პროიქედნე (ლათ. Zaglossus) — კვერცხისმდებელ ძუძუმწოვართა გვარი იქედნისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 45–77 სმ, აქვთ ჩანასახოვანი კუდი; იწონიან 5–10 კგ. თავის წინა ნაწილი გაწელილია გრძელ როსტრუმში. სხეული ზურგსა და გვერდებზე დაფარულია 3–5 სმ სიგრძის ეკლებით. აერთიანებს ახალ გვინეაზე გავრცელებულ სამ სახეობას. დებენ 1–3 კვერცხს, რომლებსაც მუცელზე არსებული ჩანთით ატარებენ. მცირერიცხოვნები არიან, საჭიროებენ დაცვას.

პროიქედნე

ბრიუინის პროექიდნე (Zaglossus bruijni)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Zaglossus (Gill, 1877)
გავრცელება

კლასიფიკაცია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება