სავანის წმინდა გიორგის ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბორითის სავანის წმინდა გიორგის ეკლესია.

სავანის წმინდა გიორგის ეკლესია — ერთნავიანი ეკლესია იმერეთის მხარის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში[1].

სავანის წმინდა გიორგის ეკლესია
ეკლესიის ხედი სამხრეთიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა სავანე
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
ხუროთმოძღვრული სტილი ერთნავიანი ბაზილიკა
თარიღდება 1046 წელი

არქიტექტურა

რედაქტირება

სამხრეთის შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ძეგლის აგების ზუსტი თარიღი − 1046 წელი, მოხსენიებულია ადგილობრივი ფეოდალი − ერისთავთერისთავი გიორგი გულზვიადის ძე, ხოლო დასავლეთის შესასვლელის წარწერაში ნათქვამია, რომ ეკლესია აუგია ხუროთმოძღვარ ჰარაბას. გეგმით მარტივ შენობას სამხრეთით მთელ სიგრძეზე გასდევს სტოა − კარიბჭე, რომელიც სხვა ოსტატის აშენებული უნდა იყოს ცოტა მოგვიანებით. ეკლესიის პროპორციები ჰარმონიული და დახვეწილია. უხვი და მოტივებით მდიდარი მორთულობა ორგანულადაა შეხამებული შენობის ხუროთმოძღვრულ ფორმებთან. ეკლესიაში არის XI საუკუნის მდიდრულად მოჩუქურთმებული თაბაშირის კანკელი, რომელიც ძლიერაა დამახინჯებული XIX საუკუნეში ძეგლის შეკეთების დროს. სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარს მიეკუთვნება.

ლიტერატურა

რედაქტირება