ზვარულა
მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში
ზვარულა[1], ზვარე, ზვარისწყალი — მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. სიგრძე 8,4 კმ, აუზის ფართობი 36,6 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები – გაზაფხულ-შემოდგომაზე, წყალმცირეა ზამთარში. უერთდება ბევრი შენაკადი, რომელთა ჯამური სიგრძეა 40 კმ. საშუალო წლიური ხარჯი 0,52 მ³/წმ.
ზვარულა | |
---|---|
სხვა სახელი | ზვარისწყალი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, იმერეთის მხარე |
სათავე |
მესხეთის ქედი 41°55′37″ ჩ. გ. 43°23′29″ ა. გ. / 41.926972° ჩ. გ. 43.391528° ა. გ. |
შესართავი |
ჩხერიმელა 41°59′03″ ჩ. გ. 43°23′11″ ა. გ. / 41.984389° ჩ. გ. 43.386472° ა. გ. |
სიგრძე | 8,4 კმ |
აუზის ფართობი | 36,6 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 0,52 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 367.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 76.