ბოლა ტინუბუ

ნიგერიის არჩეული პრეზიდენტი

ბოლა აჰმედ ადეკუნლე ტინუბუ (ინგლ. Bola Ahmed Adekunle Tinubu; დ. 29 მარტი, 1952, ლაგოსი) — ნიგერიელი პოლიტიკოსი. ნიგერიის არჩეული პრეზიდენტი. ლაგოსის შტატის გუბერნატორი 1999 წლიდან 2007 წლამდე და სენატორი დასავლეთი ლაგოსიდან მესამე რესპუბლიკის პერიოდში.

ბოლა ტინუბუ
ბოლა ტინუბუ
ნიგერიის არჩეული პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა29 მაისი, 2023
ვიცე-პრეზიდენტი  კაშიმ შეტიმა
წინამორბედიმუჰამადუ ბუჰარი

ლაგოსის შტატის მე-12 გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 მაისი, 1999 – 29 მაისი, 2007
წინამორბედიბუბა მარვა
მემკვიდრებაბატუნდე ფაშოლა

დაბადებული29 მარტი, 1952 (1952-03-29) (72 წლის)
ლაგოსი
მოქალაქეობანიგერია
დედააბიბატუ მოგაჯი
მეუღლეოლურემი ტინუბუ
შვილები6
განათლებაჩიკაგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაბუღალტერი
საქმიანობაპოლიტიკოსი

ტინუბუმ თავისი ადრეული ცხოვრება სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიაში გაატარა და მოგვიანებით გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სწავლობდა ბუღალტერიას ჩიკაგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.[1] ნიგერიაში დაბრუნდა 1990-იანი წლების დასაწყისში და მუშაობა დაიწყო Mobil Nigeria-ში ბუღალტრად. აქ მუშაობდა 1992 წლამდე, სანამ პოლიტიკურ კარიერას დაიწყებდა, როგორც დასავლეთი ლაგოსის სენატორი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. მას შემდეგ, რაც დიქტატორმა სანი აბაჩამ 1993 წელს დაითხოვა სენატი, ტინუბუ გახდა აქტივისტი, რომელიც დემოკრატიის აღდგენის კამპანიას აწარმოებდა, როგორც ეროვნული დემოკრატიული კოალიციის მოძრაობის წევრი.[2]

ლაგოსის შტატის გუბერნატორის პირველ არჩევნებში ტინუბუმ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, როგორც პარტია „ალიანსი დემოკრატიისთვის“ წევრმა. ოთხი წლის შემდეგ მეორე ვადით აირჩიეს. 2007 წელს თანამდებობის დატოვების შემდეგ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2013 წელს საერთო პროგრესული კონგრესის ჩამოყალიბებაში. 2023 წელს აირჩიეს ნიგერიის პრეზიდენტად.[3]

  1. Ufuoma, Vincent. Chicago University replies ICIR on Tinubu's controversial certificate (27 June 2022). ციტირების თარიღი: 8 July 2022
  2. Jide Ajani. (10 October 2009) They labelled me military mole in NADECO for nothing – Bucknor Akerele. Vanguard. ციტირების თარიღი: 24 December 2009
  3. INEC declares Bola Tinubu winner of 2023 presidential election (March 2023). ციტირების თარიღი: 1 March 2023