ონორე ტრაორე
ნაბერე ონორე ტრაორე (ფრანგ. Nabéré Honoré Traoré, დ. 28 სექტემბერი, 1957, ზემო ვოლტა) — ბურკინა ფასოს სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო ლიდერი; პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი[1] (31 ოქტომბერი, 2014 — 1 ნოემბერი, 2014) და ბურკინა-ფასოს თავდაცვის მინისტრი (2014 წლის 31 ოქტომბრიდან).
ონორე ტრაორე | |
---|---|
ფრანგ. Nabéré Honoré Traoré | |
დაბადების თარიღი | 28 სექტემბერი, 1957 (67 წლის) |
დაბადების ადგილი | Dédougou |
მოქალაქეობა | ბურკინა-ფასო |
ბიოგრაფია
რედაქტირება2011 წლის 4 მაისს ონორე ტრაორე დაინიშნა ბურკინა-ფასოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად.[2] 2014 წლის 31 ოქტომბერს ბურკინა ფასოში აჯანყების დროს სამხედროებმა განაცხადეს,რომ კომპაორე აღარ ხელმძღვანელობდა ქვეყანას. ასეთი განცხადება სარდლობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დედაქალაქში ათასობით დემონსტრანტის წინაშე გააკეთა, მის სიტყვებს მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა. იმავე დღეს სახელმწიფოს მეთაური იძულებული გახდა უარი ეთქვა ძალაუფლებაზე. კომპაორეს სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები ბურკინა-ფასოში 90 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, ნაბერე ონორე ტრაორემ საკუთარ თავზე აიღო პრეზიდენტის ფუნქციები და ამავე დროს გახდა ბურკინა ფასოს თავდაცვის მინისტრი.[3]
ონორე ტრაორე დროებით პრეზიდენტად 12 თვის განმავლობაში უნდა ყოფილიყო, რის შემდეგაც ის ხელისუფლებას გადასცემდა არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს.[4]
უარი პრეზიდენტობაზე
რედაქტირება1 ნოემბერს, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის შემდეგ, პრეზიდენტის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ისააკ ზიდამ გააკეთა განცხადება, რომელშიც მან თავი ბურკინა-ფასოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა.სროლის შემდეგ ონორე ტრაორეს აღარ გაუკეთებია განცხადება. საღამოს, ბურკინა-ფასოს სამხედრო ხელმძღვანელობის შეხვედრის შემდეგ, სამხედროებმა ერთხმად აირჩიეს პოდპოლკოვნიკი ისააკ ზიდი გარდამავალი პერიოდის სახელმწიფო ლიდერად. მისი დანიშვნის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ონორე ტრაორემ. მან ადრევე განაცხადა, რომ თავად დაიკავებდა პრეზიდენტის პოსტს. ამდენად, 24 საათის განმავლობაში მეორე გადატრიალების შესახებ საუბარი აღარ გახდა საჭირო.
2014 წლის 23 ნოემბერს ჩამოყალიბდა ბურკინა-ფასოს მთავრობა, რომელშიც ონორე ტრაორეს ნაცვლად თავდაცვის მინისტრი გახდა ისააკ ზიდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Президент Буркина-Фасо Блез Компаоре объявил о своей отставке. ციტირების თარიღი: 2014-10-31
- ↑ Général de brigade Nabéré Honoré Traoré, chef d’Etat-major général des armées : « La physionomie de l’armée à beaucoup changé, c’est peut-être ça qui nous a échappé». ციტირების თარიღი: 2014-11-01
- ↑ Президент Буркина-Фасо Блез Компаоре покинул свой пост. ციტირების თარიღი: 2014-10-31
- ↑ Le général Honoré Traoré s'autoproclame chef du Burkina Faso. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-01. ციტირების თარიღი: 2014-11-01.