კაესის რეგიონი
კაესის რეგიონი (ფრანგ. Kayes) — რეგიონი მალიში.
- ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კაესი, რომელიც 1892 წლიდან გახდა კოლონია საფრანგეთის სუდანის დედაქალაქი.
- ფართობი — 119 743 კმ², მოსახლეობა — 1 993 615 ადამიანი (2009 წელი).[1]
რეგიონი | |
---|---|
კაესის რეგიონი ფრანგ. Kayes | |
ქვეყანა | მალი |
ადმ. ცენტრი | კაესი |
კოორდინატები | 14°06′54″ ჩ. გ. 10°34′07″ დ. გ. / 14.11500° ჩ. გ. 10.56861° დ. გ. |
ფართობი | 119 743 კმ² |
მოსახლეობა | 1 993 615 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 16,65 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+0]] |
გეოგრაფია
რედაქტირებაკაესის რეგიონს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კულიკოროს რეგიონი, სამხრეთიდან გვინეა, დასავლეთიდან სენეგალი, ჩრდილოეთიდან მავრიტანია.
კაესის რეგიონი მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში.
კლიმატი რეგიონში არაერთგვაროვანია. მის სამხრეთში გადაჭიმულია ნოტიო სავანები, რომელიც თანდათან გადადის საჰელის მშრალ ლანდშაფტში. კაესის რეგიონის ტერიტორიაზე მომდინარე მდინარეები ბაფინგი და ბაკოე ჩაედინება მდინარე სენეგალში.
მოსახლეობა
რედაქტირებაკაესის რეგიონში ძირითადად ცხოვრობენ მანდინკას, სონინკების, ფულბეს და ხასონკეს ხალხის წარმომადგენლები.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით კაესის რეგიონი იყოფა 7 ოლქად:
ოლქი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა,[2] ად. (2009) |
---|---|---|
კაესი | 22 190 | 513 362 |
ბაფულაბე | 20 220 | 233 926 |
კენიება | 12 883 | 194 153 |
კიტა | 35 250 | 434 379 |
დიემა | 12 440 | 212 062 |
ნიორო | 11 060 | 230 488 |
ელიმანი | 5 700 | 178 442 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის 2009 წლის აღწერა (citypopulation)
- ↑ Resultats Provisoires RGPH 2009 (Région de Kayes), République de Mali: Institut National de la Statistique, http://instat.gov.ml/documentation/kayes.pdf. წაკითხვის თარიღი: 20 აგვისტო 2017 დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine. .