ბორითის სავანის წმინდა გიორგის ეკლესია
ბორითის სავანის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბორითის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ძირულის მარცხენა ნაპირზე, სასაფლაოზე. თარიღდება X საუკუნით, მოგვიანებით სამივე მხრიდან მინაშენით.
ბორითის სავანის წმინდა გიორგის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°06′35″ ჩ. გ. 43°16′28″ ა. გ. / 42.10972° ჩ. გ. 43.27444° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
დეტალები
|
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაეკლესია ძირითად ნაგებია კარგად დამუშავებული ქვის კვადრებით კირის დუღაბზე, დასავლეთით ფასადის ქვედა ნაწილში გამოყენებულია დაუმუშავებელი ქვები.ეკლესიას ეტყობა გადაკეთების კვალი. გეგმაში ეკლესია მართკუთხაა, აღმოსავლეთით ნახევრად წრიული აბსიდით, რომლის სარკმლის ქვეშ თაღოვანი ნიშია, რომლის წინ დგას საკურთხევლის ქვა. ასევე ნიშებია ჩრდილოეთით ორი, ხოლო სამხრეთით ერთი. იატაკი ქვის ფილებით არის მოგებული, კამარა სხმულია ქარგილზე. ინტერიერი მთლიანად მოხატულია, მხატვრობას რესტავრაცია ჩაუტარდა სამიოდე წლის წინ. გარედან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან შესასვლელი არქიტრაულია, შიგნიდან კი თაღოვანი. სამხრეთის კედლის მთელს სიგრძეზე მიუყვება კარნიზი, რომლის ქვემოთ, შესასვლელის მარცხნივ შემორჩენილია მხატვრობის კვალი, ასევე სამხრეთის ფასადზე ზედა ნაწილში მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა მცირედი სარესტავრაციო სამუშაოები. დასავლეთის ფასადის ფრონტონის ზედა კუთხეში წყობაში ჩართულია ცხვრის ქანდაკაბა. დარბაზი ნათდებოდა სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარკმლებით. დასავლეთისა და სამხრეთის სარკმლები ვიწრო თაღოვანია, ხოლო აღმოსავლეთით, რომელიც ერთ ქვაშია ამოკვეთილი, ოვალური ფორმისაა.
გალერეა
რედაქტირება-
ცხვრის თავის ქანდაკება დასავლეთ ფასადზე
-
ასომთავრული წარწერები
-
ასომთავრული წარწერები
-
ეკლესიის ფრესკები
-
ეკლესიის ფრესკები
-
ეკლესიის ფრესკები
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8657