დეკემბერი

რედაქტირება
 
ლოკოკინა Murex pecten–ის ნიჟარა.

ნიჟარა, ცხოველების გარეგანი ჩონჩხის ერთ-ერთი ძირითადი სახე. ნიჟარა უვითარდება უმარტივესების (ნიჟარიანი ამებები, შოლტოსნები, ფორამინიფერები), მოლუსკების, მხარფეხიანებისა და ფეხსახსრიანების (უმდაბლესი კიბოები) ზოგ ფორმას. მარტივი ჯამისებრი ნიჟარა, რომელიც სხეულს მხოლოდ ნაწილობრივ იცავს, აქვთ ნიჟარიან ამებებს, უძველეს მუცელფეხიანებს და სხვა.



სურათზე: ლოკოკინა Murex pecten–ის ნიჟარა.

სხვა რჩეული ფოტოები...

 

ავსტრალიის წითელი ჯვრის ერთ-ერთი ადრეული პლაკატი. ორგანიზაცია ლედი ჰელენ მანრო-ფერგუსონმა დააარსა პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან ცხრა დღეში, როგორც ბრიტანეთის წითელი ჯვრის განყოფილება. ორგანიზაცია სწრაფად იზრდებოდა. ლედი ჰელენმა ავსტრალიის ყოველი შირისა და მუნიციპალიტეტის მერს მისწერა ადგილობრივი განყოფილების გახსნის თხოვნით, რომელთა უმრავლესობამ მისი თხოვნა დაუყოვნებლივ შეასრულა. 1914 წლის ნოემბრისთვის მხოლოდ ახალ სამხრეთ უელსში 88 ქალაქისა თუ გარეუბნის და 249 სოფლის საუბნო განყოფილება არსებობდა.


ავტორი: დევიდ ჰენრი სუტერი


სხვა რჩეული ფოტოები...

 

კონგოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გოლკიპერი დესტინ ონკა (მარჯვნივ) დარტყმას უღებს ავსტრიელ რუბინ ოკოტიეს (მარცხნივ) 2007 წლის ფიფა-ს 20 წლამდე მსოფლიო თასზე; გოლკიპერი ერთადერთი მოთამაშეა ფეხბურთში, რომელსაც ხელით ან მკლავით თამაშის უფლება აქვს.


ავტორი: ნიკ ვიბე.


სხვა რჩეული ფოტოები...

 

გერგეთი, გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელშიც შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV საუკუნის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV საუკუნის II ნახევარი) და საბჭეო (XV საუკუნე).


ავტორი: Astrothomas.


სხვა რჩეული ფოტოები...

ჯიხვი დიდი ზომის თხაა; მიეკუთვნება წვრილჩლიქოსნების რიგს. ცნობილია ჯიხვების ორი სახეობა: დასავლეთკავკასიური და აღმოსავლეთკავკასიური. ცხოვრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი სხეულის სიგრძე 165 სმ-ია, სიმაღლე 109 სმ, წონა 80-100 კგ. ზამთრობით ტყეში იხიზნებიან. იკვებებიან მცენარეულობით. ჯიხვი წითელ წიგნშია შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია.


ავტორი: ტობიას გასერი.


სხვა რჩეული ფოტოები...

ნოემბერი

რედაქტირება
 

ევერესტი (ასევე ჩომოლუგმა, ჯომოლუნგმა) უმაღლესი მთის მასივია დედამიწაზე, ჰიმალაის მთებში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე (სიმაღლე — 8848 მ). მასივიდან ყველა მხარეს ეშვება მყინვარები, რომელთა ბოლოები 5000 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ევერესტს პირამიდის ფორმა აქვს, სამხრეთი კალთა უფრო ციცაბოა, თოვლი და ფირნი არ ჩერდება და გაშიშვლებულია. პირველად დაიპყრეს 1953 წლის 29 მაისს ჯ. ჰანტის ინგლისელი ექსპედიციის წევრებმა ნ. ტენცინგმა (ნეპ. შერპა) და ე. ჰილარიმ (ახალზელანდიელი ალპინისტი). 1982 წლის 4 მაისს ევერესტის პიკს დაულაშქრავი მარშრუტით მიაღწიეს საბჭოთა ალპინინსტებმა ვ. ბალიბერდინმა და ე. მისლოვსკიმ. იმავე ღამით (რაც ერთადერთი შემთხვევაა ჯომოლუნგმაზე ასვლის ისტორიაში) მწვერვალი დალაშქრეს ს. ბერშოვმა და მ. ტურკევიჩმა.


ავტორი: TOPGOLD. 9 თებერვალი, 2005.


სხვა რჩეული ფოტოები...


 

ცხენი (Equus caballus ან Equus ferus caballus), ოთხფეხა ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი, დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოშინაურებული ცხოველი იყო, და განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ადამიანთა და ტვირთის ტრანსპორტირებაში ათასობით წლის განმავლობაში.


ავტორი: მიკელ ორტეგა ერენტერიადან, ბასკეთი, ესპანეთი, შემდგომში დამუშავებული რიჩარდ ბარცის მიერ. იხ. ორიგინალი აქ.


სხვა რჩეული ფოტოები...


 

შატო შენონსო (ფრანგ. Château de Chenonceau, შენონსოს სასახლე) — ამავე სახელწოდების სოფელში მდებარე სასახლე, საფრანგეთის დეპარტამენტ ენდრ და ლუარაში. ლუარის სასახლეთა კომპლექსის ნაწილი. აშენებულია XVI საუკუნეში ხიდის გალერეის გარეშე. სასახლე განთქმული იყო, როგორც ანრი II-ის ფავოროტი დიანა დე პუატიეს ბინა, რომელმაც ეს სასახლე მეფისგან საჩუქრად მიიღო.


ავტორი: რა-სმიტი (შემდგომში დამუშავებული), 16 ივლისი, 2008 წ.


სხვა რჩეული ფოტოები...

ოქტომბერი

რედაქტირება
 

პარიზი საფრანგეთის დედაქალაქი, ასევე ადმ. ცენტრი ილ-დე-ფრანსის რეგიონის, რომელიც მოიცავს პარიზსა და მის შემოგარენს, ევროპის წამყვანი კულტურული და პოლიტიკური ცენტრია, დამახასიათებელი ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე. მეტსახელად „სინათლის ქალაქი“ (la Ville Lumière), პარიზი XIX საუკუნიდან მოყოლებული ყველაზე რომანტიული ქალაქის რეპუტაციით სარგებლობს.


ავტორი: ბენ ლიეუ სონი, 9 თებერვალი, 2008 წ.


სხვა რჩეული ფოტოები...

 

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ციფრული ხელოვნება შეიძლება იყოს ნებისმიერი ნამუშევარი შექმნილი სხვა მედიითა ან პროცესებით, შემდეგ კი ციფრულად სკანირებული, ეს ტერმინი ძირითადად გამოიყენება ნიმუშისთვის, რომელიც არატრივიალურად იქნა მოდიფიცირებული კომპიუტერული პროცესით. მოცემული გამოსახულება შეიქმნა POV-Ray 3.6-ით Radiosity-ს გამოყენებით. ჭიქების, საფერფლესა და გრაფინის მოდელები შექმნილია Rhino-ს მეშვეობით, ხოლო კამათლები — Cinema 4D-თი. მთელი გამოსახულების რენდერინგს 560 საათი დასჭირდა.


ავტორი: გილს ტრანი, 19 აპრილი, 2006 წ.


სხვა რჩეული ფოტოები...

 
ევრაზიული მურა დათვი (Ursus arctos arctos). სკანდინავისკ დირეპარკი, დანია.

მურა დათვი (Ursus arctos), მტაცებელი, ძუძუმწოვარი, დათვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა კი 480 კგ-მდე აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი „გრიზლის“ სახელითაა ცნობილი. ბინადრობს უმთავრესად მთიანი ტყის მასივებში, კავკასიისა და შუა აზიის მთებში, ყველგან შედარებით მცირერიცხოვანია. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით.


ავტორი: მალენ თაისენი, 26 მაისი, 2007.
სურათზე: ევრაზიული მურა დათვი (Ursus arctos arctos). სკანდინავისკ დირეპარკი, დანია.

სხვა რჩეული ფოტოები...

 

„ადამის შექმნა“ (იტალ. La creazione di Adamo) — სიქსტეს კაპელას ჭერზე მიქელანჯელოს მიერ სავარაუდოდ 1511 წეკს შესრულებული განთქმული ფრესკა. ფრესკაზე აღწერილია სიუჟეტი ძველი აღთქმიდან, სადაც ღმერთი პირველ ადამიანს — ადამს ქმნის.


ავტორი: მიქელანჯელო, დაახლ. 1511 წ.


სხვა რჩეული ფოტოები...

სექტემბერი

რედაქტირება
 
სნელის კანონის ფაზური ფრონტები.

ფაზური ფრონტები სნელის კანონის კონტექსტში, რომელიც აღწერს ურთიერთობას ინციდენტის კუთხეებსა და გარდატეხას შორის, სინათლისა ან სხვა ტალღების განხილვისას, რომლებიც ორ სხვადასხვა იზოტროპულ მედიას (რიგორიცაა წყალი და მინა) შორის გადის. რეგიონს რუხი ხაზის ქვეშ აქვს გარდატეხის უფრო მაღალი მაჩვენებელი და პროპორციულად დაბალი ტალღური აჩქარება, ვინემ მის მაღლა რეგიონს. წყვეტილი წითელი ხაზი ფაზური ფრონტების პერპენდიკულარულია და, შესაბამისად, წარმოადგენს ფერმას უმოკლეს ხაზს საწყისი წყაროდან ქვედა მედიის წერტილისკენ.


ავტორი: ოლეგ ალექსანდროვი.
სურათზე: სნელის კანონის ფაზური ფრონტები.

სხვა რჩეული ფოტოები...

 
მღვიმის ჭერზე გამოსახული ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ბიზონი.

ალტამირის მღვიმე ესპანეთში განთქმულია ზემო პალეოლითის პერიოდის კედლის მხატვრობით. 296 სიგრძის მღვიმე კანტაბრიაში მდებარეობს, 30 კილომეტრში ქალაქ სანტანდერიდან. მისი კედლები მოხატულია ველური ძუძუმწოვრებისა და ადამიანის ხელების ფერადი და პოლიქრომული გამოსახულებებით. მღვიმე ნახატებიანად იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი.



სურათზე: მღვიმის ჭერზე გამოსახული ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ბიზონი.

სხვა რჩეული ფოტოები...

 

სიდნეის ოპერის თეატრი სიდნეიში, ახალი საუზ-უელსი, ავსტრალია, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობაა და ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საკონცერტო დარბაზია მსოფლიოში. პროექტი ეკუთვნის დანიელ არქიტექტორ იორნ უტზონს, რომლემაც ამ შენობისთვის 2003 წელს პრიცკერის პრემია მიიღო. შენობა ბენელონგის პოინტზე მდებარეობს სიდნეის ყურეში უზარმაზარ ხიდთან სიახლოვეს და კომპლექსში განუმეორებელ ესთეტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს.


ავტორი: Diliff


სხვა რჩეული ფოტოები...

 

მბრუნავი მოცეკვავე კინეტიკური ბისტაბილური ოპტიკური ილუზიაა, რომელიც მნახველს პირუეტის შემსრულებელ მოცეკვავე ქალს აგონებს. ზოგიერთი დამკვირვებლისთვის ფიგურა საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს, ზოგისთვის კი — პირიქით. ამასთან, ფიგურამ შეიძლება უცაბედად მოპირდაპირე მიმართულებით დაიწყოს ბრუნვა. ილუზიას ქმნის ბუნდოვანება, რომელიც სიღრმის ვიზუალური აღქმისთვის საჭირო მინიშნებების არარსებობის შედეგად წარმოიქმნება.


ავტორი: ნობუიუკი კაიაჰარა


სხვა რჩეული ფოტოები...

 

პირველი საერთაშორისო სილამაზის კონკურსი 1888 წლის 19 სექტემბერს ბელგიაში, ქალაქ სპაში, ჩატარდა (მანდილოსნებისთვის). 350 კანდიდატიდან ფინალში 21 კონკურსანტი მოხვდა. ფინალისტებს დახურულ კარს მიღმა მხოლოდ მამაკაცებისგან შემდგარი ჟიური ”ათვალიერებდა”. გამარჯვებული გახდა 18 წლის ბერტა საუქრატი გვადელუპიდან, რომელმაც ჯილდოდ 5000 ფრანკი მიიღო.


წყარო: კონგრესის ბიბლიოთეკა.


სხვა რჩეული ფოტოები...

 

სურათზე მოყვანილია კუბური ბეზიეს მრუდის ანიმაცია — პარამეტრული მრუდის, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კომპიუტერულ გრაფიკაში (იხ. სხვა ფორმები). თანამედროვე კომპიუტერული შრიფტები ბეზიეს სქემებს იყენებს, რომლებიც კვადრატული ან კუბური ბეზიეს მრუდებისგან შედგება, ტიპოგრაფიული გარნიტურის შესაქმნელად.


ავტორი: ფილ ტრეგონინგი


სხვა რჩეული ფოტოები...

 

მიქლიო (Cantharellus cibarius, ასევე მელისყურა სოკო), ქუდიანი სოკო აფილოფორასნაირთა რიგის მიქლიოსებრთა ოჯახისა. მისი ქედის დიამეტრი 10 სმ აღწევს, ყვითელია, ჯერ ამოზნექილი, შემდეგ კი ძაბრისებრი. აქვს შიშველზედაპირიანი და ტალღოვანი ან თათისებრ დანაკვთული შეკეცილი კიდეები; ქვედა მხარეზე — ჩანგლისებურად დატოტვილი ძარღვები; ფეზი ძირისაკენ თანდათანობით წვრილდება. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში ზაფხულსა და შემოდგომაზე. იჭმევა ახალი და დამუჟუჟებული.


წყარო: Strobilomyces


სხვა რჩეული ფოტოები...

 
XIX საუკუნის საფოსტო ბარათი იალბუზის გამოსახულებით

იალბუზი (რუს.: Эльбрус, ყაბარდ.: Ошхомахо, ბალყარ.: Мингитау), კავკასიონის მთათა სისტემის უმაღლესი მწვერვალი, დაახლოებით 2000 წლის წინ ჩამქრალი სტრატოვულკანია და მდებარეობს გვერდით ქედზე, ყაბარდო-ბალყარეთში, საქართველოს საზღვართან. მისი დასავლეთი (5 621 მ) მწვერვალი არა მხოლოდ ევროპის უმაღლესი მთაა (იმის მიხედვით თუ სად გადის კონტინენტის საზღვარი), არამედ რუსეთის უმაღლესი წერტილიც.


წყარო: კონგრესის ბიბლიოთეკა
სურათზე: XIX საუკუნის საფოსტო ბარათი იალბუზის გამოსახულებით

სხვა რჩეული ფოტოები...

 

ზღვის წავი (Enhydra lutris) საკუთარ ნაშიერს ძუძუს აწოვებს. ძირითადად ბინადრობს ჩრდილოეთ წყნარ ოკეანეში და იკვებება უხერხემლოებით, როგორიცაა ზღვის ზღარბები და ერთ-ერთი ყველაზე მცირე ზომის ზღვის ძუძუმწოვარია. ოკეანეში ჩაღვრილი ნავთობი მათთვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს, ვინაიდან ბეწვის ხშირი საფარი მათთვის თბოიზოლაციის მთავარი ფორმაა.


წყარო: მაიკ ბეირდი


სხვა რჩეული ფოტოები...

 

"დალიეთ კოკა-კოლა 5¢", 1890-იანების სარეკლამო პლაკატი, რომელზეც მდიდრულად ჩაცმული ქალბატონი კოკა-კოლას სვამს. მაგიდაზე ბარათზე მითითებულია კომპანიის სათაო ოფისი და ფილიალები. სასმელი «კოკა კოლა» შეიქმნა ატლანტაში (შტატი ჯორჯია, აშშ) 1886 წლის 8 მაისს ჯონ სტიტ პემბერტონის მიერ. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას ლამაზი კალიგრაფია ჰქონდა და გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა «Coca-Cola», რაც დღემდე კომპანიის ლოგოტიპია.


წყარო: აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკა


სხვა რჩეული ფოტოები...

 

თრუსო უღელტეხილია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედისა და ხოხის ქედის შემაერთებელ თრუსოს ქედზე, 3150 მ სიმაღლეზე. საცალფეხო გადასასვლელი თერგის ხეობიდან (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი) ლიახვის ხეობაში (ჯავის მუნიციპალიტეტი) გადადის. კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით.


ავტორი: ილან მოლხო, სექტემბერი, 2007.


სხვა რჩეული ფოტოები...

 

იქედნისებრნი (Tachyglossidae), ძუძუმწოვარი ცხოველების ოჯახი ერთგასავლიანების ქვეკლასისა. ცნობილია 2 გვარი: (1) იქედნე (Tachyglossidae) თავისი 2 სახეობით — ავსტრალიური იქედნე (Tachyglossidae aculeatus, სურათზე) და ტასმანიური იქედნე (Tachyglossidae setosus), და (2) პროიქედნე 3 სახეობით. ავსტალიური იქედნის სხეულის სიგრძე 50 სმ აღწევს. ზურგი დაფარული აქვს გრძელი რქოვანი რკლებით, ხოლო მოკლე ფეხები მძლავრი ბრჭყალებით მთავრდება, რომლებსაც მიწის სათხრელად იყენებს.


ავტორი: Fir0002


სხვა რჩეული ფოტოები...

 
პანგეას კონტინენტებად დაშლა.

პანგეა (ბერძნ. Πανγαία — „მთელი დედამიწა“) იყო სუპერკონტინენტი, რომელიც არსებობდა დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ პალეოზოურ და მეზოზოურ ეპოქებში, სანამ ის დღეს არსებულ კონტინეტებად გაიყოფოდა. ტერმინი პირველად ახსენა კონტინენტური დრიფტის თეორიის შემქმნელმა, გერმანელმა მეცნიერმა, ალფრედ ვეგენერმა წიგნში „კონტინენტებისა და ოკეანეების წარმოშობა“ (გერმ. Die Entstehung der Kontinente und Ozeane).


ავტორი: შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური (USGS)
სურათზე: პანგეას კონტინენტებად დაშლა.

სხვა რჩეული ფოტოები...

 

თომას ედისონისა და მისი ადრეული ფონოგრაფის ფოტოსურათი, გადაღებული 1878 წელს. ამ გამოგონებამ ედისონს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი, რის გამოც მას მეტსახელი "მენლოს პარკის ჯადოქარი" შეარქვეს. ეს მანქანა იმდენად მოულოდნელი იყო ფართო საზოგადოებისთვის, რომ თითქმის მაგიურადაც კი აღიქმებოდა. მისი პირველი ფონოგრაფი ცილინდრზე შემოხვეულ სიფრიფანა ალუმინის ქაღალდზე იწერდა და ხმის ცუდი ხარისხი ჰქონდა, ამასთან ამ ჩანაწერების მხოლოდ რამდენიმეჯერ გამეორება შეიძლებოდა.


ავტორი: ლევინ კორბინ ჰენდი


სხვა რჩეული ფოტოები...

 

სეგოვიას აკვედუკი სეგოვიაში, ესპანეთი, რომაელთა მიერ იბერიის ნახევარკუნძულზე დატოვებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგად შენახული მონუმენტია. ის სავარაუდოდ პირველ საუკუნეეში უნდა აეგოთ. მას საუკუნეების მანძილზე გადმოჰქონდა წყალი ფუენტე ფრიას მდინარიდან, რომელიც ქალაქიდან 32 კმ-ში მიედინებოდა, და მხოლოდ მცირე ხნის წინ გაუქმდა.


ავტორი: მანუელ გონზალეს ოლეხეა ი ფრანკო


სხვა რჩეული ფოტოები...

 
(ფიგურა 1) პარაშუტის თაღი; (ფიგურა 2) პარაშუტის პოზიცია მიწიდან აფრენის მომენტში; (ფიგურა 3) პარაშუტის გახსნა საჰაერო ბურთთან გამოცალკევების მომენტში.

ჟაკ გერნერინის პირველი უკარკასო პარაშუტი, რომელიც მან საკუთარ თავზე გამოცადა პარკ მონსოში, პარიზი, 1797 წლის 22 ოქტომბერს.


წყარო: უცნობი ავტორი, ტისანდიეს კოლექციიდან.
სურათზე: (ფიგურა 1) პარაშუტის თაღი; (ფიგურა 2) პარაშუტის პოზიცია მიწიდან აფრენის მომენტში; (ფიგურა 3) პარაშუტის გახსნა საჰაერო ბურთთან გამოცალკევების მომენტში.
თარიღი: 1800-1850 წწ.
სხვა რჩეული ფოტოები...

 
წითელი მრუდი არის ჰიპოტროხოიდი, რომელიც იხაზება მცირე შავი წრეწირის ტრიალით დიდი ლურჯი წრეწირის შიდა ზედაპირზე (პარამეტრებია R = 5.0, r = 3, d = 5).

ჰიპოტროხოიდი არის ბრტყელი მრუდი, რომელიც იქმნება R რადიუსის დიდი წრეწირის შიდა ზედაპირზე მოტრიალე r რადიუსის მცირე წრეწირის ცენტრიდან გამომავალ სხივზე d მანძილზე დაფიქსირებული წერტილით.


ავტორი: სემ დერბიშირი
სურათზე: წითელი მრუდი არის ჰიპოტროხოიდი, რომელიც იხაზება მცირე შავი წრეწირის ტრიალით დიდი ლურჯი წრეწირის შიდა ზედაპირზე (პარამეტრებია R = 5.0, r = 3, d = 5).

სხვა რჩეული ფოტოები...


 
ფერთა გამა

ეს გამოსახულება (სრული ზომით დათვალიერებისას) შეიცავს 1 მილიონ პიქსელს, რომელთაგან თითოეული განსხვავებული ფერისაა. ადამიანის თვალს შეუძლია დაახლოებით 10 მილიონი განსხვავებული ფერის გარჩევა, რომელთა დიდი ნაწილი ამ გამოსახულების გამუტს სცილდება.


ავტორი: იანკე
სურათზე: ფერთა გამა

სხვა რჩეული ფოტოები...


 
აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი ბათუმის პორტში

ბათუმი (27 აგვისტო, 2008). ჰუმანიტარული დახმარება იცლება აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღიდან "დალასი" (WHEC 716). დალასმა 76,000 ფუნტი ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოიტანა ქართველი ხალხისთვის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი რეაბილიტაციისთვის.


წყარო: აშშ-ის ფლოტის ფოტო ავტორი: ედი ჰარისონი
სურათზე: აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდი ბათუმის პორტში
თარიღი: 27/12/08
სხვა რჩეული ფოტოები...

 
მოჩხუბარი ჟირაფები იტალას ნაკრძალში, სამხრეთი აფრიკა.

ჟირაფისებრნი (Giraffidae), მცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახი წყვილჩლიქოსნების რიგისა. ოჯახი აერთიანებს ორი გვარის ორ სახეობას — ჩვეულებრივ ჟირაფსა და ოკაპს. გავრცელებულია აფრიკაში საჰარის სამხრეთით. ბინადრობს სავანებში. შენარჩუნებულია უმთავრესად ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებში.


წყარო: ლუკა გალუცი.
სურათზე: მოჩხუბარი ჟირაფები იტალას ნაკრძალში, სამხრეთი აფრიკა.
თარიღი: 2004-07-06.
სხვა რჩეული ფოტოები...

 
მსხლის ყვავილობა

მსხალი (Pyrus), ხეხილოვანი მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მსხალი უძველესი კულტურაა. ცნობილია მისი 60-მდე სახეობა, ყოფილი სსრკ–ის ტერიტორიაზე გვხვდება 30–ზე მეტი სახეობა. აქედან საქართველოში გავრცელებულია 11. განარჩევენ მსხლის ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის ჯიშებს. საქართველო მსხლის წარმოშობის ერთ-ერთ კერად ითვლება. აქ გავრცელებულ ადგილობრივ ჯიშებს ყოფენ გულაბად, პანტად, კალოს მსხლად და ხეჭეჭურად. მრავლდება მყნობით ამ თესლით (სელექციაში ახალი ჯიშების გამოსაყვანად).


წყარო: თემური.
სურათზე: მსხლის ყვავილობა
თარიღი: 19/04/09.
სხვა რჩეული ფოტოები...

 
ოპოზიციის ბარიკადები მთავრობის სახლის აღებისას

საქართველოს სამოქალაქო ომი იყო რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის 1991-93 წლებში შეიარაღებული წინააღმდეგობის პერიოდი. ამ პერიოდში შეიძლება ასევე გაერთიანდეს ეთნიკური ომები აფხაზეთის ავოტონომიურ რესპუბლიკასა (1992-93) და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში (1988-92). ომი დასრულდა საქართველოს მთავრობის დამხობით და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციიდან გამოყოფით.


წყარო: უცნობი.
სურათზე: ოპოზიციის ბარიკადები მთავრობის სახლის აღებისას
თარიღი: დეკემბერი, 1991 წ.
სხვა რჩეული ფოტოები...

 

მონა ლიზა“ (აგრეთვე „ჯოკონდა“) — ახალგაზრდა ქალის პორტრეტი, რომელიც იტალიელი მხატვრის, ლეონარდო და ვინჩის მიერაა შექმნილი დაახლოებით 1503 წლისთვის. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უძვირფასესი ფერწერული ტილოა. ნამუშევარი მიეკუთვნება აღორძინების პერიოდს და გამოფენილია ლუვრში (პარიზი, საფრანგეთი).


წყარო: ლუვრი, ავტორი: ლეონარდო და ვინჩი

თარიღი: 1503 წელი
სხვა რჩეული ფოტოები...


 
მამალი ბიძგია (Empis livida).

ბიძგიასებრნი (Empididae) ორფრთიანების რიგის მწერების ოჯახია. ზრდასრული მწერის ოდნავ შებუსული სხეული 2-15 მმ სიგრძისაა, არაპროპორციულად პატარა თავითა და გრძელი ხორთუმით. ოჯახში 3 ათასამდე სახეობაა და ფართოდ არის გავრცელებული. ბიძგიასებრნი მტაცებელი მწერები არიან; იკვებებიან მწერებით, დამატებით — ყვავილების ნექტარით.


წყარო: Getty Images ავტორი: ანდრე კარვათი
სურათზე: მამალი ბიძგია (Empis livida).
თარიღი: 27/06/2006
სხვა რჩეული ფოტოები...

 
კობის პორტრეტი, რომელზეც სავარაუდოდ უილიამ შექსპირია გამოსახული.

ე. წ. კობის პორტრეტი 2009 წლის მარტში გამოვლინდა და მასზე სავარაუდოდ უილიამ შექსპირია გამოსახული. ინტენსიური ინფრაწითელი და რენტგენის სხივების ანალიზით დადგინდა, რომ სურათი დახატულია დაახლოებით 1610 წელს, როდესაც შექსპირი 40 წლის იყო. პორტრეტი დამზადებული უნდა ყოფილიყო საუთჰემპტონის მესამე ერლი ჰენრი რიოთესლის შეკვეთით, რომელიც დიდ დრამატურგს პატრონაჟს უწევდა.


წყარო: Getty Images
სურათზე: კობის პორტრეტი, რომელზეც სავარაუდოდ უილიამ შექსპირია გამოსახული.

სხვა რჩეული ფოტოები...

 
ნავრუზისთვის გაშლილი მაგიდა თეთრ სახლში, ვაშინგტონი.

ნავრუზი (სპარს. نو روزნაუ რუზ, ქართ. „ახალი დღე“, აზერ. Novruz) — გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაული, რომელსაც თურქი და ირანელი ხალხი აღნიშნავს გაზაფხულის ბუნიაობის დროს, 21 მარტს. ბაჰაის კალენდრითაც ამ დღეს ახალი წელი იწყება.


წყარო: თეთრის სახლის ფოტოარქივი.
სურათზე: ნავრუზისთვის გაშლილი მაგიდა თეთრ სახლში, ვაშინგტონი.
თარიღი: 2008 წ.
სხვა რჩეული ფოტოები...

 
საკერავი მანქანის მოქმედების პრინციპი.

საკერავი მანქანის მოქმედების პრინციპის ილუსტრაცია. ვერტიკალურად მოძრავი ნემსი ქსოვილს სვრეტს და ძაფს აწვდის მბრუნავ კაუჭს, რომელიც შემდეგ მას მეორე ძაფს შემოახვევს და ნაკერზე მარყუჟს ქმნის.


ავტორი: ნიკოლაი ს.
სურათზე: საკერავი მანქანის მოქმედების პრინციპი.

სხვა რჩეული ფოტოები...

 
ანა პავლოვა ცეკვავს კამილ სენ-სანსის „მომაკვდავ გედს“.

ანა პავლოვა (1881-1931) XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დასაწყისის პერიოდის რუსი ბალერინა იყო. ის საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ისტორიაში ერთ-ერთი ყველზე განთქმული კლასიკური ბალეტის მოცეკვავე და განსაკუთრებით ცნობილია, როგორც იმპერიული რუსული ბალეტისა და სერჟ დიაგილევის ბალე-რუსის პრიმა ბალერინა. მის მიერ შექმნილი ყველაზე გამორჩეული როლი იყო „მომაკვდავი გედის“ სოლო საბალეტო პარტია.



სურათზე: ანა პავლოვა ცეკვავს კამილ სენ-სანსის „მომაკვდავ გედს“.

სხვა რჩეული ფოტოები...


 
სასტუმრო ივერია 1981 წელს.

რადისონ ბლუ ივერია — ყოფილი "ინტურისტის" სასტუმრო თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე. თავდაპირველი 18-სართულიანი ნაგებობა 1967 წელს არქიტექტორ ო. კალანდარიშვილის მიერ აიგო და მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ნიმუში იყო ქალაქში. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ აქ დევნილები იყვნენ ჩასახლებული, რის გამოც ის საგრძნობლად დაზიანდა და გაპარტახდა. მან ფუნქციური მნიშვნელობა და გარეგნული იერსახე დაკარგა. შენობის რეკონსტრუქცია 2009 წელს უნდა დასრულდეს.


წყარო: ალბომი „საბჭოთა საქართველო“, გამომცემლობა „ვნეშტორგიზდატი“
სურათზე: სასტუმრო ივერია 1981 წელს.
თარიღი: 1981 წ.
სხვა რჩეული ფოტოები...

თებერვალი

რედაქტირება
 
{{{წარწერა}}}

ჩვეულებრივი ნათურა — გამანათებელი მოწყობილობა, სინათლის ხელოვნური წყარო. სინათლე წარმოიქმნება ლითონის (ძირითადად ვოლფრამის) სიფრიფანა სპირალის გავარვარებით, მასში ელექტრული დენის გატარების შედეგად. სპირალის ტემპერატურა მკვეთრად იზრდება დენის ჩართვისას და ის ელექტრომაგნიტურ სითბურ გამოსხივებას იწყებს პლანკის კანონის თანახმად.


ავტორი: KMJ


სხვა რჩეული ფოტოები...


 
ფლამანდრიული კლავესინი

კლავესინი ძველებური კლავიშებიანი საკრავია, ფორტეპიანოს პროტოტიპი. არსებობს ამ ინსტრუმენტის რამდენიმე სახოება — მცირე ზომის კლავესინს ვერჯინელი ქვია. კლავესინი ბაროკოს ეპოქის ყველაზე პოპულარული საკრავი იყო. XVIII საუკუნის ნახევარში იგი ფორტეპიანომ შეცვალა.

სურათზე: ფლამანდრიული სტილის კლავესინი
სხვა რჩეული ფოტოები...


 
სეისმოგრაფი

სეისმოგრაფი (ბერძნ. seismos რყევა, მიწისძვრა და graphō - ვწერ) სეისმური რხევების აღმრიცხველი მოწყობილობაა. პირველი ქართული წარმოების სეისმოგრაფი „ტურა-1“ შეიქმნა 2004 წელს, საქართველოს ერთიანი სეისმური დაცვის სამსახურში, ინჟინერთა ჯუფის მიერ დავით ჩხაიძის ხელმძღვანელობით.


სურათზე: პირველი ქართული ციფრული სეისმოგრაფი „ტურა“
სხვა რჩეული ფოტოები...


 
გარეგინ II

გარეგინ II მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ეკლესიის — სომხური სამოციქულო ეკლესიის — მოქმედი 132-ე კათალიკოსია. ავტოკეფალური ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ვაღარშაპატში (ეჩმიაძინი) მდებარეობს.

ავტორი: სევაგ დერდერიანი
სხვა რჩეული ფოტოები...

 
ლიმონი

ლიმონი (Citrus limon) ციტრუსოვანთა გვარის ტეგანისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარეა. მისი სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. ლიმონის ნაყოფი შეიცავს: მჟავებს, შაქრებს, C ვიტამინს, აგრეთვე P და B ვიტამინებს, პექტინოვან ნივთიერებებს, კრინის მარილებს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს.


ავტორი: ჯონ სალივენი
სხვა რჩეული ფოტოები...

 
მინდვრის გვირილა

მინდვრის გვირილა (Leucanthemum vulgare) მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახისა. გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ სარტყელში. საქართველოში იზრდება თითქმის ყველგან; განსაკუთრებით მოდებულია მთიან ნაწილში მდელოების სარეველად. აშენებენ დეკორატიულ მცენარედ და იყენებენ აგრეთვე ხალხურ მედიცინაში.


ავტორი: დერეკ რამზი
სხვა რჩეული ფოტოები...


 
კუთხის პარადოქსი

სურათზე გამოსახული კუთხის პარადოქსი ოპტიკური ილუზიაა. მოცემულ ანიმაციაში ოთხკუთხედები მათი ცენტრით შებრუნებისას ავსებენ მცირე კვადრატის სივრცეს, მიუხედავად იმისა, რომ ფიგურის საერთო ფართობი უცვლელი ჩანს. ეს ერთი შეხედვით პარადოქსი იმით იხსნება, რომ ახალი დიდი კვადრატის სიგანე ოდნამ მცირეა საწყისთან შედარებით.


ავტორი: იოკიმ ალვეს გასპარი
სხვა რჩეული ფოტოები...


 
ანდრია რუბლიოვის "შობა"

ქრისტეს შობა ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც თითქმის ყველა ეკლესია 25 დეკემბერს ზეიმობს, ხოლო ზოგი მართლმადიდებლური ეკლესია, მათ შორის ქართული და რუსული, მას ძველი სტილით, იულიუსის კალენდრით, 7 იანვარს აღნიშნავს.


სურათზე: ანდრია რუბლიოვის ხატი მოსკოვის კრემლის წმინდა ხარების ტაძარში.
სხვა რჩეული ფოტოები...