სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თურმანიძე.

თურმანიძეები — უძველესი დროიდან ცნობილი ხალხურ მკურნალთა საგვარეულო; ძირითადად ზემო იმერეთის სოფელ შორაპნიდან იყვნენ. განსაკუთრებული წესით დამზადებული მალამოთი მკურნალობდნენ ინფიცირებულ ჭრილობებს, კანის ზოგიერთ დაავადებას, სიდამწვრეს და სხვა. თავის მკურნალობის მეთოდს გადასცემდნენ მემკვიდრეებს.

ცნობილია, რომ 1812 წელს კახეთის აჯანყების დროს დაჭრილი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის სამკურნალოდ ქუთაისიდან მოიწვიეს თურმანიძე. არსებობს ცნობა იმის შესახებაც, რომ იტალიის სახალხო გმირი ჯუზეპე გარიბალდი ფეხის ამპუტაციას გადაარჩინა და განკურნა საქართველოდან იტალიაში საგანგებოდ მიწვეულმა ერთ-ერთმა თურმანიძემ. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ თურმანიძეები რუსეთის არმიაშიც მსახურობდნენ ქირურგებად (მაგ., ბ. თურმანიძე). საბჭოთა ხელისუფლებამ მკურნალობის ოფიციალური ნებართვა მისცა თურმანიძეების ზოგიერთ წარმომადგენელს, მათ შორის იმდროისათვის ცნობილ სახალხო მკურნალს მალაქია თურმანიძეს (1860–1942).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩაჩანიძე ვ., ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტის გარშემო, თბ., 1974;
  • Никобадзе И. И., Татишвили И. Я., Курчишвили И. Б., Основные этапы развития медицины в Грузии, Тб., 1964;