არგვეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, საჩხერის მუნიციპალიტეტში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არგვეთი.

არგვეთი[2]სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბახიოთი, იტავაზა, იცქისი, მახათაური, სავანე, შალაური, ცხამი).

სოფელი
არგვეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
თემი არგვეთი
კოორდინატები 42°18′05″ ჩ. გ. 43°28′03″ ა. გ. / 42.30139° ჩ. გ. 43.46750° ა. გ. / 42.30139; 43.46750
ცენტრის სიმაღლე 600
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 752[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
არგვეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
არგვეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)
არგვეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი) — იმერეთის მხარე
არგვეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს იმერეთის მაღლობზე, მდინარე ლაშურის (ყვირილის შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 600 მ, საჩხერიდან 7 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[3] სოფელში არის კვარციანი ქვიშის კარიერი.[4]

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 752 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[5] 945 461 484
2014[1]   752 372 380

არგვეთში, მდინარე ლაშურის მარცხენა ნაპირზე, 1936-1964 წლებში გათხარეს (რ. აბრამიშვილი) ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეული) სამოსახლო ბორცვი. აღმოჩენილია ნაგებობათა ბათქაშით შელესილი ძელური კედლები, თიხატკეპნილი იატაკები, წრიული მოყვანილობის კერები, ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭელი, ლითონის ჩამოსასხმელი ყალიბის ნატეხი, ირმის რქისაგან დამზადებული მიწის დასამუშავებელი პრიმიტიული იარაღი, კაჟის ნამგლის პირები, ორფრთიანი, ყუნწიანი კაჟის ისრის პირები, კერის თიხის მოდელი და სხვა ნივთები. ბორცვი დასახლებული ყოფილა გვიანდელი ბრინჯაოს ხანაშიც (ნაპოვნია ფოთლისებრი სატევრები). აღმოჩენილია აგრეთვე I−III საუკუნეების ორმოსამარხები. ხელფეხმოკეცილ მიცვალებულებს ჩატანებული აქვთ გამომწვარი თიხის ხელადები, პასტის მძივები, ბრინჯაოს მშვილდსაკინძები, საყურეები, ფრინველისგამოსახულებიანი საკიდები, აბზინდები, რომლებზედაც ფანტასტიკური ცხოველებია გამოსახული, და სხვა ნივთები. გათხრის დროს აღმოჩენილია აგრეთვე ფეოდალური ხანის ციხე-დარბაზი, ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები (მარცვლეულის შესანახი ხაროები, მარნები). ძეგლის ზედა ქრონოლოგიური საზღვარია XIII საუკუნე.

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

სოფელში დაიბადნენ ქართველი პოეტები: მუხრან მაჭავარიანი და პაოლო იაშვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება