ლაბაძეები
ლაბაძე — იმერული წარმოშობის ქართული გვარი, მომდინარეობს საკუთარი სახელიდან ლაბა, გავრცელებულია ძირითადად იმერეთის რეგიონში. საქართველოში სიდიდით 90-ე გვარია.
ისტორია
რედაქტირებალაბაძეების ფუძე მომდინარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევიდან. გადმოცემის მიხედვით თავდაპირველად მხოლოდ ზემო ბოსლევში ცხოვრობდნენ ლაბაძეები, რომელთაგან ნაწილი გადასახლდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთში, მეორე ნაწილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში, ბუნებრივია ლაბაძეების ნაწილი დარჩა სოფელ ზემო ბოსლევშიც. აქედან კი მოხდა მათი შემდგომი გადასახლება ლაგოდეხში, ხაშურსა და ახალციხეში.
ისტორიულ საბუთებში აღნიშნული გვარის წარმომადგენელი - სვიმონ ლაბაძე - მოიხსენიება XI საუკუნის კაცხის ტაძრის წარწერაში[1][2]. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკში მცხოვრები ლაბაძე დათუა მოიხსენიება 1680 წლის ახლოს, ისტორიულ წყაროში[3].
ბერი, დათუნა და ივანე ლაბაძეები იხსენიებიან 1709-1744 წ. ყმისა და მამულის წყალობის წიგნში, რომელსაც ზურაბ აბაშიძე აძლევს ბერ წერეთელს.[4]
1914-1918 წლებში თურქეთის ტერიტორიაზე ტრაპიზონში მოქმედებდა „საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი“, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ყოფილი სამხედრო ტყვეები ძმები სიმონ და ივანე ლაბაძეები[5].
ლაბაძეების კვალი ქართულ ემიგრაციაშიც ჩანს. ლევილის ქართულ სასაფლაოზე 771-ე საფლავის ქვაზე წარწერაა, რომ აქ განისვენებს ლაბაძე ვასო (1903-1977).[6], რომელიც უნდა იყოს უშიშროების არქივში წლების მიხედვით არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში გამავალ პირთა სიაში მოხსენიებული, 1924 წელს დაპატიმრებული ლაბაძე ვასილი იოსების ძე[7].
სსრკ მინისტრთა საბჭოს 1951 წლის 29 ნოემბრის N 4893-2113 დადგენილების საფუძველზე საქართველოს სსრ-დან ყაზახეთის სსრ-ში გადასახლებულ პირთა სიაში ჩამოთვლილია 23 ლაბაძე. მათ შორის 15 კაცი და 8 ქალი.[8]
საცხოვრებელი ადგილი
რედაქტირება- ხაშურის მუნიციპალიტეტი: ზემო ოსიაური, ქემფერი, სურამი, ხაშური.
- ახალციხის მუნიციპალიტეტი: აწყური, ახალციხე.
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტი: გაღმა ბოსლევი, გამოღმა ბოსლევი, ზედა საქარა, ქვედა საქარა, შროშა, ზედა კლდეეთი, ზესტაფონი...
- საჩხერის მუნიციპალიტეტი: კორბოული, სარეკი, ქორეთი, ჭალოვანი, საჩხერე...
- ჭიათურის მუნიციპალიტეტი: მორძგვეთი, ნიგოზეთი, რგანი, ჭიათურა...
- ქალაქი ოზურგეთი.
- ხულოს მუნიციპალიტეტი: ჩაო
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი: აფენი, ბაისუბანი, გელათი, გიორგეთი, განათლება, ვარდისუბანი, თელა, თამარიანი, მსხალგორი, ნინიგორი, ნაწისქვილარი, პატარა გორი, ცოდნისკარი, ჭაბუკიანი, ჭიაური, ლაგოდეხი.
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტი: ახალსოფელი, ამაშუკეთი, ბორითი, გედსამანია, ვერტყვილა, ზვარე, კიცხი, ლაშე, მაქათუბანი, ნადაბური, საქასრია, საღანძილე, წყალაფორეთი, ღვერკი, ხუნევი, ხარაგაული.
სტატისტიკა
რედაქტირება2022 წლის სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით საქართველოში ცხოვრობს 4732 ლაბაძე[9]. მათ შორის:
- თბილისი - 1170
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – 547
- ხაშურის მუნიციპალიტეტი – 526
- ჭიათურის მუნიციპალიტეტი – 506
- საჩხერის მუნიციპალიტეტი – 331
- რუსთავი – 254
- ბათუმი – 199
- ქუთაისი – 170
- ახალციხის მუნიციპალიტეტი – 164
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი – 134
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – 119
- ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 80
- გორის მუნიციპალიტეტი – 60
- ხულოს მუნიციპალიტეტი – 46
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 44
- ქობულეთის მუნიციპალიტეტი – 35
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტი – 34
- ბოლნისის მუნიციპალიტეტი – 28
- სოხუმი – 20
- გარდაბნის მუნიციპალიტეტი – 19
- ბორჯომის მუნიციპალიტეტი – 19
- ფოთი – 17
- გულრიფშის მუნიციპალიტეტი – 14
- კასპის მუნიციპალიტეტი – 14
- თერჯოლის მუნიციპალიტეტი – 13
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი – 12
- ქარელის მუნიციპალიტეტი – 10
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 9
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი – 9
- მარნეულის მუნიციპალიტეტი – 8
- ხონის მუნიციპალიტეტი – 8
- გაგრის მუნიციპალიტეტი – 7
- სენაკის მუნიციპალიტეტი – 7
- ხობის მუნიციპალიტეტი – 6
- ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი – 6
- გალის მუნიციპალიტეტი – 6
- მცხეთის მუნიციპალიტეტი – 5
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი – 5
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტი – 5
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტი – 4
- დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი – 4
- მარტვილის მუნიციპალიტეტი – 3
- ყვარლის მუნიციპალიტეტი – 3
- სიღნაღის მუნიციპალიტეტი – 3
- აბაშის მუნიციპალიტეტი – 2
- დმანისის მუნიციპალიტეტი – 2
- შუახევის მუნიციპალიტეტი – 2
- დუშეთის მუნიციპალიტეტი – 2
- თელავის მუნიციპალიტეტი – 2
- ვანის მუნიციპალიტეტი – 2
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტი – 1
- ქედის მუნიციპალიტეტი – 1
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტი – 1
- ცხინვალი – 1
ლიტერატურა
რედაქტირება- ი. მაისურაძე, ქართული გვარ-სახელები, თბ. 1990
- ი. ახუაშვილი, ქართული გვარ-სახელები, მასალები ქართული გვარების ისტორიისათვის, ტ. II, თბ. 2005
- ა. სილაგაძე, ა. თოთაძე, გვარ-სახელები საქართველოში, თბ., 1997
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ი.ახუაშვილი, ქართული გვარსახელები, თბ. 2005 წ. გვ. 474
- ↑ ი. მაისურაძე, ქართული გვარ-სახელები, თბ. 1990 წ. გვ. 94
- ↑ ჟურნალი თბილისელები 12-02-2009
- ↑ დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან XV-XVIII სს. ტ. I, ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბ. 1940 წ. გვ. 444
- ↑ ზურაბ ბათიაშვილი, „ქართველთა დიასპორა ტრაპიზონში პირველი მსოფლიო ომის დროს“, თბ., 2008
- ↑ საფრანგეთში მყოფი ქართული სათვისტომოს საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-25. ციტირების თარიღი: 2010-10-02.
- ↑ უშიშროების არქივში წლების მიხედვით არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში გამავალ პირთა სია. 1924 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-30. ციტირების თარიღი: 2011-07-17.
- ↑ სსრკ მინისტრთა საბჭოს 1951 წლის 29 ნოემბრის #4893-2113 დადგენილების საფუძველზე საქართველოს სსრ-დან ყაზახეთის სსრ-ში 1951 წელს სპეცგადასახლებულ პირთა სია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-20. ციტირების თარიღი: 2011-07-17.
- ↑ სამოქალაქო რეესტრი – სახელებისა და გვარების სტატისტიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-08. ციტირების თარიღი: 2020-07-18.