ტანგე კენძო

(გადამისამართდა გვერდიდან კენძო ტანგე)

ტანგე კენძო ( იაპ. 丹下 健三) (დ. 4 სექტემბერი, 1913, — გ. 22 მარტი, 2005, ტოკიო) — იაპონელი არქიტექტორი. პრიცკერის პრემიის ლაურეატი.

ქ. ტოკიოს მერია

არქიტექტურული განათლება მიიღო ტოკიოს უნივერსიტეტში, რომელიც 1938 დაამთავრა. ააგო ჰიროსიმის მშვიდობის მემორიალური ცენტრი (1949-1956), რომელშიც თავი იჩინა ტანგესთვის დამახასიათებელმა თვისებამ - შუა საუკუნეების იაპონური არქიტექტურის მემკვიდრეობის შემოქმედებითად გააზრებამ. 1950–1960-იან წლებში განიცადა ლე კორბუზიეს „ახალი კლასიციზმისა“ და ბრუტალიზმის გავლენა. ნამუშევრები: საკრებულო დარბაზი (კურასიკი, 1960), „გიმნაზიუმი“ (ტოკიო, 1963–1964). 1961 გამოაქვეყნა ტოკიოს რეკონსტრუქციის გეგმა, რომლის მიხედვითაც ქალაქი უნდა განაშენიანებულიყო ტოკიოს ყურეზე საგანგებოდ მოწყობილ კონსტრუქციებზე.

ლიტერატურა

რედაქტირება