ოკაპი (ლათ. Okapia jonstoni) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ჟირაფისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2 მ, მასა 250 კგ აღწევს, აქვს მოგრძო ცხვირ-პირი, დიდი ყურები, 2 მოკლე რქა, ძალზე გრძელი ენა, მოკლე წვრილი კუდი, რომელიც ფუნჯით ბოლოვდება, მოთეთრო თავი, მონაცრისფრო-ყავისფერი სხეული, თეთრი და მუქი განივზოლებიანი გავა და ფეხები. იშვიათი ცხოველია. გავრცელებულია აფრიკაში, ბინადრობს მდინარე კონგოს აუზის ტენიან ტროპიკულ ტყეებში. ცხოვრობს ერთეულებად ან წყვილებად. იკვებება ფოთლებით. მაკეობა 440 დღე-ღამე გრძელდება.

ოკაპი
Okapi2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ჟირაფისებრნი
გვარი:  ოკაპი
სახეობა:  ოკაპი
ლათინური სახელი
Okapia jonstoni (P. L. Sclater, 1901)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 EN ka.svgსაფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 15188
გავრცელება
Okapi distribution.PNG

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოკაპი&oldid=3612097“-დან