ლეოპოლდ სედარ სენგორი
ლეოპოლდ სედარ სენგორი (დ. 9 ოქტომბერი, 1906, ჟოალი, სენეგალი — გ. 20 დეკემბერი, 2001, ნორმანდია, საფრანგეთი) — სენეგალელი პოეტი, ფილოსოფოსი, პოლიტიკოსი, სენეგალის პირველი პრეზიდენტი.
ლეოპოლდ სედარ სენგორი | |
სენეგალის 1-ლი პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 სექტემბერი, 1960 – 31 დეკემბერი, 1980 | |
მემკვიდრე | აბდუ დიუფი |
დაბადებული | 9 ოქტომბერი, 1906 ჟოალი სენეგალი |
გარდაცვლილი | 20 დეკემბერი, 2001 (95 წლის) ნორმანდია საფრანგეთი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებალეოპოლდ სედარ სენგორი დაიბადა 1906 წლის 9 ოქტომბერს ბიზნესმენის ოჯახში, დაკარის სამხრეთით, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე პატარა ქალაქ ჟოალში. მამამისი ეკუთვნოდა სერერის ტომს. მისი მეორე სახელი „სედარი“ სერერის ენაზე ნიშნავს „ის, ვისაც არ უნდა იყოს დამცირებული“, ხოლო გვარი წარმოდგება პორტუგალიური სიტყვისაგან „სენიორ“.
საფრანგეთი
რედაქტირება1928 წელს, მას შემდეგ რაც ლეოპოლდმა მიიღო კათოლიკური განათლება, გაემგზავრა საფრანგეთში, დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1939 წელს შევიდა საფრანგეთის არმიაში. 1940 წელს ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. ომის შემდეგ დაიწყო სახელმწიფო სამსახური საფრანგეთში. 1945-1960 წლებში ეკავა მინისტრების პოსტები საფრანგეთში, იყო დეპუტატი, საფრანგეთის ეროვნული კრების ვიცე-სპიკერი. 1948 წელს დააარსა სენეგალის დემოკრატიული ბლოკი, რომელსაც 1959 წელს ეწოდა სენეგალის პროგრესული კავშირი.
სახელმწიფოს მეთაური
რედაქტირება1960 წელს გახდა სენეგალის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი. 1962–1970 წლებში პარალელურად ასრულებდა მთავრობის მეთაურის მოვალეობასაც. დატოვა თანამდებობა მეხუთე საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდგომ.
1983 წელს გახდა საფრანგეთის აკადემიის პირველი აფრიკელი წევრი.
გარდაიცვალა 2001 წელს საფრანგეთში, სადაც გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები.
კრებულები
რედაქტირება- „მწუხრის სიმღერები“ (1945)
- „სიმღერები ნაეტისათვის“ (1949)
- „ლექსები“ (1964)
- „შავი მსხვერპლი“ (1948)
- „ჩაკა“ (1949)
1948 წელს გამოსცა „ახალი ზანგური და მალაგასიური პოეზიის ანთოლოგია“.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Biography and guide to collected works დაარქივებული 2011-07-18 საიტზე Wayback Machine.
- Histoire des Signares de Gorée du 17ie au 19ie siécle. Poèmes de Léopold Sédar Senghor
- Biographie par l'Assemblée nationale
- Biographie par l'Academie francaise დაარქივებული 2006-10-04 საიტზე Wayback Machine.
- Sangonet დაარქივებული 2008-12-03 საიტზე Wayback Machine.
- Biblioweb დაარქივებული 2006-03-09 საიტზე Wayback Machine.
- Vidéo et enregistrements sonores de Senghor დაარქივებული 2007-10-23 საიტზე Wayback Machine.
- Hommage à Léopold Sédar Senghor. Les symboles dans la poésie. დაარქივებული 2008-02-19 საიტზე Wayback Machine.
წინამორბედი: |
სენეგალის პრეზიდენტი 1960 – 1980 |
შემდეგი: აბდუ დიუფი |