გიორგეთი (ყოფ. ორჯონიკიძე) — სოფელი საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ ერთეულ გიორგეთის ცენტრი (სოფლები: გუჯარეთი, ვერხვის მინდორი, ლაფნიანი, ფიჩხისბოგირი).

სოფელი
გიორგეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთი
მუნიციპალიტეტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
თემი გიორგეთი
კოორდინატები 41°49′10″ ჩ. გ. 46°04′10″ ა. გ. / 41.81944° ჩ. გ. 46.06944° ა. გ. / 41.81944; 46.06944
ცენტრის სიმაღლე 250
მოსახლეობა 607[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 95,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გიორგეთი — საქართველო
გიორგეთი
გიორგეთი — კახეთის მხარე
გიორგეთი
გიორგეთი — ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
გიორგეთი

მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე კაბალის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 250 მ-ზე, ლაგოდეხიდან 19 კმ-ში.

სოფელი გიორგეთი დააარსეს 1919 წელს სოფელ ალაგირიდან (ჩრდილოეთი ოსეთი) ლტოლვილმა ქართველებმა (ძირითადად რაჭველებმა), რომელთაც საქართველოს ხელისუფლებამ მაშინდელ სიღნაღის მაზრაში, ალაზნის გაღმა, კაბალად წოდებულ ადგილას მიწა გამოუყო.[2][3] 1930-იან წლებში სოფელს დაერქვა ორჯონიკიძე. 1990 წელს დაუბრუნდა ძველ სახელი. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა, მემინდვრეობა, მევენახეობა, მესაქონლეობა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 607 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 736 354 382
2014[1]   607 302 305

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ლობჯანიძე ილია, ალაგირის ქართველების მდგომარეობა, გაზ. „ერთობა“, 1920, №56. — გვ. 3.
  3. მეტრეველი მაქსიმე, ალაგირელი ქართველები, ჟურნ. „მნათობი“, 1959, №12. — გვ. 140.
  4. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II