Word of Mouth (Mike + The Mechanics-ის ალბომი)

(გადამისამართდა გვერდიდან Word of Mouth (ჯგუფის Mike + The Mechanics ალბომი))

Word of Mouth — ჯგუფ Mike + The Mechanics-ის მესამე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1991 წელს. ალბომის მარკეტინგული კამპანია შეფერხებებით მიმდინარეობდა, ვინაიდან ჯგუფის ლიდერი მაიკ რეზერფორდი ამავე დროს ჯენესისის We Can't Dance-ზე მუშაობდა. ალბომის გამოცემას ტურნე არ მოჰყოლია. არც ჩანაწერს ჰქონია ისეთივე წარმატება, როგორც Living Years-ს და იგი ბრიტანეთში მხოლოდ #11 პოზიციაზე იმყოფებოდა, ხოლო ამავე სახელწოდების სინგლი — #13-ზე (აშშ იგი #78 იყო). ბრიტანეთში კიდევ უფრო წარუმატებელი იყო სიმღერები „A Time and Place“ და „Everybody Gets a Second Chance“ (#58 და #56). თუმცა, ორივე შეტანილია ჯგუფის კომპილაციურ ალბომებში.[2]

Word of Mouth
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 1991
ჟანრი პოპ-როკი
ხანგრძლივობა 45:44
ლეიბლი Atlantic (აშშ/კანადა)
Virgin Records (სხვა ქვეყნები)
პროდიუსერი კრისტოფერ ნილი, მაიკ რეზერფორდი, რას ტიტლმენი
Mike + The Mechanics — ქრონოლოგია
Living Years
(1988)
Word of Mouth
(1991)
Beggar on a Beach of Gold
(1995)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3/5 stars[1]

სიმღერა „Get Up“ მოხვდა 1993 წლის ფილმში „წლის ახალბედა“.

სიმღერების სია

რედაქტირება
  1. Get Up (რეზერფორდი, კერაკი) - 4:23
  2. Word of Mouth (რეზერფორდი, ნილი) - 3:55
  3. A Time and Place - 4:52
  4. Yesterday, Today, Tomorrow - 4:37
  5. The Way You Look At Me (რეზერფორდი, კერაკი) - 5:09
  6. Everybody Gets a Second Chance - 3:57
  7. Stop Baby (რეზერფორდი, ნილი) - 3:54
  8. My Crime of Passion (რეზერფორდი, კერაკი, ლი) - 4:56
  9. Let's Pretend It Didn't Happen - 5:35
  10. Before (The Next Heartache Falls) (რეზერფორდი, კერაკი) - 6:38
  1. Cater, Evan. (2011 [last update])Word of Mouth – Mike + the Mechanics | AllMusic. allmusic.com. ციტირების თარიღი: 25 July 2011.
  2. Mike + the Mechanics UK charts history, The Official Charts. Retrieved 11 November 2011.