დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა

დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა (ECOWAS; ინგლ. Economic Community of West African States; ფრანგ. Communauté économique des États de l'Afrique de l'Ouest; პორტ. Comunidade Económica dos Estados da África Ocidental) — დასავლეთ აფრიკის ქვეყნების რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანება. დაარსდა 1975 წლის 28 მაისს ლაგოსის ხელშეკრულების საფუძველზე. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ ინტეგრაციას. თანამეგობრობას ჰყავს თავისი შეიარაღებული ძალები, რომელსაც ეწოდება ECOMOG.

დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა
გერმ. Westafrikanische Wirtschaftsgemeinschaft
შეიქმნა 28 მაისი, 1975
სტატუსი მოქმედი
ტიპი Regional Economic Communities[1] და intergovernmental organization[1]
შტაბ-ბინა აბუჯა, ნიგერია
წევრები
ენა ფრანგული, ინგლისური, პორტუგალიური
თავმჯდომარე ლიბერიის დროშა ბოლა ტინუბუ
კომისიის პრეზიდენტი ბენინის დროშა ომარ ტურაი
პარლამენტის სპიკერი სენეგალის დროშა მუსტაფა სისე ლო
თავმჯდომარე ბოლა ტინუბუ
დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა რუკა
დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობა რუკა
http://www.ecowas.int/

თანამეგობრობის ოფიციალური ენებია ფრანგული, ინგლისური და პორტუგალიური. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს აბუჯაში, ნიგერია.

დაარსების დღიდან რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა ან გავიდა ორგანიზაციის შემადგენლობიდან. 1976 წელს ECOWAS-ს შეუერთდა კაბო-ვერდე, ხოლო 2000 წლის დეკემბერში ორგანიზაცია დატოვა მავრიტანიამ, რის შესახებაც მან ჯერ კიდევ 1999 წლის დეკემბერში განაცხადა. 2024 წლის 28 იანვარს ნიგერიმ, მალიმ და ბურკინა-ფასომ განაცხადეს, რომ ტოვებენ ორგანიზაციას, რაც უპრეცედენტო მოვლენაა ECOWAS-ის შექმნის დღიდან.[2]

ყოფილი წევრები

რედაქტირება
  •   მავრიტანია — ორგანიზაცია დატოვა 2000 წლის დეკემბერში[3].
  •   ბურკინა-ფასო — ორგანიზაციის დატოვების შესახებ განაცხადა 2024 წლის 28 იანვარს.[2]
  •   მალი — ორგანიზაციის დატოვების შესახებ განაცხადა 2024 წლის 28 იანვარს.[2]
  •   ნიგერი — ორგანიზაციის დატოვების შესახებ განაცხადა 2024 წლის 28 იანვარს.[2]

სტრუქტურა

რედაქტირება

კომისიის პრეზიდენტები

რედაქტირება
პრეზიდენტი ქვეყანა მმართველობა
აბუბაქარ დიაბი უატარა   კოტ-დ’ივუარი იანვარი 1977 – 1985
მომოდუ მუნუ   სიერა-ლეონე 1985–1989
აბას ბუნდუ   სიერა-ლეონე 1989–1993
ედუარდ ბენჟამინი   გვინეა 1993–1997
ლანსანა კუიატე   გვინეა სექტემბერი 1997 – 31 იანვარი 2002
მოჰამედ იბნ ჩამბასი   განა 1 თებერვალი 2002 – 31 დეკემბერი 2007
მოჰამედ იბნ ჩამბასი   განა 1 იანვარი 2007 – 18 თებერვალი 2010
ვიქტორ გბეჰო   განა 18 თებერვალი 2010 – 1 მარტი 2012
კადრე დეზირე უედრაოგო   ბურკინა-ფასო 1 მარტი 2012 – 4 ივნისი 2016
მარსელ ალაინ დე სოუზა   ბენინი 4 ივნისი 2016 – 1 მარტი, 2018
ჟან-კლოდ ბრუ   კოტ-დ’ივუარი 1 მარტი, 2018 – 3 ივლისი, 2022
ომარ ტურაი   გამბია 3 ივლისი, 2022 – დღემდე

თავმჯდომარე

რედაქტირება
თავმჯდომარე ქვეყანა მმართველობა
იაკობუ გოვონი   ნიგერია 28 მაისი 1975 – 29 ივლისი 1975
გნასინგბე ეიადემა   ტოგო 29 ივლისი 1975– 13 სექტემბერი 1977
ოლუსეგუნ ობასანჯო   ნიგერია 13 სექტემბერი 1977 – 30 სექტემბერი 1979
ლეოპოლდ სედარ სენგორი   სენეგალი 30 სექტემბერი 1979 – 31 დეკემბერი 1980
გნასინგბე ეიადემა   ტოგო 1980–1981
სიაკა სტივენზი   სიერა-ლეონე 1981–1982
მატიე კერეკუ   1982–1983
აჰმედ სეკუ ტურე   გვინეა 1983–1984
ლანსანა კონტე   გვინეა 1984–1985
მუჰამადუ ბუჰარი   ნიგერია 1985 – 27 აგვისტო 1985
იბრაჰიმ ბაბანგიდა   ნიგერია 27 აგვისტო 1985 – 1989
დაუდა კაირიბა ჯავარა   გამბია 1989–1990
ბლეზ კომპაორე   ბურკინა-ფასო 1990–1991
დუადა კაირიბა ჯავარა   გამბია 1991–1992
აბდუ დიუფი   სენეგალი 1992–1993
ნისეფორ სოგლო   ბენინი 1993–1994
ჯერი როლინგსი   განა 1994 – 27 ივლისი 1996
სანი აბაჩა   ნიგერია 27 ივლისი 1996 – 8 ივნისი 1998
აბდულსალამი აბუბაქრი   ნიგერია 9 ივნისი 1998 – 1999
გნასინგბე ეიადემა   ტოგო 1999 – 1999
ალფა უმარ კონარე   მალი 1999 – 21 დეკემბერი 2001
აბდულაი ვადე   სენეგალი 21 დეკემბერი 2001 – 31 იანვარი 2003
ჯონ კუფუორი   განა 31 იანვარი 2003 – 19 იანვარი 2005
მამადუ ტანჯა   ნიგერი 19 იანვარი 2005 – 19 იანვარი 2007
ბლეზ კომპაორე   ბურკინა-ფასო 19 იანვარი 2007 – 19 დეკემბერი 2008
უმარუ მუსა იარ-ადუა   ნიგერია 19 დეკემბერი 2008 – 18 თებერვალი 2010
გუდლაკ ჯონათანი   ნიგერია 18 თებერვალი 2010 – 17 თებერვალი 2012
ალასან უატარა   კოტ-დ’ივუარი 17 თებერვალი 2012 – 17 თებერვალი 2013
ჯონ დრამანი მაჰამა   განა 17 თებერვალი 2013 – 19 მაისი 2015
მაკი სალი   სენეგალი 19 მაისი 2015 – 4 ივნისი 2016
ელენ ჯონსონ-სირლიფი   ლიბერია 4 ივნისი 2016 – 4 ივნისი 2017
ფორ გნასინგბე   ტოგო 4 ივნისი 2017 – 31 ივლისი 2018
მუჰამადუ ბუჰარი   ნიგერია 31 ივლისი 2018 – 29 ივნისი 2019
მაჰამადუ ისუფუ   ნიგერი 29 ივნისი 2019 – 2 ივნისი 2020
ნანა აკუფო-ადო   განა 2 ივნისი 2020 – 3 ივლისი 2022
უმარუ სისოკუ ემბალო   გვინეა-ბისაუ 3 ივლისი 2022 – 9 ივლისი 2023
ბოლა ტინუბუ   ნიგერია 9 ივლისი 2023 – დღემდე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება