ჯონ კუფუორი (ინგლ. John Kofi Agyekum Kufuor; დ. 8 დეკემბერი 1938, კუმასი, განა) — განის პოლიტიკური მოღვაწე. განის პრეზიდენტი 2001 წლის 7 იანრიდან 2009 წლის 7 იანვრამდე. თანამდებობაზე შეცვალა განის ყოფილი სამხედრო ლიდერი ჯერი როლინგსი.

ჯონ კუფუორი
ჯონ კუფუორი
განის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 იანვარი, 2001 – 7 იანვარი, 2009
წინამორბედიჯერი როლინგსი
მემკვიდრეჯონ ატა მილსი

აფრიკის კავშირის თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 იანვარი, 2007 – 31 იანვარი, 2008
წინამორბედიდენი სასუ-ნგესო
მემკვიდრეჯაკაია კიკვეტე

დაბადებული8 დეკემბერი, 1938
კუმასი, განა
მეუღლეტერეზა მენსახი
პროფესიაპოლიტოლოგი
რელიგიაკათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ახალი პატრიოტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ჯონ კუფუორი ქვეყანაში დემოკრატიის სიმბოლო გახდა. პრეზიდენტობამდე ეწეოდა დიპლომატიურ მოღვაწეობას. იყო გაეროში განის წარმომადგენელი. 1969-1972 და 1979-1981 წლებში პარლამენტის წევრია. 2004 წლის 7 ნოემბერს აირჩიეს მეორე ვადით და თანამდებობა დაიკავა 2005 წელს.

2007-2008 წლებში იყო აფრიკის კავშირის პრეზიდენტი, ხოლო 2003-2005 წლებში დასავლეთ აფრიკის ეკონომიკური თანამშრომლობის თავმჯდომარე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ivor Agyeman-Duah: Between Faith and History: A Biography of J. A. Kufuor (Trenton, NJ: Africa World Press, 2003, ISBN 1-59221-128-3). Oxfordshire: Ayebia Clarke Publishing, 2006. ISBN 978-0-9547023-9-7.