ოქტომბერი 2009 წლის მეათე თვეა. დაიწო ხუთშაბათს და დამთავრდა 31 დღის შემდეგ შაბათს.
|
- ათასობით ადამიანმა გამოთქვა პროტესტი სანქტ-პეტერბურგში, (რუსეთი) გაზპრომის 77 სართულიანი ოფისის დაგეგმილი მშენებლობის გამო (The Guardian)
- 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მანჩესტერში (ინგლისი) ანტირასისტული და ანტიისლამისტური დემონსტრაციების შეტაკებების შემდეგ (The Times)
- აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, ის გადახედავს აშშ-ის არმიაში სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში არსებულ პოლიტიკას. (The Associated Press)
- პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ ხელი მოაწერა ლისაბონის შეთანხმებას. ერთადერთი ევროპული სახელმწიფო, რომელიც ამ ტრაქტატს ჯერ არ შეერთებია, ჩეხეთია. (BBC)
- სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ურთიერთობათა ნორმალიზების შესახებ (BBC)
- ფეხბურთში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს გერმანიიის, იტალიის, სერბეთის, დანიის, კოტ-დ'ივუარის, მექსიკის, აშშ-ის, ჩილეს ნაკრებებმა. (FIFA)
|
|
- ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევა თბილისის კიდევ ერთ სკოლაში გამოვლინდა. ამ დიაგნოზით იაშვილის სახელობის საავადმყოფოში თბილისის 192-ე სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე მკურნალობს. (Rustavi2.com)
|