თელა (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი)
თელა — სოფელი საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში (ცოდნისკარის თემი), მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ბაისუბნისხევის ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 280 მეტრი, ლაგოდეხიდან 12 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 779 ადამიანი.
სოფელი | |
---|---|
თელა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
თემი | ცოდნისკარი |
კოორდინატები | 41°48′30″ ჩ. გ. 46°08′44″ ა. გ. / 41.80833° ჩ. გ. 46.14556° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 280 მ |
მოსახლეობა | 779[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2011 წლის 16 ნოემბერს სოფელში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ძვ. წ. I და II საუკუნეების უნიკალური ნივთები აღმოჩნდა. კერძოდ ელინისტური შავპრიალა თიხის ჭურჭელი, დოქები, ბრინჯაოს სამაჯურები და კალმის სამკაულები, რომლებიც ოქროს მტვრით არის დაფარული[2][3].
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 779 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 1007 | 403 | 604 |
2014[1] | 779 | 403 | 376 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 644.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ლაგოდეხის რაიონში უძველესი ნივთები აღმოჩნდა
- ↑ სოფელ თელაში არქეოლოგიური სამუშაო დასრულდა
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II