Creep (Radiohead-ის სიმღერა)
„Creep“ — ბრიტანული ალტერნატიული როკ-ჯგუფ Radiohead-ის სიმღერა, რომელიც სინგლის სახით გამოვიდა 1993 წლის თებერვალში. იგი შეტანილია ჯგუფის სადებიუტო ალბომში Pablo Honey.
„Creep“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — Radiohead | ||||
ალბომიდან Pablo Honey | ||||
გამოსვლის თარიღი | 21 სექტემბერი 1992 | |||
ჩაიწერა | 1992 | |||
ჟანრი | ალტერნატიული როკი, გრანჟი[1][2][3][4] | |||
ხანგრძლივობა | 3:59 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Parlophone EMI | |||
პროდიუსერი | შონ სლეიდი, პოლ ქ. კოლდერი | |||
Radiohead — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
აუდიომაგალითი | ||||
ნაწყვეტი |
ისტორია
რედაქტირებაRadiohead-ს პირველი წარმატება სიმღერამ „Creep“ მოუტანა, რომელიც საზოგადოებისგან გარიყული პიროვნების უიღბლო სიყვარულზეა დაწერილი. როგორც ამბობენ, „Creep“ ექსეტერის უნივერსიტეტის მამაკაცთა ტუალეტშია დაწერილი თავად ტომ იორკის მიერ. Creep ამერიკელი მომღერლისა და კომპოზიტორის – სკოტ უოლკერის გავლენითაა შექმნილი. გავრცელებული ინფორმაციით, ჯონი გრინვუდს მისამღერში გიტარის ცნობილი ღრჭიალით მხოლოდ იმ სიმღერის გაფუჭება სურდა, რომელიც დიდად არ მოსწონდა. ერთი წლის მოგვიანებით, მისი ხელახალი ჩაწერის შემდეგ სიმღერა ჰიტად იქცა. სიმღერის კრიტიკამ არ დაახანა – NME Radiohead-ს ასეთი შეფასება მისცა – მხდალი მიზეზი როკ-ჯგუფის სახელის გასამართლებლად, BBC Radio1 ეთერში კი არ უშვებდნენ ზედმეტად დეპრესიულობის გამო.
მართალია სიმღერამ ჯგუფს პირველი წარმატება მოუტანა, მაგრამ მისგან გამოწვეულმა პოპულარობამ თავად Radiohead დაჩრდილა. სიმღერით გამოწვეულმა ისტერიამ დამთრგუნველად იმოქმედა Radiohead-ის წევრებზე. კონცერტებზე ამ სიმღერის შესრულების შემდეგ აუდიოტორია ადგილს ტოვებდა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ 1997 წელს გამოსულ ვიდეო დისკში 7 Television Commercials შეგნებულად არ შევიდა Creep. ერთი პერიოდი კი Radiohead-მა საერთოდ უარი თქვა ამ სიმღერის შესრულებაზე. ეს 2001 წლამდე გაგრძელდა, როდესაც განუწყვეტელი თხოვნის შემდეგ სიმღერა ისევ გაჟღერდა ცალკეულ კონცერტებზე.
სიმღერების სია
რედაქტირება- Creep – 3:55
- Lurgee – 3:07
- Inside My Head – 3:12
- Million Dollar Question – 3:18
- აუდიოკასეტა
- Creep – 3:56
- Faithless, the Wonder Boy
- 1993 წლის ბრიტანული გამოცემა
- Creep (ალბომის ვერსია) – 3:58
- Yes I Am – 4:25
- Blow Out (რემიქსი) -
- Inside My Head (საკონცერტო) – 3:07
- 1993 წლის მეორე ბრიტანული გამოცემა
- Creep (აკუსტიკური) – 4:19
- You (საკონცერტო) - 3:39
- Vegetable (საკონცერტო) - 3:07
- Killer Cars (ცოცხალი, იაპონია) - 2:17