ბიზონი, ამერიკული ბიზონი (ლათ. Bison bison) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში. ბიზონთა უმრავლესობა ცხოვრობს ველებზე, იშვიათად ტყეში (ტყის ბიზონი — Bison bison athabascae კანადაში). ასაკოვანი ხარის სხეულის სიგრძე 3 მ აღწევს, წონა 1 ტ-მდე. ფური შედარებით მცირე ზომისაა. ბიზონს ამობურცული ნიდაო აქვს. სხეულის წინა ნაწილი შემოსილია გრძელი მატყლით, რომელიც თავსა და კისერზე შესამჩნევ ფაფარს ქმნის. ამერიკის აღმოჩენისას ბიზონების რაოდენობა 30-60 მლნ. აღწევდა. მტაცებლური ნადირობის შედეგად მათმა რაოდენობამ სწრაფად იკლო და უკვე 1870 წელს 5,5 მლნ-მდე შემცირდა. XIX საუკუნის დამლევისათვის კი მხოლოდ 800 ცხოველიღა იყო გადარჩენილი. ისინი მოათავსეს ნაკრძალებში. ამჟამად ბიზონების საერთო რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია. უმრავლესობა დაცულია იელოუსტონის პარკში (აშშ), ხოლო ნაწილი — ვუდ-ბუფალოს ნაკრძალში (კანადა). ბიზონის მაკეობა გრძელდება 9 თვეს. იგებს ერთ ხბოს. ბიზონი ადვილად ეჯვარება დომბას და იძლევა შთამომავლობის მომცემ ჰიბრიდს — დომბა-ბიზონს. ბიზონისა და დომბას ჰიბრიდიზაციის ცდებს წარმატებით ატარებენ ასკანია-ნოვაში, ზოგიერთ ზოოპარკში. ბიზონი ცოცხლობს 20-25 წლამდე.

ბიზონი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Bison bison Linnaeus, 1758
სინონიმები
  • Bison americanus
  • Bos bison[1]
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 2815
გავრცელება

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Castello J. R. 2016. Bovids of the World: Antelopes, Gazelles, Cattle, Goats, Sheep, and Relatives. — Princeton University Press. — Pp. 620—623. — 664 p. — ISBN 978-0-691-16717-6