მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ვაჟთა შორის
პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა შორის მცირე (7X7)ხელბურთში 1938 წელს ჩატარდა გერმანიაში. მაშინ მცირე ხელბურთი პოპულარობით აშკარად ჩამორჩებოდა დიდ ხელბურთს და ამიტომაც ტურნირმა სულ ოთხ გუნდს მოუყარა თავი (იმავე წელს ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატში დიდ ხელბურთში კი 10 გუნდი თამაშობდა). ეს იყო მიზეზი იმისა რომ მეორე ჩემპიონატი მხოლოდ 16 წლის შემდეგ გაიმართა (ამავე პერიოდში ,,დიდმა’’ ხელბურთელებმა ოთხი ჩემპიონატის ჩატარება მოასწრეს).
მერე და მერე მცირე ხელბურთმა მეტი პოპულარობა მოიპოვა და საერთოდაც განდევნა დიდი ხელბურთი სპორტული არენებიდან. 1954 წლიდან ჩემპიონატი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა (რამდენიმე გამონაკლისის გარდა), ხოლო 1993 წლიდან უკვე ორწლიანი ციკლი იქნა შემოღებული. საერთოდ ხელბურთი (განსაკუთრებით ვაჟებში) ევროპული სპორტი აღმოჩნდა. სხვა კონტინენტების წარმომადგენლები ჯერჯერობით წინააღმდეგობას ვერ უწევენ ბებერი კონტინენტის გუნდებს. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი რომ, პრიზიორთა შორის სხვა კონტინენტის წარმომადგენლები ჯერჯერობით ვერც ერთხელ ვერ მოხვდნენ.
თავდაპირველად ტონს გერმანელები, რუმინელები და შვედები იძლეოდნენ (ისინი ეხლაც ლიდერებში არიან). მერე სარბიელზე გამოჩნდნენ იუგოსლავიის და სსრ კავშირის გუნდები. მერე ამ ორი ქვეყნის დაშლის შემდეგ მოწინავე პოზიციებზე გავიდნენ რუსეთისა და ხორვატიის ნაკრები გუნდები. ბოლო ხანებში დაწინაურდნენ ფრანგები, ესპანელები, დანიელები და პოლონელები. საერთოდ კი ყველა ბოლო ჩემპიონატში საპრიზო ადგილებისათვის 5-7 გუნდი აცხადებს სერიოზულ განაცხადს.
მსოფლიოს ჩემპიონატებში ქართველი ხელბურთელებიდან უთმაშიათ ჯემალ ცერცვაძეს, ჯემალ აბაიშვილს, იმედო ფხაკაძეს, ანზორ ექსეულიძეს და ალექსანდრე ანპილოგოვს. მათგან საუკეთესო შედეგებს მიაღწია ალექსანდრე ანპილოგოვმა. იგი მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი და 1978 წლის ვიცე-ჩემპიონია.
ჩემპიონები და პრიზიორები, ვაჟები
რედაქტირება
ლიტერატურა
რედაქტირება- სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
- Гандбол. Справочник. Москва. изд. ,,ФиС’’ 1982