გუდლაკ ჯონათანი
გუდლაკ ებელე ჯონათანი (ინგლ. Goodluck Ebele Jonathan, დ. 1957[1]) — ნიგერიელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, ნიგერიის პრეზიდენტი 2010-2015 წლებში. აღმსარებლობით — ქრისტიანი. 2005 წლის 9 დეკემბრიდან 2007 წლის 28 მაისამდე იგი ბაიელსის შტატის გუბერნატორია. 2007 წლის 29 მაისიდან ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტია. გუდლაკ ჯონათანი ნიგერიის სახალხო დემოკრატიული პარტიის წევრია. 2010 წლის 13 იანვარს ფედერალურმა სასამართლომ მას გადასცა პრეზიდენტის უფლებამოსილება, რადგან მოქმედ პრეზიდენტს უმარუ მუსა იარ-ადუას საუდის არაბეთში ხანგრძლივი მკურნალობის კურსის გამო აღარ შეეძლო მოვალეობის შესრულება. 9 თებერვალს ეს გადაწყვეტილება სენატმაც დაამტკიცა.
გუდლაკ ებელე ჯონათანი Goodluck Ebele Jonathan | |
გუდლაკ ჯონათანი | |
ნიგერიის მე-14 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 მაისი, 2010 – 29 მაისი, 2015 მოვალების შემსრულებელი: 9 თებერვალი, 2010 — 5 მაისი, 2010 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ნამადი სამბო |
წინამორბედი | უმარუ იარ-ადუა |
დაბადებული | 1957 ოგბია, ნიგერია |
მოქალაქეობა | ნიგერია |
პოლიტიკური პარტია | სახალხო დემოკრატიული პარტია |
პროფესია | ზოოლოგი |
რელიგია | ქრისტიანი |
2010 წლის 6 მაისს უმარუ მუსა იარ-ადუას გარდაცვალების გამო ოფიციალურად დაიკავა ქვეყნის მეთაურის თანამდებობა. 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წამოაყენა თავისი კანდიდატურა და გაიმარჯვა პირველივე ტურში.[2].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გუდლაკ ჯონათანის ბიოგრაფია cidob.org-ზე დაარქივებული 2011-12-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lawson Heyford, «Jonathan: A Colossus at 49» დაარქივებული 2009-01-15 საიტზე Wayback Machine. , The Source (Lagos), 11 December 2006
- ↑ INEC Nigeria დაარქივებული 2011-04-26 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)