მთავარი მენიუს გახსნა

ბლეზ კომპაორე (ფრანგ. Blaise Compaoré, დ. 3 თებერვალი, 1951, უაგადუგუ, ბურკინა-ფასო) — ბურკინა-ფასოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე. ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი 1987-2014 წლებში. თავდაცვის მინისტრი 2011-2014 წლებში. მიეკუთვნება მოსის ეთნიკურ ჯგუფს[1].

ბლეზ კომპაორე
ბლეზ კომპაორე
ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ოქტომბერი, 1987 – 31 ოქტომბერი, 2014
წინამორბედითომას სანკარა
მემკვიდრეონორე ტრაორე

ბურკინა-ფასოს თავდაცვის მინისტრი
წინამორბედიიერო ბოლი

დაბადებული3 თებერვალი, 1951
უაგადუგუ, ბურკინა-ფასო
მეუღლეშანტალ კომპაორე
რელიგიაკათოლიკე

2014 წლის 31 ოქტომბერს გადადგა თანამდებობიდან, მასობრივი მღელვარებების ფონზე, ბურკინა-ფასოს ლიდერის გადადგომას წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები. პოლიციასთან შეტაკებას 5 დემონსტრანტი ემსხვერპლა. მანიფესტანტები პარლამენტში შეიჭრნენ და შენობა მთლიანად გადაწვეს, რის შემდეგაც კომპაორემ თანამდებობა დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა[2].

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება