ვიკიპედია:რჩეული სტატიები/მუსიკის პორტალი/არქივი

 
U2, აგვისტო, 2017, მარცხნიდან: ლარი მალენი, The Edge, ბონო და ადამ კლეიტონი.

U2ირლანდიური როკ–ჯგუფი დუბლინიდან, ჩამოყალიბებული 1976 წელს. მასში შედიან ბონო (ვოკალი და რიტმული გიტარა), The Edge (გიტარა, კლავიშებიანი საკრავები და ვოკალი), ადამ კლეიტონი (ბას-გიტარა), და ლარი მალენი (დასარტყმელი საკრავები და პერკუსია). ჯგუფის ადრეული ჟღერადობა წარმოიშვა პოსტ-პანკიდან, შემდგომში კი შთაგონებული იყო პოპულარული მუსიკის სხვა ჟანრებით, თუმცა მასში შენარჩუნდა ბონოს ექსპრესიული ვოკალები და The Edge-ის ეფექტებით გაჯერებული გიტარის ტექსტურები. მათი ტექსტები, ხშირად აღრეული სულიერ თემებთან, განიხილავენ პირად და სოციოპოლიტიკურ პრობლემებს. პოპულარულმა თავისი საკონცერტო გამოსვლებით, U2-მ წლების განმავლობაში შექმნა რამდენიმე ამბიციური და კომპლექსური სასცენო წარმოდგენა.

ჯგუფი ჩამოყალიბდა მაუნტ-ტემპლის სკოლაში, 1976 წელს, როდესაც მისი წევრები შეზღუდული მუსიკალური გამოცდილების მქონე მოზარდები იყვნენ. ოთხი წლის შემდეგ ისინი მოხვდნენ Island Records-ზე და გამოსცეს სადებიუტო Boy. შემდგომი ნამუშევრებით - როგორიც იყო პირველი წარმატებული ბრიტანული დისკი War (1983) და სინგლები „Sunday Bloody Sunday“ და „Pride (In the Name of Love)“ - ჩამოყალიბდა U2-ს, როგორც პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე ორიენტირებული ჯგუფის სახე. 1980-იანების შუა პერიოდისთვის იგი იყო დახვეწილი საკონცერტო კოლექტივი, რასაც განსაკუთრებით გაესვა ხაზი 1985 წელს Live Aid-ზე გამოსვლით. მუსიკალური ჩარტების სათავეებში მოხვედრილმა ალბომმა The Joshua Tree (1987) U2 საერთაშორისო სუპერვარსკვლავად აქცია და იყო მათი კრიტიკოსების მიერ ყველაზე მეტად აღიარებული და კომერციულად წარმატებული ჩანაწერი. მსოფლიო ჩარტების სათავეებში მოხვედრით მან ჯგუფს მოუპოვა აშშ-ის #1 სინგლები - „With or Without You“ და „I Still Haven't Found What I'm Looking For“. (...სრულად)

 
Radiohead, მარცხნიდან: ტომ იორკი, ჯონი გრინვუდი, კოლინ გრინვუდი, ედ ო’ბრაიენი, ფილ სელუეი

Radioheadინგლისური როკ-ჯგუფი ებინგდონიდან (ოქსფორდშირი), ჩამოყალიბებული 1985 წელს. მასში შედიან: ტომ იორკი (ვოკალი, გიტარები, კლავიშებიანი საკრავები), ჯონი გრინვუდი (გიტარები, კლავიშებიანი საკრავები, სხვა ინსტრუმენტები), ედ ო’ბრაიენი (გიტარები, დამატებითი ვოკალები), კოლინ გრინვუდი (ბას-გიტარა) და ფილ სელუეი (დასარტყმელი საკრავები, პერკუსია). 1994 წლიდან მათთან თანამშრომლობენ პროდიუსერი ნაიჯელ გოდრიჩი და გარეკანების ავტორი სტენლი დონვუდი.

სადებიუტო სინგლი „Creep“ ჯგუფმა 1991 წელს, EMI-სთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გამოუშვა. იგი თავდაპირველად წარუმატებელი იყო, მაგრამ პირველი სტუდიური ალბომის Pablo Honey (1993) გამოცემიდან რამდენიმე თვის შემდეგ მსოფლიო ჰიტად იქცა. Radiohead-ის პოპულარობა ბრიტანეთში გაიზარდა მეორე ალბომის, The Bends (1995) გამოცემით. მესამე ალბომმა OK Computer (1997) მათ უფრო მეტი საერთაშორისო აღიარება მოუტანა. საზოგადოებრივი გაუცხოების თემებისა და გაფართოებული ჟღერადობის მქონე OK Computer ხშირად ითვლება 1990-იანი წლების ერთ-ერთ ღირშესანიშნავ ჩანაწერად ალბომებით Kid A (2000) და Amnesiac (2001), რომლებიც ერთად ჩაიწერა, აღინიშნა ჯგუფის მუსიკაში შემდეგი ნაბიჯი. Radiohead-ის ჟღერადობაში გამოჩნდა ელექტრონული მუსიკა, კრაუტროკი და ჯაზური ელემენტები. Kid A, რომელმაც გამოცემისთანავე არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია, ამჟამად ითვლება 2000-იანი წლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალბომად.

Hail to the Thief (2003) ფორტეპიანოსა და გიტარებზე აგებული როკის, ელექტრონიკისა და ომის თემების გავლენით დაწერილი ტექსტების ნარევია, რომელიც იყო ლეიბლზე EMI გამოცემული ჯგუფის უკანასკნელი დისკი. ალბომს In Rainbows (2007) ახლდა კამპანია, რომლის ფარგლებში მისი ძირითადი სიმღერების ნებისმიერ ფასად შეძენა შეიძლებოდა (0-დან დაწყებული). ამას აგრეთვე ახლდა ალბომის BitTorrent ქსელში ფართოდ გავრცელება. მოგვიანებით იგი ფიზიკურ მატარებლებზეც გამოვიდა, კრიტიკოსთა აღიარება მოიპოვა და ჩარტების მნიშვნელოვან პოზიციებზეც მოხვდა. მერვე ალბომი, The King of Limbs (2011) რიტმისა და უფრო მშვიდი მუსიკალური ტექსტურების გამოკვლევით გამოირჩეოდა. სემპლირების და მკვეთრი ელექტრონიკის შემდეგ ჯგუფი A Moon Shaped Pool-ში (2016) დაუბრუნდა მდიდრულ ჟღერადობას, რასაც ხელს უწყობდა გრინვუდის მიერ ორკესტრულად არანჟირებული კომპოზიციებიც. (ვრცლად)

მეტალიკა

რედაქტირება
 
მეტალიკის კონცერტი ლონდონში, 2008

მეტალიკა (ინგლ. Metallica [mɛˈtælɨkə]) — ამერიკული მეტალ-ჯგუფი, დაარსებული 1981 წელს ქალაქ ლოს-ანჯელესში, აშშ, ჯეიმზ ჰეტფილდისა (რიტმური გიტარა, ვოკალი) და ლარს ულრიხის (დრამი) მიერ.

მეტალიკის ადრინდელი ჩანაწერები შეიცავდა სწრაფ პარტიებს, ინსტრუმენტალებს, აგრესიულ მუსიკას, რამაც ისინი თრეშ მეტალის დიდ ოთხეულში მოაქცია ისეთი ჯგუფების გვერდით, როგორებიცაა: სლეიერი, მეგადეზი, ანთრაქსი. 1986 წელს გამოსული ალბომი „Master of Puppets“ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან „მძიმე“ თრეშ მეტალის მიმდინარეობის ალბომად. ნამდვილ კომერციულ წარმატებას ჯგუფმა 1991 წელს ალბომის „Metallica“ გამოშვებისას მიაღწია, რომელიც ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე მოხვდა.

მეტალიკას საერთო ჯამში გამოშვებული აქვს ცხრა სტუდიური ალბომი, ორი ცოცხალი ალბომი, ორი EP, ოცდაოთხი მუსიკალური ვიდეო და ორმოცდახუთი სინგლი. ჯგუფმა ცხრაჯერ მიიღო გრემი, ხოლო მათმა ხუთმა ალბომმა ბილბორდ 200-ში პირველი ადგილი დაიკავა, რითაც პირველი ჯგუფი გახდა, რომელმაც ეს მოახერხა. ამ დროისათვის ჯგუფს ჯამში მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.

სკორპიონსი

რედაქტირება
 

სკორპიონსი (ინგლ. Scorpions) — გერმანული როკ-ჯგუფი ჰანოვერიდან. მათ მიერ შესრულებული მუსიკის ძირითადი ჟანრია მძიმე მეტალი და მძიმე როკი სკორპიონს პოპულარობა მოუტანა მათმა სიმღერებმა, რომლებმაც ხალხში უდიდესი მოწონება დაიმსახურა: Rock You Like a Hurricane, Wind of Change, No One Like You, Still Loving You, Humanity, Send Me an Angel და სხვა. ჯგუფი 46-ე ადგილზეა VH1-ის მძიმე როკის საუკეთესო შემსრულებლების სიაში, Rock You Like a Hurricane კი მეთვრამეტეა VH1-ის სიაში 100 საუკეთესო მძიმე როკ სიმღერა. სკორპიონსი ითვლება ერთ-ერთ პიონერად როკ-მუსიკაში, გაყიდული 100-დან 150-მდე მილიონი ალბომით მსოფლიოს მასშტაბით, აქედან 10,5 მილიონი მხოლოდ აშშ-ში. სკორპიონსი ითვლება ყველაზე პროდუქტიულ გერმანულ როკ-ჯგუფად კონტინენტური ევროპიდან. სკორპიონსი იყო პირველი არა ანგლოსაქსური ჯგუფი, რომელმაც საერთაშორისო მნიშვნელობის წარმატებას მიაღწია და ნიადაგი მოუმზადა ჯგუფების გამოსვლას ისეთი ადგილებიდან, როგორებიცაა გერმანია, სკანდინავია და ბრაზილია. გერმანიაში ჩამოყალიბდა მრავალი ჯგუფი. მათმა მუსიკამ, სიმღერებმა, რომლებშიც რიფები იქმნება ელექტრო გიტარაზე, გავლენა მოახდინა ისეთ შემსრულებლებზე, როგორებიც არიან: მეტალიკა, The Smashing Pumpkins, დოკენი, Def Leppard, აირონ მეიდენი, ბონ ჯოვი, ალექს სკოლნიკი და Guns N' Roses. 2010 წლის 24 იანვარს 45 წლიანი აქტიური მოღვაწეობის შემდეგ ჯგუფმა განაცხადა, რომ ისინი შვებულებას აიღებენ ახალი ალბომის Sting in the Tail მხარდამჭერი ტურნეს შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ოფიციალური სახელი არის Scorpions, ისინი ხშირად არიან მოხსენიებულნი, როგორც The Scorpions. მათი ოფიციალური საიტის დასახელებაც (the-scorpions.com) ამის ერთ-ერთი მაგალითია. (სრულად...)

 
Zемфира

ზემფირა, სრული სახელი ზემფირა რამაზანოვა (დ. 26 აგვისტო, 1976. უფა, ბაშკირეთი, რუსეთი) — რუსი მომღერალი, მუსიკოსი, პოეტი და კომპოზიტორი, რუსული როკ-ჯგუფ „Zемфира“-ს დამაარსებელი და სოლისტი. ამჟამად მოღვაწეობს როგორც სოლო ავტორი და შემსრულებელი; მისი ჯგუფი სესიური მუსიკოსებისგან შედგება.

ზემფირა იზრდებოდა საკმაოდ ინტელიგენტურ ოჯახში: მამა, ტალგატ რამაზანოვი — ისტორიის მასწავლებელი, დედა, ფლორიდა — ექიმი, სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალობით. ჯერ კიდევ ოთხი წლის ასაკში ზემფირა გაიტაცა მუსიკამ. ხუთი წლის ასაკში კი ფორტეპიანოს შესასწავლად უკვე მუსიკალურ სკოლაში დადიოდა. მისი მუსიკალური „დებიუტი“ სკოლამდელ ასაკში შედგა, როცა თავისი დაწერილი სიმღერა დედასთან სამსახურში შეასრულა, შემდეგ კი ბაშკირეთის ტელევიზიით მისი საბავშვო სიმღერის შესრულება გადმოიცა. უფროსი ძმის — რამილის გავლენის ქვეშ მყოფი ზემფირა მოულოდნელად როკ მუსიკამ გაიტაცა. მის „მუსიკალურ პროგრამაში“ კლასიკური როკის ისეთი ლეგენდები შედიოდა, როგორებიცაა Black Sabbath, Nazareth და Queen. (სრულად…)

პინკ ფლოიდი

რედაქტირება
 
პინკ ფლოიდი

პინკ ფლოიდი (ინგლ. Pink Floyd) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელმაც მსოფლიო წარმატებას მიაღწია ფსიქოდელიურ და პროგრესულ მუსიკაში. მათი ნამუშევრები გამორჩეულია ფილოსოფიური ლირიკით, ბგერითი ექსპერიმენტებით, ალბომების ინოვაციური ყდებითა და საკონცერტო გამოსვლების თანმხლები ფერადი შოუებით, სადაც თვითონ შემსრულებლები, ძირითადად, მეორეხარისხოვანნი იყვნენ.

თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები: როჯერ უოტერსი, ნიკ მეისონი, რიჩარდ რაიტი და სიდ ბარეტი. დაარსდა 1965 წელს, ხოლო გვიან 1960-იანებში პოპულარული გახდა ლონდონის ანდერგრაუნდში გამოსვლებით. ბარეტის ლიდერობით, მათ გამოუშვეს პირველი ორი სინგლი – „Arnold Layne“, „See Emily Play“ და წარმატებული სადებიუტო ალბომი The Piper at the Gates of Dawn (1967). გიტარისტი და ვოკალისტი დევიდ გილმორი პინკ ფლოიდს სიდ ბარეტის წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე შეუერთდა. ბარეტის წასვლის მიზეზი მისი გაუარესებული გონებრივი მდგომარეობა იყო. სიმღერების მთავარი ავტორის წასვლის შემდეგ, ძირითადი და კონცეფციების ავტორი როჯერ უოტერსი გახდა, ხოლო გიტარისტი და მეორე ვოკალისტი - დევიდ გილმორი. ამ შემადგენლობით პინკ ფლოიდმა მსოფლიო წარმატებას მიაღწია, ძირითადად ალბომებით The Dark Side of the Moon, Wish You Were Here, Animals და როკ-ოპერის მსგავსი The Wall-ით.

ჯენესისი

რედაქტირება
 
ჯენესისი ასრულებს სიმღერას The Carpet Crawlers პიტსბურგში (პენსილვანია, აშშ), 2007 წლის ტურნეს Turn It On Again ფარგლებში. მარცხნიდან მარჯვნივ: დერილ სტერმერი, მაიკ რეზერფორდი, ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი

ჯენესისი (ინგლ. Genesis) — ბრიტანული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1967 წელს. მასში შედიან: დამაარსებლები ტონი ბენქსი (კლავიშებიანები) და მაიკ რეზერფორდი (ბასი, გიტარა), აგრეთვე ფილ კოლინზი (ვოკალი, დასარტყმელი საკრავები), რომელიც ჯენესისს 1970 წელს შეუერთდა. ყოფილმა წევრებმა, რომელთა შორის არიან პიტერ გებრიელი (ვოკალი, ფლეიტა), სტივ ჰეკეტი (გიტარები) და ენტონი ფილიპსი (გიტარები) ასევე შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი ჯგუფის ადრეული წლების შემოქმედებაში. ჯენესისი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად, მსოფლიო მასშტაბით ალბომის დაახლოებით 130 მილიონი გაყიდული ასლით.

1960-იანი წლების მიწურულს, პირველი ალბომის გამოცემისას, ჯენესისის მუსიკა ჯგუფის წევრები და თავად მსმენელები პოპ-ექსპერიმენტად თვლიდნენ, რაშიც იგულისხმებოდა მელოდიური პოპი, რომელსაც იგი ასრულებდა. მოგვიანებით, ერთი წლის განმავლობაში (დაწყებული მეორე ალბომით, რომელიც 1970 წლის შუა პერიოდში გამოვიდა) ჯენესისი გარდაიქმნა პროგრესული როკის შემსრულებელ ჯგუფად, რომლის მუსიკა შეიცავდა სიმღერის რთულ სტრუქტურებს და გულმოდგინედ დამუშავებულ ინსტრუმენტულ ფრაგმენტებს. მათი კონცერტები იქცა თეატრალიზებულ ექსპერიმენტებად, ნოვატორული სასცენო დიზაინებით, პიროტექნიკით, ექსტრავაგანტული კოსტიუმებით და სცენაზე მოთხრობილი ამბებით. ამ მეორე ფაზას ახასიათებდა ხანგრძლივი გამოსვლები, სადაც, მაგალითად, სრულდებოდა 23 წუთიანი „Supper's Ready“ და 1974 წლის კონცეპტუალური ალბომი The Lamb Lies Down on Broadway. 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში ჯგუფის მუსიკალური მიმართულება კვლავ შეიცვალა, იქცა რა ორიენტირებულად უფრო მეტად პოპ-მუსიკაზე და კომერციულად ხელმისაწვდომად. შედეგად ჯენესისს ჰქონდა აშშ-ს საუკეთესო 40-ეულში მოხვედრილი პირველი სინგლი, „Follow You Follow Me“, ბრიტანეთში პირველი #1 ალბომი Duke და აშშ-ში ერთადერთი #1 სინგლი „Invisible Touch“.(...სრულად)

ჯონი კეში

რედაქტირება
 

ჯონ რეი კეში (ინგ. John Ray Cash) ( 1932 - 2003) – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამერიკელი ქანთრი და როკ მუსიკის შემსრულებელი, გიტარისტი, სიმღერების ავტორი.

კეში ცნობილი იყო ღრმა გამორჩეული ბარიტონით, ე.წ. ტენესიური ბუმ-ჩიკა-ბუმ ხმოვანების ბენდის აკომპანემენტით, მუქი ფერის ტანსაცმლითა და ქცევით, რომლის გამოც მას მეტსახელად "მამაკაცი შავებში" ("The Man in Black") შეარქვეს. კეში მის ყოველ კონცერტს მოკლე და მარტივი შესავლით "Hello, I'm Johnny Cash" (გამარჯობათ, მე ჯონი კეში ვარ) იწყებდა.

კარიერაში, რომელიც თითქმის ხუთი ათწლეული გრძელდობოდა კეში მსოფლიოში მრავალი ადამიანისთვის ქანთრი მუსიკის პერსონიფიკაცია გახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ნეშვილის მეინსტრიმს სიძულვილით მოიხსენიებდა. თუმცა, რეი ჩარლზის, The Beatles-ის, ბობ დილანისა და ელვის პრესლის მსგავად, კეში იმ მუსიკოსთაგანი იყო, რომელიც ჟანრთა შორის საზღვრებს არღვევს. მისი ჩაწერილი სიმღერები შეიძლება როკ-ენდ-როლიც იყოს, ბლუზიც, როკაბილი, ფოლკი და გოსპელი, და ყოველ ამ ჟანრზე უდიდეს გავლენას ახდენს. კეში ერთ-ერთია იმ ათ მუსიკოსთაგან, რომლებიც ერთდროულად როკ-ენდ-როლისა და ქანთრის განთქმულ მუსიკოსთა ჰოლშია (Hall of Fame) შეყვანილი. (...სრულად)

 

მადონა, სრული სახელი: მადონა ლუიზა ჩიკონე (დ. 16 აგვისტო, 1958) — ამერიკელი დენს-პოპ მომღერალი და კომპოზიტორი, მოცეკვავე, მუსიკალური- და კინოპროდიუსერი და მსახიობია. ცნობილია ინოვაციური მუსიკალური ვიდეოებითა და საგულდაგულოდ დადგმული წარმოდგენებით. ასევე, საკუთარ შემოქმედებაში სკანდალური ხასიათის პოლიტიკური, სექსუალური და რელიგიური თემატიკის გამოყენებით. ჩვეულებრივ, მას „პოპის დედოფალს“ უწოდებენ.

მსოფლიო მასშტაბით გაყიდული 175 მილიონი ალბომისა და 75 მილიონი სინგლის წყალობით, „გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა“ მადონა „ყველა დროის ყველაზე წარმატებულ სოლო მომღერალ ქალად“ დაასახელა, ხოლო 2007 წელს, იგივე „გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა“ და მუსიკალურმა ჟურნალმა „ბილბორდმა“ მადონა „ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან სოლო მომღერალ ქალად“ აღიარა. ბიზნეს-ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, ამერიკელი მომღერლის ქონება 325 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მეტიც, მადონას კიდევ ერთ რეკორდს მიაწერენ — „მომღერალი ქალის მიერ ჩატარებული ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე“. (....სრულად)

გრუვ არმადა

რედაქტირება
 
ჯგუფის წევრები

გრუვ არმადა (Groove Armada) — ორი წევრისგან (ენდი კატო და ტომ ფინდლი) შემდგარი ჰაუსის ჟანრის ჯგუფი კემბრიჯიდან (ინგლისი). მათი წარმატება დაიწყო 1997 მცირე ტირაჟის სინგლით „At The River“, რომელშიც გამოყენებული იყო სემპლი პატი პეიჯის „Old Cape Cod“-იდან. ეს სიმღერა მას შემდეგ მრავალ ჩილ-აუტ კომპილაციურ ალბომში შევიდა. (...სრულად)