ნუნისისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (ზვარის თემში. მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილო კალთაზე, მდინარე ნუნისისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 920 , ხარაგაულიდან 27 კმ. უახლოეს რკინიგზის სადგურ მოლითიდან 7 კმ.

სოფელი
ნუნისი
Nunisi.jpg
ნუნისის ჩანჩქერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თემი ზვარე
კოორდინატები 41°57′00″ ჩ. გ. 43°25′00″ ა. გ. / 41.95000° ჩ. გ. 43.41667° ა. გ. / 41.95000; 43.41667
ცენტრის სიმაღლე 920
მოსახლეობა 48[1] კაცი
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
ნუნისი — საქართველო
ნუნისი
ნუნისი — იმერეთის მხარე
ნუნისი

სოფელში დგას ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია

დემოგრაფიარედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 48 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 62 33 29
2014[1]   48 30 18

ეტიმოლოგიარედაქტირება

ნუნისის წყლით ადრე მოსახლეობა კანის დაავადებას - მუნს მკურნალობდა, ამიტომ სოფელს მუნისი დაერქვა, შემდეგ სახელწოდება შეეცვალა და ნუნისი ეწოდა.

ისტორიარედაქტირება

სოფელ ნუნისს დიდი ხნის ისტორია აქვს[3]. ჯერ კიდევ ვახუშტი ბატონიშვილს აქვს მოხსენიებული ნუნისის წყალი, როგორც საამო და მარგებელი[4].

ნუნისის აღმოჩენის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს[5]. ერთ-ერთი მთავარი მათგანი დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. ლეგენდა მოგვითხობს, რომ დავით მეფე ბრძოლიდან ბრუნდებოდა. დაღლილ სახედრებს კანი მთლიანად გადატყაული ჰქონდათ, როდესაც პირუტყვები ნუნისის წყალში შესულან, ჩაწოლილან და დიდხანს ვერ აუყენებიათ. წყალს მათი დაწყულებული კანი მალე განუკურნავს. დავითს სოფელი მოსწონებია და იქ ეკლესიის აგება უბრძანებია.

კურორტირედაქტირება

ამ ადგილას მდებარეობს გამაჯანსაღებელი და ბუნების სილამაზით სახელგანთქმული ბალნეოლოგიური კურორტი “სამთა ნუნისი”, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, ლიხის ქედის მთისწინეთში, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტს კვეთს მდინარე ნუნისის წყალი.

კურორტი არსებობს 1856 წლიდან. ნუნისი ოდითგანვე ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური (ბალნეოლოგიური) წყლებით. აქ დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებთ[6]. აქ შესაძლებელია ზვარეს მინერალური წყლის დალევაც. ზვარეს წყალი ასევე სამკურნალოა და ის დაბალ მჟავიანობას აბალანსებს.

გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისათვის. კურორტ ნუნისში მიიღებთ ესთეტიურ თერაპიასაც. საოცარი ბუნება დაგამშვიდებთ და უფრო ჯანმრთელს გაგხდით.

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ამონარიდი ძველი გაზეთიდან, ოფიციალური საიტი.
  4. ნუნისის წყალი, ოფიციალური საიტი.
  5. ნუნისის ისტორია, ოფიციალური საიტი.
  6. დაავადებები, ოფიციალური საიტი.