იმედო ფხაკაძე
იმედო ფხაკაძე (დ. 20 ნოემბერი, 1942, საქართველო) — ქართველი ხელბურთელი. თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკსა“ (1962–1974) და სსრკ ნაკრებში (1963–1971). მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების ჩემპიონი 1968 წელს, სსრკ-ის ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი. სსრკ-ის ნაკრებში ჩაატარა 68 მატჩი, გაიტანა 193 გოლი. იყო თბილისის „ბუერვესტნიკის“ მთავარი მწვრთნელი (1974-1978). მისი ხელმძღვანელობით „ბურევესტნიკი“ სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადასა (1975) და სსრკ-ის ჩემპიონატში (1977) მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. მცირე ხნით ავარჯიშებდა იორდანიის ნაკრებს (1976). არის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. სახელი | იმედო ფხაკაძე |
ეროვნება | ქართველი |
დაბ. თარიღი | 20 ნოემბერი, 1942 |
სიმაღლე | 1.82 სმ |
სპორტი | |
ქვეყანა |
![]() |
სპორტი | ხელბურთი |
გუნდი | ბურევესტნიკი |