებული საამიროები   ბაჰრეინი   ბანგლადეში   ერაყი
  ვიეტნამი   თურქმენეთი   იაპონია   იემენი   იორდანია
  ინდოეთი   ირანი   სამხრეთი კორეა   კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა   ლიბანი
  მაკაო   მონღოლეთი   მალაიზია   ნეპალი   ომანი
  პაკისტანი   საუდის არაბეთი   ჩინეთის ტაიბეი   ტაილანდი   ტაჯიკეთი
  უზბეკეთი   ქუვეითი   ყაზახეთი   კატარი   ყირგიზეთი
  ჩინეთი   ჰონგ-კონგი
აფრიკის ხელბურთის კონფედერაცია
  ალჟირი   ანგოლა   ბენინი   ბურუნდი   გაბონი
  გამბია   განა   გვინეა   გვინეა-ბისაუ   ეგვიპტე
  ეთიოპია   ზამბია   ზიმბაბვე   კაბო-ვერდე   კამერუნი
  კენია   კომორის კუნძულები   კონგოს რესპუბლიკა   კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა   კოტ-დ’ივუარი
  ლესოთო   ლიბია   ლიბერია   მადაგასკარი   მავრიტანია
  მალი   მაროკო   მოზამბიკი   ნამიბია   ნიგერია
  ნიგერი   რუანდა   სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა   სეიშელის კუნძულები   სენეგალი
  სიერა-ლეონე   სომალი   სუდანი   ტანზანია   ტოგო
  ტუნისი   უგანდა   ჩადი   ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა   ჯიბუტი
პანამერიკის ხელბურთის ფედერაცია
  აშშ   არგენტინა   ბარბადოსი   ბრაზილია   გვატემალა
  გრენლანდია   დომინიკანელთა რესპუბლიკა   ეკვადორი   ვენესუელა   კანადა
  კოსტა-რიკა   კუბა   მექსიკა   ნიკარაგუა   პანამა
  პარაგვაი   პუერტო-რიკო   სალვადორი   ტრინიდადი და ტობაგო   ურუგვაი
  ჰაიტი   ჰონდურასი
ოკეანეთის ხელბურთის ფედერაცია
  ავსტრალია   ახალი ზელანდია   ახალი კალედონია   კუკის კუნძულები   სამოა
  საფრანგეთის პოლინეზია   უოლისი და ფუტუნა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • Гандбол. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1982
  • МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. „ФиС“ 1979

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება