გამოღმა ბოსლევისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, (ბოსლევის თემი). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირას. ზესტაფონი-ჭიათურის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 540 მეტრი, ზესტაფონიდან 13 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელში არის საექიმო ამბულატორია.

სოფელი
გამოღმა ბოსლევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი ბოსლევი
კოორდინატები 42°11′46″ ჩ. გ. 43°09′05″ ა. გ. / 42.19611° ჩ. გ. 43.15139° ა. გ. / 42.19611; 43.15139
ადრეული სახელები ბოსლევი
ცენტრის სიმაღლე 540
მოსახლეობა 397[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გამოღმა ბოსლევი — საქართველო
გამოღმა ბოსლევი
გამოღმა ბოსლევი — იმერეთის მხარე
გამოღმა ბოსლევი

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 397 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 707 375 332
2014[1]   397 209 188

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

სოფელში შემორჩენილია VII საუკუნის სამეთვალყურეო კოშკის ნანგრევები და XII საუკუნის ციხე. სოფელში დგას XVII საუკუნის მეორე ნახევრის ეკლესია, რომელიც წმინდა გიორგის სახელობისაა. ეკლესია გუმბათიანია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 662.
  • ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები, გვ. 144-145, თბილისი, 1995

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II