ევროპის ხელბურთის ფედერაცია

ევროპის ხელბურთის ფედერაცია (European Handball Federation — EHF) 1991 წლის 17 ნოემბერს დაარსდა ბერლინში.

ფედრაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ვენაში.

ფედერაციის უმაღლესი ორგანოა კონგრესი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. კონგრესებს შორის ფედერაციის საქმიანობას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი კომიტეტი. ფედერაციის ყოველდღიურ საქმიანობას უძღვებიან საშეჯიბრო, მსაჯთა, მეთოდური, საარბიტრაჟო, ტექნიკური, ქალთა, პლაჟის ხელბურთის და საფინანსო კომიტეტები.

ამჟამად ფედერაციის პრეზიდენტია ტორ ლაინი (ნორვეგია).

ფედერაციის ოფიციალური ენებია: ინგლისური, ფრანგული და გერმანული.

ევროპის ხელბურთის ფედერაციის წევრები არიან 51 ქვეყნის ეროვნული ფედერაცია:

ქვეყნებირედაქტირება

ევროპა
  ავსტრია   აზერბაიჯანი   ალბანეთი   ბელარუსი   ბელგია
  ბოსნია და ჰერცეგოვინა   ბულგარეთი   გერმანია   დანია   გაერთიანებული სამეფო
  ესპანეთი   ესტონეთი   თურქეთი   ინგლისი   ირლანდია
  ისლანდია   ისრაელი   იტალია   კვიპროსი   კოსოვო
  ლატვია   ლიეტუვა   ლიხტენშტაინი   ლუქსემბურგი   მაკედონია
  მალტა   მოლდოვა   მონაკო   მონტენეგრო   ნორვეგია
  პოლონეთი   პორტუგალია   რუმინეთი   რუსეთი   საბერძნეთი
  საფრანგეთი   საქართველო   სერბეთი   სლოვაკეთი   სლოვენია
  სომხეთი   უკრაინა   უნგრეთი   ფარერის კუნძულები   ფინეთი
  შვედეთი   შვეიცარია   შოტლანდია   ჩეხეთი   ხორვატია
  ნიდერლანდები


ევროპის ხელბურთის ფედერაცია ატარებს:

ლიტერატურარედაქტირება

  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • Гандбол. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1982
  • МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. „ФиС“ 1979

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება