ენტონი ფილიპსი
ენტონი ედვინ ენტ ფილიპსი (ინგლ. Anthony Edwin Phillips, დ. 1951 წლის 23 დეკემბერის, ჩიზუიკი, ლონდონი) — ინგლისელი მუსიკოსი, რომელიც უფრო ცნობილია 1968-1970 წლებში ჯგუფ ჯენესისში მოღვაწეობით. იგი მონაწილეობდა ჯგუფის ორი სტუდიური ალბომის ჩაწერაში და დატოვა იგი მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ სცენის ეშინია. მისმა პირადმა ექიმმა ურჩია ჯენესისიდან წასვლა.
ენტონი ფილიპსი | |
---|---|
![]() ენტონი ფილიპსი | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 23 დეკემბერი, 1951 |
დაბ. ადგილი | ლონდონი |
წარმოშობა | ლონდონი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი |
კლასიკური მუსიკა როკ-მუსიკა |
საქმიანობა | გიტარისტი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარები |
აქტიური | 1968 – დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Virgin, Voiceprint |
საიტი |
1977 წელს გამოიცა ენტონის პირველი სოლო ალბომი The Geese and the Ghost. პანკ-როკის პოპულარობის ტალღაზე იგი წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ ჯენესისის მოყვარულებმა ალბომი დადებითად შეაფასეს.
1978 წელს გამოვიდა მისი მეორე ალბომი Wise After the Event, რასაც მოჰყვა მესამეც - Sides.
Sides-ის შემდეგ ჩაიწერა უფრო ექსპერიმენტული ალბომი Private Parts and Pieces, შემდეგ წელს კი - Private Parts and Pieces II: Back to the Pavilion.
პარალელურად ენტონიმ დაიწყო თანამშრომლობა ჯგუფ Camel-ის მუსიკოსთან ენდრიუ ლატიმერთან. 1983 წელს მან გამოსცა შემდეგი დისკი Invisible Men, რომელიც კომერციულად წარუმატებელი იყო.
უკანასკნელ წლებში ფილიპსმა იმუშავა რამდენიმე მუსიკალურ პროექტზე, ჩაწერა საკონცერტო დისკები და მიიღო მონაწილეობა ჯენესისის კრებულის Genesis Archive 1967-75 გამოსვლასთან დაკავშირებულ აქციაში.
ენტონის ალბომების ყდებს აფორმებს პიტერ კროსი.
დისკოგრაფია რედაქტირება
ჯენესისთან ერთად რედაქტირება
- სტუდიური ალბომები
- From Genesis to Revelation (1969)
- Trespass (1970)
- კრებულები
- Genesis Archive 1967-75 (1998)
- Genesis 1970–1975 (2008)
სოლო ჩანაწერები რედაქტირება
ალბომები რედაქტირება
- The Geese and the Ghost (1977)
- Wise After the Event (1978)
- Sides (1979)
- Private Parts and Pieces (1979)
- Private Parts and Pieces II: Back to the Pavilion (1980)
- 1984 (აპრილი, 1981)
- Private Parts and Pieces III: Antiques (1982, ენრიკე ბერო გარსიასთან ერთად)
- Invisible Men (1983)
- Private Parts and Pieces IV: A Catch at the Tables (1984)
- Private Parts and Pieces V: Twelve (1985)
- Private Parts and Pieces VI: Ivory Moon (1986)
- Private Parts and Pieces VII: Slow Waves, Soft Stars (1987)
- Tarka (1988, ჰარი უილიამსონთან ერთად)
- Missing Links One: Finger Painting (1989)
- Slow Dance (თებერვალი, 1991)
- Private Parts and Pieces VIII: New England (მაისი, 1993)
- Sail the World (1994)
- Missing Links Two: The Sky Road (1994)
- The Living Room Concert (1995)
- Private Parts and Pieces IX: Dragonfly Dreams (1996)
- Meadows of Englewood (ნოემბერი 1997, გილიერმო კაზენავესთან ერთად)
- Archives Collection Volume One (მაისი, 1998)
- Gypsy Suite (ივნისი, 1998, ჰარი უილიამსონთან ერთად)
- Live Radio Sessions (ივლისი, 1998, გილიერმო კაზენავესთან ერთად)
- Missing Links Three: Time and Tide (დეკემბერი, 1999, ჯოჯი ჰიროტასთან ერთად)
- Private Parts and Pieces X: Soirée (მარტი, 2000)
- The Sky Road (მაისი, 2001)
- Tarka (2001)
- Battle of the Birds (ოქტომბერი, 2003)
- Radio Clyde (ნოემბერი, 2003)
- Archives Collection Volume Two (აპრილი, 2004)
- Field Day (ოქტომბერი, 2005)
- Missing Links Volume IV: Pathways & Promenades (2009)
- Ahead of the Field (2010)
- Seventh Heaven (2012)
- Private Parts & Pieces XI: City of Dreams (2012)
კომპილაციები რედაქტირება
- Harvest of the Heart (1985)
- Anthology (1995)
- Legend (1997)
- Archive Collection Volume I (1998)
- Legend (1999) [განსხვავდება წინა გამოცემისგან]
- Soft Vivace (2002)
- All Our Lives (2002)
- Soundscapes (2003)
- Archive Collection Volume II (2004)
- Harvest Of The Heart: An Anthology (2014)
სინგლები რედაქტირება
- Collections / God If I Saw Her Now (1977)
- We're All as We Lie (1978)
- Um & Aargh / Side Door (1979)
- Sally (1983)
სხვა ალბომებზე რედაქტირება
- მაიკ რეზერფორდი: Smallcreep's Day (1980)
- ქემელი: The Single Factor (1982)