აბუჯა
აბუჯა (ინგლ. Abuja, იორუბა. Abùjá) — ნიგერიის დედაქალაქი 1991 წლის 12 დეკემბრიდან. მანამდე დედაქალაქი იყო ლაგოსი. აბუჯა მდებარეობს ყოფილი დედაქალაქიდან 800 კმ-ით ჩრდილოეთით. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 778 567 ადამიანს, აგლომერაციის მოსახლეობა — დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი (2005 წელი).
დედაქალაქი | |||
---|---|---|---|
აბუჯა Abuja | |||
| |||
ქვეყანა | ნიგერია | ||
შიდა დაყოფა | Abaji[1] [2] , Bwari[1] [2] , Gwagwalada[1] [2] , Kuje[1] [2] , Kwali[1] [2] და Abuja Municipal[1] [2] | ||
კოორდინატები | 9°03′00″ ჩ. გ. 7°29′00″ ა. გ. / 9.05000° ჩ. გ. 7.48333° ა. გ. | ||
დაარსდა | 1828 | ||
პირველი ხსენება | 1700 | ||
ფართობი | 713 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 840 მ | ||
მოსახლეობა | 778 567 კაცი (2006) | ||
სიმჭიდროვე | 1091,96 კაცი/კმ² | ||
აგლომერაცია | 1 400 000 | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
ოფიციალური საიტი | fct.gov.ng | ||
აბუჯა მდებარეობს ნიგერიის ცენტრალური ნაწილის ულამაზეს ხეობაში, ჯოსის პლატოზე. ეს რაიონი შედარებით სუსტადაა განვითარებული და ეთნიკურად ნეიტრალურია. ახალი დედაქალაქის ადგილის არჩევისას, ნიგერიის პრეზიდენტი მურტალა მუჰამედი ცდილობდა შექმნილიყო ქალაქი, სადაც არ იქნებოდა დომინანტი არც ერთი ეთნიკური, სოციალური ან რელიგიური ჯგუფი.
ისტორია
რედაქტირებააბუჯა დაარსდა 1828 წელს აბუ ჯას მიერ, რომელიც იყო ზარიას სახელმწიფოს ჰაუსანის დინასტიის წარმომადგენელი. თავდაპირველად ეს იყო გამაგრებული ბანაკი, საბოლოოდ მიიღო ქალაქის სახე და უწოდეს დამაარსებლის სახელი. 1976 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ ქალაქში ლაგოსიდან სახელმწიფოს დედაქალაქის გადმოტანის შესახებ. აბუჯის განვითარების მნიშვნელოვანი სტიმული გახდა ლაგოსის დემოგრაფიული აფეთქება, რომელმაც გამოიწვია მოსახლეობის გადაჭარბებული სიმჭიდროვე და საცხოვრებელი პირობების გაუარესება.
ახალი დედაქალაქი აშენდა იაპონელი არქიტექტორის კენძო ტანგეს პროექტის მიხედვით. მშენებლობა დაიწყო 1980 წელს. მოქმედი დედაქალაქი აბუჯა გახდა 1991 წლის დეკემბერში, მშენებლობის პირველი სამი ეტაპის დამთავრების შემდეგ, რომელიც მოიცავდა მთავარი სამთავრობო დაწესებულებების გადმოტანას. დამამთავრებელი მეცხრე ეტაპი უნდა დამთავრდეს 2020 წლისათვის. პირველი სამი ეტაპის რეალიზაციისთვის ნიგერიის ხელისუფლებამ გახარჯა დაახლოებით $4,8 მილიარდი, ამასთან მშენებლობას თან სდევდა კორუფცია.
კლიმატი
რედაქტირებაკიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით აბუჯა იმყოფება Aw (სავანის კლიმატი) ზონაში. შეიმჩნევა სამი გამოკვეთილი კლიმატური სეზონი — თბილი და ნოტიო წვიმიანი სეზონი (აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით), ძალიან ცხელი მშრალი სეზონი და მათი გამყოფი მოკლე პერიოდი — ჩრდილოაღმოსავლეთური პასატების ჰარმატანი, რომელსაც მოაქვს სიმშრალე და მტვრიანი ჰაერი.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაქალაქი დაყოფილია 6 რაიონად. ცენტრალურ რაიონში მდებარეობს პრეზიდენტის რეზიდენცია.
ეკონომიკა
რედაქტირებააბუჯა ავტომაგისტრალებით დაკავშირებულია ქვეყნის რაიონების უმრავლესობასთან. მოქმედებს საერთაშორისო აეროპორტი. მსხვილი სამრეწველო ობიექტები ქალაქში არ არის; არსებობს საკვები დაწესებულებები, ასევე სავაჭრო დაწესებულებები და მომსახურების სფეროები.
გეგმარება და მშენებლობა
რედაქტირებააბუჯის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს სამთავრობო შენობების კომპლექსი, ასევე საერთაშორისო კონფერენც-ცენტრი, ცენტრალური ბანკი, რადიოს სახლი, ჯანდაცვის ცენტრი, ქალაქის ყველაზე დიდი მეჩეთი. საცხოვრებელი კვარტლები უპირატესად აშენებულია ერთსართულიანი შენობებით; განაშენიანება სწრაფი ტემპებით ვითარდება ქალაქის ცენტრიდან პერიფერიებისკენ.[3]
სოციალური სფერო
რედაქტირებაქალაქში მოქმედებს უნივერსიტეტი (დაარსდა 1988 წელს), ნიგერიის საგზაო-სამშენებლო ინსტიტუტი, ფარმაცევტული კვლევების ეროვნული ინსტიტუტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-05-09 საიტზე Wayback Machine.
- Abuja.Net
- Abujacity.com
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 https://nigerianinfopedia.com.ng/fct-abuja-local-government-areas-and-towns/
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 https://nigerianfinder.com/local-governments-in-nigeria-the-full-list/
- ↑ World Bank Conference: African Regional Roundtable on Upgrading Low-income Settlements. www.citiesalliance.org. World Bank, 3–5 October 2000, Johannesburg, South Africa, p. 16. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2007-08-10.