კაესი
კაესი (ფრანგ. Kayes) — ქალაქი მალიში. მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, სენეგალის სახელმწიფო საზღვართან ახლოს მდინარე სენეგალის ნაპირებზე. კაესის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა შეადგენს 127 368 ადამიანს (2009 წელი).[1]
ქალაქი | |
---|---|
კაესი ფრანგ. Kayes | |
ხიდი მდინარე სენეგალზე | |
ქვეყანა | მალი |
რეგიონი (მალი)|მალის რეგიონები|რეგიონი | კაესი |
კოორდინატები | 14°27′00″ ჩ. გ. 11°25′00″ დ. გ. / 14.45000° ჩ. გ. 11.41667° დ. გ. |
დაარსდა | 1880 |
ცენტრის სიმაღლე | 46 მ |
მოსახლეობა | 127 368 კაცი (2009) |
სასაათო სარტყელი | UTC-0 |
კაესში დაიბადა ქვეყნის ორი პრეზიდენტი მუსა ტრაორე და ალფა უმარ კონარე.
ისტორია
რედაქტირება1892-1899 წლებში იყო საფრანგეთის სუდანის დედაქალაქი (1899 წლიდან დედაქალაქი გადაიტანეს ბამაკოში). კაესი იყო ნაოსნობის საბოლოო პუნქტი მდინარე სენეგალზე. მეორე მსოფლიო ომის დროს კაესში გადაზიდეს და შეინახეს საფრანგეთის ბანკის ოქროს მარაგი.
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს სენეგალის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს, მდინარე სენეგალზე, დაახლოებით 420 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით ქვეყნის დედაქალაქ ბამაკოდან, ზღვის დონიდან 46 მეტრ სიმაღლეზე[2]. ქალაქი კაესი არის ფრანგების მიერ 1880-იან წლებში გაყვანილი «დაკარი — ბამაკოს» ხაზის რკინიგზის სადგური. ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი.
მოსახლეობა
რედაქტირება2013 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 153 222 ადამიანს[3].
ქალაქის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1976 | 1987 | 1998 | 2013 |
---|---|---|---|
44 736 | 50 993 | 78 406 | 153 222 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Portions of this article are a translation of French language Wikipedia's Kayes
- Colonial history of Kayes დაარქივებული 2007-07-06 საიტზე Wayback Machine.
- View of Sénégal River Bridge at Kayes
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Resultats Provisoires RGPH 2009 (Région de Kayes), République de Mali: Institut National de la Statistique, http://instat.gov.ml/documentation/kayes.pdf. წაკითხვის თარიღი: 2017-08-01 დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Kayes, Mali Page. Fallingrain Global Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2013-02-09.
- ↑ Kayes. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2013-02-04.