მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ქალთა შორის
1956 წლის კონგრესზე ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ქალთა შორის. პირველი ჩემპიონატი 1957 წელს გაიმართა. თავიდან არ იყო ჩემპიონატების ჩატარების მუდმივი ციკლი. 1978 - 1990 წლებში ჩემპიონატები ჩატარდა ოთხწლიანი ციკლით1993 წლიდან კი ტარდება ორწლიანი ციკლით. ისევე როგორც ვაჟებში, აქაც ტონს ევროპელები იძლევიან, თუმცა მეოცე საუკუნის ბოლო წლებში სამხრეთ კორეელებმა მოახერხეს მათთვის წინააღმდეგობის გაწევა და ერთხელ მოიგეს კიდეც ჩემპიონატი. თავდაპირველად ლიდერობდნენ ჩეხი, რუმინელი და უნგრელი ხელბურთელები გერმანიის გაერთიანებამდე ძლიერი გუნდი ჰყავდათ აღმოსავლეთ გერმანელებს. მერე დაწინაურდა სსრ კავშირის ნაკრები გუნდი. ბოლო წლებში მოწინავე პოზიციებზე გავიდნენ დანიელები, ნორვეგიელები, რუსები და უნგრელები. სტაბილურად კარგი გუნდები ყავთ სერბებს, გერმანელებს და ფრანგებს. აქაც, ისევე როგორც ვაჟებში ყველა დიდი ტურნირის მოგებაზე 5-6 გუნდი აცხადებს სერიოზულ პრეტენზიას.
ჩემპიონები და პრიზიორები, ქალები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
- Гандбол. Справочник. Москва. изд. ,,ФиС’’ 1982