ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში

ევროპაში ხელბურთის გეოგრაფიის (გაიზარდა ქვეყნების რიცხვი) და საერთაშორისო ტურნირების გაზრდამ, დღის წესრიგში დააყენა ევროპული კონტინენტალური კონფედერაციის შექმნა, რომელიც თავად მიხედავდა ხელბურთის განვითრებას და საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებას ევროპის კონტინენტზე. ამიტომაც 1991 წლის ნოემბერს ბერლინში ევროპული ქვეყნების ხელბურთის ფედერაციების წარგზავნილებმა დააარსეს ევროპის ხელბურთის ფედერაცია (EHF). იგი მაშინვე გაწევრიანდა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციაში და თავის თავზე აიღო ევროპული ხელბურთის მოვლა-პატრონობა. უკვე თავის პირველსავე კონგრესზე ფედერაციამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა ევროპის ჩემპიონატები ხელბურთელ ვაჟთა და ქალთა ნაკრებ გუნდებს შორის. უკვე 1994 წელს პორტუგალიაში (ვაჟები) და გერმანიაში (ქალები) გაიმართა ევროპის პირველი ჩემპიონატები. ჩემპიონატები ტარდება ორწლიანი ციკლით. თანამედროვე ხელბურთში შექმნილი ძალთა განლაგება სრულიად იძლევა იმის საფუძველს რომ ევროპის ჩემპიონატები ჩაითვალოს მცირე მსოფლიოს ჩემპიონატებად, თუმცა ზოგჯერ ზოგიერთი გუნდი ამ ტურნირს იყენებს უფრო მნიშვნელოვანი ტურნირებისათვის (ოლიმპიური თამაშები და მსოფლიოს ჩემპიონატები) მომზადების მიზნით.

ჩემპიონები და პრიზიორები, ვაჟებირედაქტირება

# წელი ჩატარების

ადგილი

მონაწილეთა

რაოდენობა

პირველი

ადგილი

მეორე

ადგილი

ფინალური მატჩის

შედეგი

მესამე

ადგილი

I 1994   პორტუგალია 12   შვედეთი   რუსეთი 34 - 21   ხორვატია
II 1996   ესპანეთი 12   რუსეთი   ესპანეთი 23 - 22   იუგოსლავია
III 1998   იტალია 12   შვედეთი   ესპანეთი 25 - 23   გერმანია
IV 2000   ხორვატია 12   შვედეთი   რუსეთი 32 - 31   ესპანეთი
V 2002   შვედეთი 16   შვედეთი   გერმანია 33 - 31   დანია
VI 2004   სლოვენია 16   გერმანია   სლოვენია 30 - 25   დანია
VII 2006   შვეიცარია 16   საფრანგეთი   ესპანეთი 31 - 23   დანია
VIII 2008   ნორვეგია 16   დანია   ხორვატია 24 - 20   საფრანგეთი
IX 2010   ავსტრია 16   საფრანგეთი   ხორვატია 25-21   ისლანდია
X 2012   სერბეთი 16   დანია   სერბეთი 21-19   ხორვატია

ჩემპიონები და პრიზიორები, ქალებირედაქტირება

# წელი ჩატარების

ადგილი

მონაწილეთა

რაოდენობა

პირველი

ადგილი

მეორე

ადგილი

ფინალური მატჩის

შედეგი

მესამე

ადგილი

I 1994   გერმანია 12   დანია   გერმანია 27 - 23   ნორვეგია
II 1996   დანია 12   დანია   ნორვეგია 25 - 23   ავსტრია
III 1998   ნიდერლანდები 12   ნორვეგია   დანია 24 - 16   უნგრეთი
IV 2000   რუმინეთი 12   უნგრეთი   უკრაინა 32 - 30   რუსეთი
V 2002   დანია 16   დანია   ნორვეგია 25 - 22   საფრანგეთი
VI 2004   უნგრეთი 16   ნორვეგია   დანია 27 - 25   უნგრეთი
VII 2006   შვედეთი 16   ნორვეგია   რუსეთი 27 - 24   საფრანგეთი
VIII 2008   მაკედონია 16   ნორვეგია   ესპანეთი 24 - 21   რუსეთი
IX 2010   დანია,   ნორვეგია 16   ნორვეგია   შვედეთი 25 - 20   რუმინეთი

ლიტერატურარედაქტირება

  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • Гандбол. Справочник. Москва. изд. ,,ФиС’’ 1982

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება