ზვარე (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზვარე.

ზვარესოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ნუნისი, ჩრდილი). მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ზვარულის (ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 700 მ. ხარაგაულიდან 24 კმ. სოფელში არის ბიბლიოთეკა[2]

სოფელი
ზვარე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თემი ზვარე
კოორდინატები 41°58′29″ ჩ. გ. 43°24′28″ ა. გ. / 41.97472° ჩ. გ. 43.40778° ა. გ. / 41.97472; 43.40778
ადრეული სახელები მზვარე
ცენტრის სიმაღლე 700
მოსახლეობა 279[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზვარე (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ზვარე (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)
ზვარე (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
ზვარე (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 279 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 407 195 212
2014[1]   279 148 131

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სოფელი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XVIII ს-ში „მზვარის“ სახელწოდებით. „მზვარე“ აღნიშნავს მზიან ფერდობს. სოფლის თავში, ტყეში, არის ლიხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები და სახატე ადგილი, რომელსაც მოსახლეობა „ჯვარნაძვს“ ეძახის.

ზვარე ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია აქ არსებული მინერალური წყლების გამო. სოფელში ასხამენ წყალს „ზვარე“.

ლიტერატურა

რედაქტირება