ბორითი
ბორითი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ამაშუკეთი, ერეთა, ვაშლევი, კვესრევი, მაქათუბანი, საქასრია, უბისი).
სოფელი | |
---|---|
ბორითი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბორითი |
კოორდინატები | 42°06′46″ ჩ. გ. 43°16′12″ ა. გ. / 42.11278° ჩ. გ. 43.27000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 480 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 557[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მდინარე ძირულის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 480 მეტრი, ხარაგაულიდან 28 კილომეტრი. სოფელში არის სამკურნალო გოგირდოვანი წყალი. სოფელში არის საბავშვო ბაღი, საჯარო სკოლა,[2] ბიბლიოთეკა.[3]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 557 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 784 | 376 | 408 |
2014[1] | 557 | 278 | 279 |
ეტიმოლოგია
რედაქტირებასოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს თქმულება: იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა სოფელია, ხშირფოთლოვანი ტყე ყოფილა. ტყეში მრავლად ბუდობდა არწივის მსგავსი დიდი ფრინველი — ბორა. დროთა განმავლობაში ტყე გაჩეხილა და ფრინველის რაოდენობაც შემცირებულა. სწორედ ამ ფრონველის სახელიდან წარმოშობილა სოფლის სახელწოდება „ბორ-ით-ი“. სახეწოდებას სოფლის მდებარეობაც ამართლებს. იგი გაშლილია ულამაზეს გორაზე და ფრთაგაშლილ ფრინველს მოგვაგონებს.
ისტორიული ადგილები
რედაქტირებასოფელ ბორითში, მდინარის მარცხენა ნაპირზე, სოფლის სასაფლაოზე დგას ბორითის სავანის წმინდა გიორგის ეკლესია (IX-X სს). იგი მოხატული ყოფილა ფრესკებით. ეკლესიის ზარი 40 კგ-ს იწონიდა, მისი ხმა უბისის მონასტრამდე აღწევდა. XX საუკუნის 40-იან წლებში ზარი მოუპარავთ. საბჭოთა წყობილების დროს ეკლესია მიწასთან გაუსწორებიათ, ეკლესიის ქვით ჯერ აბანო, შემდეგ კი სოფლის საავადმყოფო აუგიათ, მოგვიანებით ქვა დაბრუბებულ იქნა ტაძარში და გამოიყენეს მისი აღდგენისათვის.
-
ბორითის სავანის წმინდა გიორგის ეკლესია
-
ცხვრის თავის ქანდაკება დასავლეთ ფასადზე
-
ასომთავრული წარწერები
-
ასომთავრული წარწერები
-
ეკლესიის ახალი ზარი
ბორითში მდებარეობს ავტოავარიის შედეგად ტრაგიკულად გარდაცვლილი, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას მემორიალი (42°06′28″ ჩ. გ. 43°15′42″ ა. გ. / 42.10778° ჩ. გ. 43.26167° ა. გ.). დღეს მის თავზე ჩქაროსნული ესტაკადა გადის.
-
გზის პირას მდგარი მემორიალი
-
მემორიალის წარწერები
-
მემორიალის წარწერები
-
მემორიალის წარწერები
-
ავტოავარიის ადგილი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 471.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო[მკვდარი ბმული]
- ↑ ხარაგაულში 12 სასოფლო ბიბლიოთეკის ფუნქციონირება აღდგა[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II