ალფა უმარ კონარე
ალფა უმარ კონარე (ფრანგ. Alpha Oumar Konaré; დ. 2 თებერვალი, 1946, კაესი, მალი) — მალელი პოლიტიკური მოღვაწე. მალის პრეზიდენტი 1992-2002 წწ. 1978-1980 წწ. ასრულებდა ახალგაზრდობის, სპორტის ხელოვნებისა და კულტურის მინისტრის მოვალეობას. 1981-1992 წწ. იუნესკოს და გაეროს განვითარების პროგრამის კონსულტანტი. პრეზიდენტად აირჩიეს ამადუ ტუმანი ტურეს სამხედრო რეჟიმის მიერ ჩატარებული თავისუფალი არჩევნების შედეგად. თანამდებობაზე დარჩა 2 ვადით. 1999-2001 წლებში დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის თავმჯდომარეა. 2003-2008 წლებში ეკავა აფრიკის კავშირის თავმჯდომარის თანამდებობა.
ალფა უმარ კონარე | |
მალის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 ივნისი, 1992 – 8 ივნისი, 2002 | |
წინამორბედი | ამადუ ტუმანი ტურე |
მემკვიდრე | ამადუ ტუმანი ტურე |
დაბადებული | 2 თებერვალი, 1946 კაესი, მალი |
რელიგია | სუნიტური ისლამი |