მაიკ რეზერფორდი
მაიკლ ჯონ კლეოტ კროუფორდ რეზერფორდი (დაიბადა 1950 წლის 2 ოქტომბერს) — ინგლისელი მუსიკოსი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია, როგორც ჯგუფ ჯენესისის ერთ-ერთი დამაარსებელი, გიტარისტი და დამატებითი ვოკალისტია. აგრეთვე ცნობილია საკუთარი ჯგუფით Mike + The Mechanics.
მაიკ რეზერფორდი | |
---|---|
მაიკ რეზერფორდი 2022 წელს | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 2 ოქტომბერი, 1950 |
დაბ. ადგილი | გილდფორდი[1] |
წარმოშობა | გილდფორდი, სურეი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი |
პროგრესული როკი პოპ-როკი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ბას გიტარა, გიტარა, ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები, სიტარი, ჩელო |
აქტიური | 1967 – დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
Charisma Records Atlantic Records WEA Records Passport Records |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Shergold Double Neck Bass Guitar Rickenbacker Steinberger Guitar | |
საიტი | Genesis-music.com |
მაიკ რეზერფორდი ვიკისაწყობში |
ადრინდელი წლები
რედაქტირებარეზერფორდის მამა, კროუფორდ რეზერფორდი იყო ეროვნული სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი. 13 წლის ასაკში მაიკმა ჩარტერჰაუსის სკოლაში გაიცნო ტონი ბენქსი, პიტერ გებრიელი და ენტონი ფილიპსი. მოგვიანებით მათ ჩამოაყალიბეს ჯგუფი ჯენესისი.
ბასი/გიტარა
რედაქტირებარეზერფორდის ბას გიტარაზე დაკვრის სტილი გამორჩეულია, რადგანაც მაიკს დაკვრის ორიგინალური ტექნიკა გააჩნია. პროგრესული როკის ჟანრში მისი სოლო პარტიები საკმაოდ ცნობილია.
რეზერფორდი აგრეთვე ცნობილია, როგორც პიონერი 12 სიმიანი გიტარის გამოყენებაში.
სოლო
რედაქტირებასანამ ჯენესისი ისვენებდა სტუდიური და საკონცერტო მოღვაწეობისგან, მაიკმა ჩაწერა ორი სოლო ალბომი Smallcreep's Day და Acting Very Strange, მოგვიანებით, 1985 წელს ჩამოაყალიბა ჯგუფი Mike + The Mechanics. ამ ჯგუფის ყველაზე ცნობილი სიმღერებია All I Need Is a Miracle, The Living Years, Silent Running და Over My Shoulder.
სოლო დისკოგრაფია
რედაქტირება- ალბომები
- სინგლები
- „Moonshine“ (1980)
- „Time and Time Again“ (1980)
- „Working in Line“ (1980)
- „Maxine“ (1982)
- „Halfway There“ (1982)
- „Acting Very Strange“ (1982)
- Mike + The Mechanics
- Mike + the Mechanics (1985)
- The Living Years (1988)
- Word of Mouth (1991)
- Beggar on a Beach of Gold (1995)
- Hits (1996)
- M6 (1999)
- Rewired (2004)
- The Road (2011)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #134504925 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.