ქანთრი

(გადამისამართდა გვერდიდან ქანთრი (მუსიკა))

ქანთრი (ინგლ. Country), მეორე სახელწოდება ქანთრი ენდ უესტერნი (ინგლ. country and western) (შემოკლებით С & W) — ამერიკული ხალხური მუსიკის მიმდინარეობა აშშ-ის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთის შტატების მოსახლეობაში. ქანთრი ამერიკული მუსიკის ჟანრია, რომელიც ამერიკული ფოლკლორის ორ მიმართულებას აერთიანებს, და რომელიც წარმოიშვა XX საუკუნის ოციან წლებში სამხრეთის შტატებში. ის „ახალ სამყაროში“, მე-17-მე-18 საუკუნეებში დასახლებული ახალმოსახლეების და „ველური დასავლეთის“ კოვბოების მუსიკაა. მას საფუძვლად უდევს ფოლკლორული მუსიკა, გოსპელი და ანგლო-კელტური მუსიკა.

მისი ფესვები სამხრეთ-აღმოსავლურ ამერიკულ ფოლკმუსიკაში და დასავლეთის შტატების კავბოითა მუსიკალურ ტრადიციებშია. ამის გამო ხშირად ჟანრს მოიხსენიებენ როგორც „ქანთრი და ვესტერნი“. (C & W) ბლუზის დიდი გავლენაც ქანთრის მთელი ისტორიის მანძილზე კარგად იგრძნობა.

მუსიკა ევროპულ, უფრო მეტად, შოტლანდიურ-ირლანდიური ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს. ქანთრი ძირითადად შეიცავს ბალადებსა და საცეკვაო ტონებს, ძირითადად მარტივ ფორმებს რომლებიც დგება სახვადასხვა ისტრუმენტის შეთანხმებული მოქმედებით, ძირითადად ესაა ტრადიციული სიმებიანი საკრავები როგორიცაა; აკუსტიკური გიტარა, ბანჯო, ფიდლი და სხვა, ასევე ქანთრის ძირითად ინსტრუმენტთა შორის უმთავრესია ჰარმონიკა.

კენტუკელი ვილ ჰეისის 1871 წელს დაწერილი „The Little Old Log Cabin in the Lane“ პირველ, დოკუმენტურად დაფიქსირებულ სიმღერად ითვლება, ქანთრის სტილში. 53 წლის შემდეგ, ჯონ ქარსონმა ეს კომპოზიცია ფირფიტაზე ჩაწერა. 1925 წელს კი, რადიოპროგრამაში „Grand Ole Opry“ ქანთრის ვარსკვლავების კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცა.

თუმცა, ქანთრის, როგორც მუსიკალური ინდუსტრიის ისტორია, 1940-იანი წლებიდან იწყება, ჰენკ უილიამსის წარმატებების წყალობით, რომელმაც არა მხოლოდ წინ წასწია და განავითარა ამ სტილის შემსრულებლის იმიჯი, არამედ ჟანრის ტიპური თემებიც ჩამოაყალიბა.

ქანთრი მუსიკა, როგორც ტერმინი, ორმოციანი წლებიდან ფართოდ მკვიდრდება და ხდება პოპულარული, მანამდე ამ სტილის მუსიკას უფრო მოიხსენიებდნენ ტერმნით „hillbilly“ რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც სოფლური, ალაქალაქური. ამ ტერმინითვე აღინიშნებოდა დასავლური შტატების მუსიკალური მიმდინარეობებიც. ქანთრის ფესვებიც მართლაც ზუსტად ამ მიმდინარეობაშია.

დროთა განმავლობაში, ქანთრის სხვადასხვა სტილი გამოეყო. დღეს ქანთრი მოიცავს რამდენიმე სტილს და ქვეჟანრს. ქანთრი ერთ-ერთი ყველაზე სმენადი მუსიკალური ჟანრია, პიკის საათების დროს ტრანსპორტში მქოფი ამერიკელების უმრავლესობა რადიოში სწორედ ქანთრის უსმენს, იგივე შეიძება ითქვას საღამოს საათებზეც, როდესაც ქანთრი ასევე ერთ-ერთი ყველაზე სმენადი მუსიკალური ჟანრია რიგით ამერიკელებში

დღეს ტერმინი ქანთრი მუსიკა მრავალ სტილსა და ქვე-ჟანრს აერთიანებს. 1920-იან წლებიდან დღემდე წარმოშობილი ფორმებია: სამხრეთული როკი, ქანთრი როკი, ალტერნატიული ქანთრი, ქანთრი ბლუზი და ქანთრი სოული. ამ დრომდე, უამრავმა როკ და პოპ ვარსკვლავმა მოსინჯა ბედი ქანთრიში. 90-იან წლებში ე.წ. ალტერნატიული ქანთრიც გაჩნდა, რომელმაც აქამდე არსებული ჟანრის კანონები დააღვია.

ამერიკაში ჩასუმლა ემიგრანტების პირველმა ტალღებმა ძველი სამყაროდან თან წაიღეს მათი მშობლიური მუსიკალური ტრადიციები და ინსტრუმენტები. პირველი ახალმოსახლეები ცნობილია რომ იყვნენ ევროპელები, შოტლანდიელებმა და ირლანდიელებმა ამერიკაში ჩაიტანეს შოტლანდიური და ირლანდიური ფიდლი, რომლებზეც ასრულებდნე ტრადიციულ ბალადებს. გერმანელებმა ჩაიტანეს დულციმერი, იტალიელებმა მანდოლინა. ესპანელებმა გიტარა ხოლო აფრიკიდან ამერიკაჩი მოხვდა ბანჯო.

ჰამრონიკა, რომლის გარეშეც ქანთრი წამოუდგენელია და რომელიც XIX საუკუნის ევროპული ქმნილებაა, მისი შექმნიდან მალევე მოხდა ამერიკაში, სამოქალაქო ომის დროს, მისი პატარა ზომისა და მოხერხებულობის წყალობით ის მალევე გახდა პოპულარული ორივე მხარის ჯარისკაცებში, რომლებიც ჰარმონიკას მუდამ თან დაატარებდნენ.

სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ხალხთა ტრადიციული საკრავების სინთეზმა მოგვცა უნიკალური ჟანრი მუსიკაში, ისევე როგორც თავად ამ ხალხებმა შექმნა დღევანდელი მრავალფეროვანი ამერიკული ნაცია. შეიძება ითქვას რომ ქანთრი ამერიკელი ხალხის პატარა მოდელია. თავად ქანთრის მოიხსენიებენ როგორც „სამხრეთულ ფენომენს“. მასში ძირითადად ჭარბობს შოტლანდიური, ირლანდიური და ინგლისური მოტივები, თუმცა თავად ეს ჟანრი ნამდვილად ამერიკული ფენომენია და მთელ მსოფლიოსაც გაეცნო როგორც ამერიკის სამხრეთული ფენომენი.

ხშირად შეცდომით თვლიან, რომ ქანთრი წმინდა ევროპული მოტივებიდან არის წარმოშობილი და ავიწყდებათ ის დიდი წვლილი, რაც მის ფორმირებაში შეიტანა აფრიკულმა მუსიკამ, ბანჯო, რომლის გარეშეც ქანთრი წარმოუდგენელია, შემოიტანეს სწორედ აფრიკელი წარმოშობის ამერიკელებმა.

ასევე, ქანთრის სამშობლო, სამხრეთ აღმოსავლეთის შტატები სწორედ ის შტატებია სადაც ყველაზე დიდია აფროამერიკელთა კონცენტრაცია და დასახლებების უმრავლესობა შერეული და სოფლური ტიპისაა, რაც შეიძლება ითქვას ქანთრის ოაზისია. სამხრეთში ხალხური მუსიკა იყო კულტურულ ჰანგთა კომბინაცია, რომელიც აერთიანებდა ამ რეგიონში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთა მუსიკალურ ტრადიციებს.

ვიოლინო, გერმანული ციმბალი, გარმონიკა, იტალიური მანდოლინა, ელექტრონული ან აკუსტიკური ესპანური გიტარა და დასავლეთ აფრიკული საკრავი ბანჯო - ეს ინსტრუმენტები იყო ყველაზე გამოყენებადი ქანთრი მუსიკაში. შესაბამისად, მუსიკალური მიმდინარეობა ქანთრი არის ამერიკული, აფრიკული და ევროპული ნაზავი. აგრეთვე გამოიყოფა ქანთრის ტეხასური ქვეჟანრი, რომელშიც უფრო ჭარბადაა მექსიკური მოტივები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Guitars & Cadillacs,
    Sabine Keevil, Thinking Dog Publishing, 2002, ISBN 0-9689973-0-9
  • Proud to Be an Okie: Cultural Politics, Country Music, and Migration to Southern California,
    Peter La Chapelle, University of California Press, 2007, ISBN 0-520-24889-9
  • Creating Country Music: Fabricating Authenticity,
    Richard A. Peterson, University of Chicago Press, 1999, ISBN 0-226-66285-3
  • The Best of Country: The Official CD Guide,
    Stacy Harris, CollinsPublishers, 1993, ISBN 0-00-255335-X

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: