გრუვ არმადა (ინგლ. Groove Armada) — ორი წევრისგან (ენდი კატო და ტომ ფინდლი[1]) შემდგარი ჰაუსის ჟანრის ჯგუფი კემბრიჯიდან (ინგლისი). მათი წარმატება დაიწყო 1997 მცირე ტირაჟის სინგლით „At The River“, რომელშიც გამოყენებული იყო სემპლი პატი პეიჯის „Old Cape Cod“-იდან. ეს სიმღერა მას შემდეგ მრავალ ჩილ-აუტ კომპილაციურ ალბომში შევიდა.

გრუვ არმადა
ინგლ. Groove Armada

გამოსვლა 2007 წელს.
ბიოგრაფია
წარმოშობა ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1996–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები
საიტი groovearmada.com
გრუვ არმადა ვიკისაწყობში

ჯგუფის ყველაზე განთქმული ნამუშევარია მათი 2000 წლის საერთაშორისო ჰიტი „I See You Baby“, გამოცემული ფეტბოი სლიმის რემიქსის სახით, განმეორებადი ვოკალით „Shakin' That Ass“. უფრო კონსერვატიული მსმენელებისთვის (სამხრეთ აშშ) კომპოზიცია ოდნავ გადაკეთებულ იქნა მისამღერით „Shakin' That Thang“. მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი ყველაზე წარმატებული კომპოზიცია იყო, ჯგუფს გამოშვებული აქვს მრავალი ნაკლებად მეინსტრიმული ნამუშევარი, რომელთა ძირითადი კომერციული დანიშნულება სარეკლამო რგოლები და სატელევიზიო პრომოები იყო.

მათი სიმღერა „Suntoucher“ შემდგომში ჯეი-ზის მიერ იქნა სემპლირებული სიმღერისთვის „What More Can I Say“.

დისკოგრაფია

რედაქტირება
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Groove Armada Bio, Music, News & Shows. DJZ.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 7 March 2013.