ჰონდურასის პოლიტიკური კრიზისი (2009)
ჰონდურასის პოლიტიკური კრიზისი 2009 წელს — კონსტიტუციური კრიზისი, დაწყებული 2009 წლის ივნისში, რომელსაც შედეგად სამხედრო გადატრიალება მოჰყვა. ჰონდურასის პრეზიდენტი მანუელ სელაია 2009 წლის 28 ივნისს აპირებდა საკონსტიტუციო რეფერენდუმის ჩატარებას, რომლის შედეგების მიხედვით ქვეყნის კონსტიტუციაში შესაძლებელი გახდებოდა ქვეყნის მეთაურის ხელახლა არჩევის პუნქტის შეტანა. ჰონდურასის უმაღლესი სასამართლო, პრეზიდენტის ოპოზიცია პარლამენტში და უზენაესი საარჩევნო ტრიბუნალი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგ გამოვიდა, რის გამოც პრეზიდენტმა თანამდებობიდან მოხსნა გენერალური შტაბის მეთაური. ასევე გადადგა თავდაცვის მინისტრი. მცირე ხანში უზენაესმა სასამართლომ მათ აღუდგინა თანამდებობები. 28 ივნისის გამთენიისას, რეფერენდუმის დაწყებამდე, პრეზიდენტს რეზიდენციაში შინაგანი ჯარის ნაწილები შეუვარდნენ და კოსტა-რიკაში გადაიყვანეს.[1] მოგვიანებით ამავე დღეს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ გაცემული ჰქონდა განკარგულება პრეზიდენტის გადაყენების თაობაზე. სახელმწიფოს დროებით მეთაურად დაინიშნა ერთპალატიანი ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე რობერტო მიჩელეტი.
დამხობილმა პრეზიდენტმა მანუელ სელაიამ თავი ბრაზილიის საელჩოს შეაფარა. საელჩოს ხელისუფლებამ ალყა შემოარტყა. სელაიას მომხრეებსა და ხელისუფლებას შორის შეტაკებებს ორი ადამიანი ემსხვერპლა[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „ჰონდურასში სამხედროებმა პრეზიდენტი ქვეყნიდან გააძევეს“. ბიბისი. 2009-06-28.
- ↑ itv.ge