საკერავი მანქანა
საკერავი მანქანა — ქსოვილის ნაწარმის ნაჭრების ერთმანეთთან მიერთების, მიმაგრებისა და დამუშავების პროცესების შესრულების ტექნიკური მოწყობილობა. საკერავი მანქანები გამოიგონეს პირველი ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში ტანსაცმლის სამკერვალო ფაბრიკებში ხელით შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესამცირებლად. პირველი საკერავი მანქანის მოგონებას მიაწერენ ინგლისელ თომას სეინტს 1790 წელს. მას შემდეგ საკერავი მანქანები მნიშვნელოვნად დაიხვეწა, რამაც შესაძლებელი გახადა ქსოვილისა და ტანსაცმლის მრეწველობის პროდუქტიულობისა და წარმადობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საკერავი მანქანები, ისტორიული დრამატული ლიტერატურა სმითსონირ ინსტიტუტის ბიბლიოთეკა
- ძველი საკერავი მანქანები და მათი მუშობის პრინციპი - გამოსახულებებით. დაარქივებული 2011-02-26 საიტზე Wayback Machine.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: