სავანე (საჩხერის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტში.
სავანე — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, არგვეთის თემში. მდებარეობს იმერეთის მაღლობზე, მდინარეების იზვარისა და ლაშურის (ყვირილის სისტემა) წყალგამყოფზე. ზღვის დონიდან 500 მეტრი, საჩხერიდან 7 კილომეტრი. სოფელში არის კვარციანი ქვიშის კარიერი.[2]
სოფელი | |
---|---|
სავანე | |
სოფელი სავანე წინა პლანზე | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
თემი | არგვეთი |
კოორდინატები | 42°18′44″ ჩ. გ. 43°28′07″ ა. გ. / 42.31222° ჩ. გ. 43.46861° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 508 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1908[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,8 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 1908 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 2175 | 1082 | 1093 |
2014[1] | 1908 | 950 | 958 |
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებაწყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. სოფელში შემონახულია სავანის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც აგებულია ასევე XI საუკუნეში. ამ ეკლესიას გარშემო ერტყა გალავანი, რომელიც მტერთა შემოსევისას იცავდა. ახლაც არის შემორჩენილი გალავნის ნანგრევები, ხოლო ამ ეკლესიის ეზოში აკაკის ძიძისეული სახლია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 637.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ა/ო მწვანე ალერნატივა[მკვდარი ბმული]
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II