OK Computer
OK Computer — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის მესამე სტუდიური ალბომი, გამოცემული ბრიტანეთში 1997 წლის 16 ივნისს ლეიბლზე Parlophone, ხოლო 1997 წლის 1 ივლისს - ლეიბლის Capitol Records მიერ, აშშ-ში. ალბომი აღსანიშნავია ჯგუფის მცდელობით, განერიდოს გიტარაზე ორიენტირებულ ჟღერადობას - როგორც წინა დისკის, The Bends შემთხვევაში მოდა. მრავალდონიანი ჟღერადობისა და მრავალი გავლენის მატარებელი ეს ალბომი გამოირჩევა თავისი დროის ტრადიციული ბრიტპოპისა და ალტერნატიული როკის ჯგუფების შემოქმედებისგან. მან საფუძველი დაუდო Radiohead-ის უფრო გვიანდელ, ექსპერიმენტულ შემოქმედებას.
OK Computer | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 21 მაისი, 1997 | |||
ჩაიწერა |
| |||
სტუდია |
| |||
ჟანრი | ||||
ხანგრძლივობა | 53:21 | |||
ლეიბლი | ||||
პროდიუსერი |
| |||
Radiohead — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან OK Computer | ||||
|
შეფასება გამოცემის პერიოდში | |
---|---|
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Entertainment Weekly | (B+)[5] |
The Guardian | [6] |
NME | (10/10) [7] Melody Maker,[8] |
Pitchfork Media | (10/10)[9] |
Q | [10] |
Rolling Stone | [1] |
Spin | [11] |
The Village Voice | (B-)[2] |
OK Computer არის ჯგუფის პირველი ალბომი, რომელიც თავად მუსიკოსების პროდიუსერობით ჩაიწერა, ნაიჯელ გოდრიჩის მხრიდან მხარდაჭერით. Radiohead-მა იგი ჩაწერა ოქსფორდშირსა და ბათში, 1996 და 1997 წლებში. სამუშაოს დიდი ნაწილი შესრულდა წმ. კეტრინის ველზე განთავსებულ ისტორიულ სასახლეში. ლეიბლმა Capitol ივარაუდა, რომ დისკის გაყიდვები შთამბეჭდავი არ იქნებოდა, ვინაიდან მას არატიპიური, არაკომერციული ჟღერადობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, OK Computer მოხვდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტის პირველ პოზიციაზე და აშშ-ს ჯგუფის იმ დროისათვის ყველაზე პოპულარულ ჩანაწერად იქცა (#21 პოზიცია ბილბორდის 200-ეულში. ალბომიდან გამოიცა სამი სინგლი - Paranoid Android, Karma Police და No Surprises.
ალბომმა ჯგუფს მსოფლიო პოპულარობა შესძინა და დღეისათვის 4.5 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით გაიყიდა. გამოცემის პერიოდში მას მნიშვნელოვნად დადებითი შეფასება ახლდა და კრიტიკოსები მას დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ალბომად თვლიან. მისი გავლენა შემდგომი თაობის მუსიკოსებზე აღინიშნა ბრიტპოპის უფრო მელანქოლიური და ატმოსფერული სტილისტიკის მიმართულებით მოძრაობით, რაც დღევანდელ ალტერნატიულ როკს ახასიათებს. კრიტიკოსები და მოყვარული ხშირად აღნიშნავენ ალბომის სიმღერების ტექსტებსა და გარეკანზე დამალულ მნიშვნელობას - სხვადასხვა თემას, როგორიც არის გაცოფებული მომხმარებლობა, სოციალური განცალკევება, პოლიტიკური სტაგნაცია და უკმარისობა. 2008 წელს ალბომის გრამფირფიტაზე გამოცემამ ზოგადად გრამფირფიტების ბიზნესს პოპულარობა კვლავ შესძინა, ხოლო 2009 წელს OK Computer-ის ვრცელი სახით გამოცემამ (რაც ჯგუფის ნებართვის გარეშე მოხდა) ინტერესი ალბომისა და მისი მნიშვნელობის მიმართ კვლავ გამოაღვიძა.
საფუძველი
რედაქტირებაჯგუფის წინა ალბომი, 1995 წლის The Bends დიდი წარმატებით სარგებლობდა, ამიტომაც კომპანიამ EMI კოლექტივს ნება დართო, საკუთარი ძალებით და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ჩაეწერა მორიგი სტუდიური დისკი. ხუთეულის მორიგი ალბომის პროდიუსერად დანიშნეს მაშინ ნაკლებად ცნობილი ნაიჯელ გოდრიჩი. პირველი სიმღერებიდან იყო Lucky, რომელიც შეტანილი იქნა 1995 წლის ალბომში War Child. ჩაწერის სტილიც უჩვეულო იყო. კოლინ გრინვუდის თქმით, მათ მხოლოდ სურდათ ამ ალბომის ქალაქისგან შორს ჩაწერა.
Radiohead-ის წევრები არც ფიქრობდნენ, რომ The Bends-ზე უფრო წარმატებულ დისკს შექმნიდნენ. ჯონი გრინვუდი იხსენებს: ”მეორე ალბომში ყველაფერი ჩავდეთ, რაც გვსურდა და ყველა სახის რჩევა დავივიწყეთ...ამით ბევრ ადამიანს მოვაწონეთ თავი...გამოდის, რომ იგივე უნდა გაგვეკეთებინა”.
მუსიკალური და ტექსტური თვალსაზრისით ჯგუფი შეიცვალა. ფილ სელუეის თქმით, The Bends იყო გარდამავალი ალბომი და იგივე ტიპის დისკის გამოტანა მოსაწყენი იქნებოდა.
ჩაწერა
რედაქტირება1996 წლის დასაწყისში ჯგუფმა იქირავა ვაშლის შესანახი ფარდული Canned Applause, რომელშიც დაიწყო რეპეტიციები და ჩაწერა. შეძენილი იქნა დაახლოებით 140.000 დოლარის ღირებულების მობილური ტექნიკა. ალბომის 35% ჩაწერილი იქნა ამ პორტატული სისტემის დახმარებით. ასეთი სიმღერებია Subterranean Homesick Alien, Electioneering, No Surprises და The Tourist.
1996 წლის ივლისში/აგვისტოში ჯგუფმა შეისვენა საკონცერტო ტურისგან, რომელზეც შესრულებული იქნა ისეთი სიმღერები, როგორიც იყო Airbag, Paranoid Android, Let Down, Climbing Up the Walls და Karma Police.
სექტემბერში განახლდა ჩაწერები გოდრიჩის მონაწილეობით. ბათში განლაგებულ სტუდიაში ჯგუფმა თითქმის დაასრულა მუშაობა ალბომზე, თანაც, ყოველგვარი წნეხის გარეშე. ერთადერთი პრობლემა იყო სიმღერის Exit Music (For a Film) დასრულება, რომელიც ასევე უნდა შეეტანათ ფილმში რომეო + ჯულიეტა.
შედეგად, ქალაქისგან იზოლაციამ და სხვადასხვა სტუდიის გამოყენებამ თავისი შედეგი მოიტანა. ეს იყო ჯგუფის ყველაზე დახვეწილი დისკი, ახალი მუსიკალური ელემენტებით, ნახევრადკონცეფტუალური შინაარსით, ჩაწერის დროს გამოყენებული არაორდინალური ჩაწერის მეთოდებით. ები-როუდის სტუდიაში დასრულებული დისკი გამოვიდა 1997 წლის 16 ივნისს და სასიამოვნოდ გააოცა ჯგუფის ყველა მსმენელი.
სიმღერების სია
რედაქტირებაყველა სიმღერის ავტორი — ტომ იორკი, ჯონი გრინვუდი, ედ ო'ბრაიენი, კოლინ გრინვუდი და ფილ სელუეი.
სტანდარტული გამოცემა | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Airbag“ | 4:44 |
2. | „Paranoid Android“ | 6:23 |
3. | „Subterranean Homesick Alien“ | 4:27 |
4. | „Exit Music (For a Film)“ | 4:24 |
5. | „Let Down“ | 4:59 |
6. | „Karma Police“ | 4:21 |
7. | „Fitter Happier“ | 1:57 |
8. | „Electioneering“ | 3:50 |
9. | „Climbing Up the Walls“ | 4:45 |
10. | „No Surprises“ | 3:48 |
11. | „Lucky“ | 4:19 |
12. | „The Tourist“ | 5:24 |
სპეციალური საკოლექციო გამოცემა, დისკი 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Polyethylene (Parts 1 & 2)“ | 4:23 |
2. | „Pearly“ | 3:37 |
3. | „A Reminder“ | 3:53 |
4. | „Melatonin“ | 2:09 |
5. | „Meeting in the Aisle“ | 3:09 |
6. | „Lull“ | 2:29 |
7. | „Climbing Up the Walls“ (Zero 7-ის რემიქსი) | 5:19 |
8. | „Climbing Up the Walls“ (ფილა ბრაზილიას რემიქსი) | 6:25 |
9. | „Palo Alto“ | 3:44 |
10. | „How I Made My Millions“ | 3:09 |
11. | „Airbag“ (ჩაწერილია ცოცხლად ბერლინში) | 4:49 |
12. | „Lucky“ (ჩაწერილია ცოცხლად ფლორენციაში) | 4:36 |
13. | „Climbing Up the Walls“ (BBC Radio 1 Evening Session, 28 მაისი, 1997) | 4:20 |
14. | „Exit Music (For a Film)“ (BBC Radio 1 Evening Session, 28 მაისი, 1997) | 4:35 |
15. | „No Surprises“ (BBC Radio 1 Evening Session, 28 მაისი, 1997) | 3:58 |
სპეციალური საკოლექციო გამოცემა, DVD | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Paranoid Android“ | |
2. | „Karma Police“ | |
3. | „No Surprises“ | |
4. | „Paranoid Android“ (Later... with Jools Holland, 31 მაისი 1997) | |
5. | „No Surprises“ (Later... with Jools Holland, 31 მაისი 1997) | |
6. | „Airbag“ (Later... with Jools Holland, 31 მაისი 1997) |
OKNOTOK-ის დამატებითი დისკი (2017) | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „I Promise“ (მანამდე გამოუცემელი) | |
2. | „Man of War“ (მანამდე გამოუცემელი) | |
3. | „Lift“ (მანამდე გამოუცემელი) | |
4. | „Lull“ | |
5. | „Meeting in the Aisle“ | |
6. | „Melatonin“ | |
7. | „A Reminder“ | |
8. | „Polyethylene (Parts 1 & 2)“ | |
9. | „Pearly*“ | |
10. | „Palo Alto“ | |
11. | „How I Made My Millions“ |
ჩარტები და სერტიფიცირებები
რედაქტირებაყოველკვირეული ჩარტები
რედაქტირებაჩარტი (1997) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრალიის ალბომების ჩარტი[12] | 7 |
ავსტრიის ალბომების ჩარტი[13] | 17 |
ბელგიის ალბომების ჩარტი (ფლანდრია)[14] | 1 |
ბელგიის ალბომების ჩარტი (ვალონია)[14] | 3 |
კანადა - RPM Albums Chart[15] | 2 |
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[16] | 2 |
საფრანგეთის ალბომების ჩარტი[17] | 3 |
გერმანიის ალბომების ჩარტი[18] | 27 |
ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტი[19] | 1 |
ესპანეთის ალბომების ჩარტი[20] | 42 |
შვედეთის ალბომების ჩარტი[21] | 3 |
შვეიცარიის ალბომების ჩარტები[22] | 40 |
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[23] | 1 |
აშშ Billboard 200[24] | 21 |
სერტიფიცირებები
რედაქტირებარეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
არგენტინა (CAPIF)[25] | პლატინა | 60 000x |
ავსტრალია (ARIA)[26] | პლატინა | 70 000^ |
ბელგია (BEA)[27] | პლატინა | 50 000* |
კანადა (Music Canada)[28] | 3× პლატინა | 300 000^ |
საფრანგეთი (SNEP)[30] | 2× ოქრო | 268,900[29] |
იტალია (FIMI)[31] | პლატინა | 100 000* |
იაპონია (RIAJ)[32] | ოქრო | 100 000^ |
ახალი ზელანდია (RMNZ)[33] | პლატინა | 15 000^ |
ნორვეგია (IFPI Norway)[34] | ოქრო | 25 000* |
ესპანეთი (PROMUSICAE)[35] | ოქრო | 50 000^ |
შვედეთი (GLF)[36] | ოქრო | 40 000^ |
შვეიცარია (IFPI Switzerland)[37] | ოქრო | 25 000x |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[39] | 5× პლატინა | 1,531,878[38] |
აშშ (RIAA)[40] | 2× პლატინა | 2 000 000^ |
ჯამში | ||
ევროპა (IFPI)[41] | 3× პლატინა | 3 000 000* |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Kemp, Mark (10 ივლისი 1997), "OK Computer : Radiohead : Review", Rolling Stone, http://www.rollingstone.com/music/albumreviews/ok-computer-19970710. წაკითხვის თარიღი: 29 სექტემბერი 2008 დაარქივებული 17 January 2011[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ 2.0 2.1 კრისტგოუ, რობერტ (23 სექტემბერი 1997), "Consumer Guide Sept. 1997", The Village Voice, http://www.robertchristgau.com/xg/cg/cgv997-97.php. წაკითხვის თარიღი: 5 აგვისტო 2011
- ↑ 10 Essential '90s Alt-Rock Albums (25 July 2013). ციტირების თარიღი: 3 მაისი 2021
- ↑ OK Computer was profoundly prog rock... (15 June 2017). ციტირების თარიღი: 8 მაისი 2023
- ↑ Browne, David (11 ივლისი 1997), "OK Computer Review", Entertainment Weekly, http://www.ew.com/ew/article/0,,20202376,00.html. წაკითხვის თარიღი: 5 აგვისტო 2011 დაარქივებული 30 September 2012[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Sullivan, Caroline (13 ივნისი 1997), "Aching Heads", The Guardian
- ↑ Oldham, James (14 ივნისი 1997), "The Rise and Rise of the ROM Empire", NME
- ↑ Parkes, Taylor (14 ივნისი 1997), "Review of OK Computer", Melody Maker
- ↑ Schreiber, Ryan (31 დეკემბერი 1997), "Radiohead: OK Computer: Pitchfork Review", Pitchfork Media, http://www.pitchforkmedia.com/record-reviews/r/radiohead/ok-computer.shtml. წაკითხვის თარიღი: 16 მაისი 2009 დაარქივებული 3 March 2001[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- ↑ Cavanagh, David (ივლისი 1997), "Moonstruck", Q
- ↑ Walters, Barry (აგვისტო 1997), "Radiohead: OK Computer: Capitol", Spin
- ↑ Radiohead – OK Computer. Australian-charts.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-06. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
- ↑ Radiohead – OK Computer. Austriancharts.at. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-06. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
- ↑ 14.0 14.1 Radiohead – OK Computer. Ultratop.be. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-06. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
- ↑ "Top Albums/CDs", RPM 65 (17), 30 ივნისი 1997, http://www.collectionscanada.gc.ca/rpm/028020-119.01-e.php?&file_num=nlc008388.3250&type=1&interval=50&PHPSESSID=c6btf3r8hs459qqt5ln3o3dcv5. წაკითხვის თარიღი: 2017-06-28
- ↑ Radiohead – OK Computer. Dutchcharts.nl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-06. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
- ↑ Radiohead – OK Computer. Lescharts.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-06. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
- ↑ Chartverfolgung / Radiohead / Longplay. musicline.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-06. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
- ↑ Radiohead – OK Computer. Charts.org.nz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-06. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
- ↑ Radiohead – OK Computer. Spanishcharts.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-06. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
- ↑ Radiohead – OK Computer. Swedishcharts.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-06. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
- ↑ Radiohead – OK Computer. Hitparade.ch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-06. ციტირების თარიღი: 2017-06-28.
- ↑ Radiohead – The Official Charts Company. The Official BPI Charts Company. ციტირების თარიღი: 26 September 2012.
- ↑ Artist Chart History – Radiohead. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 30 სექტემბერი 2008.
- ↑ Discos de Oro y Platino Spanish. CAPIF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი 2013.
- ↑ ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 1997 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Ultratop − ოქრო და პლატინა – 1997. Ultratop & Hung Medien / hitparade.ch.
- ↑ Canadian album certifications – Radiohead – OK Computer. Music Canada.
- ↑ Les Albums Double Or : French. Infodisc.fr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი 2012.
- ↑ French album certifications – Radiohead – OK Computer ფრანგულად. ეროვნული ხმისჩამწერი სინდიკატი.
- ↑ Italian album certifications – Radiohead – OK Computer იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
- ↑ RIAJ > The Record > ივნისი 1998 > Certified Awards (აპრილი 1998) იაპონურად. იაპონიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია. ციტირების თარიღი: 2 იანვარი 2014.
- ↑ New Zealand album certifications – Radiohead – OK Computer. ახალი ზელანდიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია.
- ↑ Norwegian album certifications – Radiohead – OK Computer ნორვეგიულად. IFPI ნორვეგია.
- ↑ Solo Exitos 1959–2002 Ano A Ano: Certificados > 1995–1999. Iberautor Promociones Culturales.
- ↑ ოქროს და პლატინის სერტიფიცირება - 1987−1998 შვედურად (PDF). IFPI შვედეთი.
- ↑ ოფიციალური შვეიცარიული ჩარტების და მუსიკის საზოგადოება: ჯილდოები (Radiohead; 'OK Computer'). Hung Medien.
- ↑ ჯოუნსი, Alan (13 მაისი 2016). „Official Charts Analysis: Drake holds off competition from Calvin Harris and Justin Timberlake“. Music Week. Intent Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 14 მაისი 2016.
- ↑ British album certifications – Radiohead – OK Computer. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ OK Computer ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – Radiohead – OK Computer. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
- ↑ IFPI - ევროპის პლატინის ჯილდოები – 2006. ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაცია.