ხალხური მედიცინა
ხალხური მედიცინა — ხალხის მიერ დაგროვებული ემპირიული ცოდნა სამკურნალო საშუალებების, სამკურნალო მცენარეების, ჰიგიენური ჩვევების, დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ. თაობიდან თაობას ზედაპირად გადაეცემოდა და ასახვა ჰპოვა ხალხის ზნე-ჩვეულებებში, თქმულებებში, სხვადასხვა სახის საექიმო წიგნებსა და კარაბადინებში, საქართველოში ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულში სცოდნიათ სამკურნალო მცენარეებისა და მინერალური წყლების სამკურნალოდ გამოყენება, საკეისრო გაკვეთა, ტრეპანაცია, სისხლის გადასხმა, შხამსაწინააღმდეგო საშუაებების დამზადება და სხვ. ხალხური მედიცინის მრავალი მეთოდი თუ საშუალება შემდგომ მეცნიერულ მედიცინაში გადავიდა და, პირიქით მეცნიერული მედიცინა, თავის მხრივ, გარკვეულ გავლენას ახდენდა ხალხურ მედიცინაზე.
თბილისში მრავალი გამოჩენილი სახალხო მკურნალი და დასტაქარი მოღვაწეობდა და დღესაც მოღვაწეობს (თურმანიძეთა საგვარელო, ძმები იაგუაშვილები, ციციშვილები, იაშვილები, ზაქარია ლომიძე, ვ. ასკურავა და მრავალი სხვა).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 984, ISBN 99928-20-32-2.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- მინდაძე, ნინო., ქართველი ხალხის ტრადიციული სამედიცინო კულტურა, თბ., 2013.